top of page
Sphere on Spiral Stairs

იღბლისა და ბედნიერების ჟესტები, სამყაროს ძალა ჩვენს ხელშია


ადამიანის თითები პირდაპირ კავშირშია პლანეტარულ ენერგიასთან და კონკრეტულ თითზე გაკეთებულ ბეჭდებს ღრმა ეზოთერული და ასტროლოგიური მნიშვნელობა აქვთ.

თითების მნიშვნელობა

ცერა თითი — ვენერა

მნიშვნელობა: სიმბოლურად გამოხატავს კომფორტს, სიამოვნებას, მატერიალურ სიმდიდრეს, ფიზიკურ ჯანმრთელობას და ურთიერთობებს.

ჟესტები:

აწეული ცერა თითი ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.

ცერა თითის მუშტში დამალვის მცდელობა შიშსა და შფოთვაზე მიუთითებს.

ცერა თითზე ბეჭდის ტარება: დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის კარგი იქნება ცერა თითზე სამკაულის ტარება, ეს დაეხმარებათ საკუთარი თავი უკეთ წარმოჩინებაში.

საჩვენებელი თითი — იუპიტერი

მნიშვნელობა: სიმბოლურად გამოხატავს იღბალს, ძალაუფლებას, დიდ თანხებს, განათლებას, შორეულ მიზნებს და ახალ პერსპექტივებს.

ჟესტები:

საჩვენებელი თითით შორს რაღაცაზე მითითება.

საჩვენებელი და ცერა თითის შეხება ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ბეჭდის ტარება: სასარგებლოა მათთვის, ვინც სწავლობს, ასწავლის ან თავს უიღბლოდ თვლის.

შუა თითი – სატურნი

მნიშვნელობა: სიმბოლურად გამოხატავს ძალაუფლებას, შეზღუდვებს, პასუხისმგებლობას, კარმას და შეუპოვრობას.

ჟესტები:

შუა თითის ჩვენება უარყოფითი ჟესტია.

ძველი ვედური სწავლების მიხედვით შუა თითისა და ცერა თითის ერთად შეერთება კარმას წმენდს აშორებს ბედისწერის ბოროტი გამოვლინებებისაგან

.

ბეჭდის ტარება: სასარგებლოა მათთვის, ვისაც მეტი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვება სურს. გაუთხოვარი ან განაშორები ქალებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლიან პარტნიორს ეძებენ, შუა თითზე ბეჭდის ტარებაც სასარგებლოა. თუმცა ოკულტური მნიშვნელობით შუა თითს მეორენაირად ქვრივების თითსაც ეძახიან.

არათითი – მზე

მნიშვნელობა: სიმბოლურად გამოხატავს შინაგან ძალას, სინათლეს და პატივმოყვარეობას, ამ თითს მეორენაირად ქორწინების თითსაც ეძახიან.

ჟესტები:

საქორწინო ბეჭდებს მარჯვენა ხელის არათითზე ატარებენ, როგორც სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოს.

ზოგიერთ კულტურაში საქორწინო ბეჭდებს მარცხენა ხელის არათითზე ატარებენ, რაც წარსული ცხოვრებიდან კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბეჭდის ტარება: შემოქმედებით ენერგიასა და ქორწინებას გამოხატავს.

ნეკა — მერკური

მნიშვნელობა: სიმბოლურად გამოხატავს აზროვნებას, კომუნიკაციას, კონტაქტებს, მეხსიერებას, უცხო ენებს და ბიზნესს.

ჟესტები:

ბავშვები ნეკა თითებს შერიგების მიზნით ერთმანეთზე შეერთებით გამოხატავენ.

ცერა თითისა და ნეკა თითის შეერთება ხელს უწყობს წარმატებულ მოლაპარაკებებს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

ბეჭდის ტარება: სასარგებლოა ბიზნესმენებისა და კომერსანტებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის და მოსწავლე-სტუდენტებისთვის.

თითების მასაჟი

თითების მასაჟი ხელს უწყობს გარკვეული ენერგიების გასაძლიერებლად.

ცერა თითი აძლიერებს თვითგამოხატვას.

საჩვენებელი თითი აძლიერებს იღბლისა და კეთილდღეობის ენერგიებს.

შუა თითი აძლიერებს ნებისყოფას და შეუპოვრობას.

არათითი აძლიერებს შემოქმედებით ენერგიას და იზიდავს ყურადღებას.

ნეკა თითი აძლიერებს კომერციულ გამჭრიახობას, მეხსიერებას და აზროვნებას.


დააკომენტარეთ და გადაუზიარეთ სხვებსაც.


MAGAMON DAGON


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page