top of page
Sphere on Spiral Stairs

კარმული სტრუქტურები

25 авг.
2 мин. чтения

ამ დროისთვის კარმის ყველაზე მისაღები განმარტება ასეთია: ეს არის წინა ცხოვრებიდან ცნობიერების სტრუქტურებში აღბეჭდილი მცდარი მისწრაფებების რეალიზაცია. კარმის სახით ცნობიერების სტრუქტურებში მხოლოდ ჭეშმარიტი მისწრაფებებიდან გადახრები იწერება — ანუ მცდარი მიზნების მიღწევისკენ მიმართული მისწრაფებები.

წინა ცხოვრებაში პირადი სულიერი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების დაუსრულებლობა.მიმდინარე ცხოვრებაში ასეთი სახის კარმა შემდეგნაირად ვლინდება: ადამიანი მუდმივად, ნერვულად და ქაოსურად, საკუთარი ნების მიუხედავად, ებმება რაღაც სრულიად უსარგებლო საქმეებში.

წინა ცხოვრებაში მონური მდგომარეობა ან დამორჩილებისკენ სწრაფვა.მიმდინარე ცხოვრებაში კარმა ვლინდება იმით რომ, ადამიანი სულიერი სისუსტებით იტანჯება. დაუცველობის და დაჩაგრულობის მსხვერპლი ხდება.

წინა ცხოვრებაში ენერგეტიკული დამოკიდებულის ან ბმის არსებობა.მიმდინარე ცხოვრებაში ვლინდება სხვებისთვის დახმარების გაწევის ავადმყოფური სურვილით, ადამიანი ასეთ დროს ყველას უანგაროდ ეხმარება ან დახმარებაზე უარს არავის ეუბნება.

წინა ცხოვრებაში გამოვლილი ძლიერი შიშები.მიმდინარე ცხოვრებაში კარმის ეს სახეობა მუდმივი შფოთვით ან მტანჯველებისა და ტირანების არსებობით ვლინდება.

სიკვდილის ჰიპერტროფირებული შიში, რომელიც საშიში მოვლენებით მიმდინარეობდა.ასეთი კარმის შედეგები მრავალფეროვანია: ეს შეიძლება იყოს უმიზეზო დეპრესიებისკენ მიდრეკილება, რომელიც თვითმკვლელობამდეც კი მიდის, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს პათოლოგიური მოუქნელობისა და ცვლილებებთან შეუგუებლობის სახითაც.

სხვა ადამიანების სიძულვილი.აქ იგულისხმება არა უსაფუძვლო სიძულვილი, არამედ სიძულვილი, რომელიც ადამიანის სრულიად რეალური ცოდვებითა და ბოროტმოქმედებებით არის გამოწვეული. უფრო მეტიც, ამ სიძულვილის ობიექტმა ეს სიძულვილი გააცნობიერა. მიმდინარე ცხოვრებაში ასეთი კარმა იმგვარად ვლინდება, რომ ადამიანს ფაქტობრივად ყველა გარშემომყოფი არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას.

დანაშაულის გრძნობა, რომელიც ცოდვების გაცნობიერების შედეგად წარმოიშვა.დანაშაულის გრძნობა, რომლითაც ადამიანი წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა, ვლინდება აკვიატებული იდეების არსებობისა და ფანატიზმისკენ მიდრეკილების სახით.

დიდი და მცდარი სიყვარული.არასწორი სიყვარული არის სიყვარული, რომელიც ნაკარნახევია არა ადამიანის ჭეშმარიტი სურვილებითა და მოთხოვნილებებით, არამედ მხოლოდ ბრმა, გიჟური ვნებით. მიმდინარე ცხოვრებაში ეს ადგილების ხშირი შეცვლისკენ მიდრეკილებითა და ცხოვრებისადმი არასერიოზული დამოკიდებულებით ვლინდება. გარდა ამისა, ასეთ ადამიანს გარშემომყოფები სძულთ.

სიხარბე წინა ცხოვრებაში.სიხარბე — ეს არის საკუთარი ენერგიის გაზიარების უუნარობა. მიმდინარე ცხოვრებაში კი ეს იმგვარად ვლინდება, რომ ადამიანს ვერაფრით შეუძლია მიიღოს ის, რაც სჭირდება. მას მუდმივად ხელს უშლის გარემოებები. ის ვერ აღწევს თავის მიზნებს: მიზანთან მიახლოებისას თითქოს არსაიდან ყოველთვის გადაულახავი დაბრკოლება ჩნდება.

ლოთობა წინა ცხოვრებაში.ლოთობაც ცხოვრების ჭეშმარიტი ამოცანებისა და მიზნებისგან გაქცევაა. ადამიანი უარს ამბობს თვითგანვითარებაზე, ცხოვრების წინაშე უძლური აღმოჩნდება და რეალობას მთვრალ ბურუსს ამჯობინებს, რის შედეგადაც დეგრადირდება. ამ ცხოვრებაში ეს იმით ვლინდება, რომ ადამიანს ვერაფრით შეუძლია საკუთარი თავის მოწესრიგება, კონცენტრირება და ცხოვრებაში თუნდაც რაიმე მიზნის მიღწევა — ყველა მოვლენა მუდმივად გამოდის მისი კონტროლიდან.

ენერგეტიკული დაძაბულობა ან გადატვირთვა წინა ცხოვრებაში.აქ იგულისხმება ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც ენერგიის გამოფიტვამდე მიჰყავს ადამიანს. ამ ცხოვრებაში ეს ლოთობისკენ მიდრეკილების სახით ვლინდება.

თვითმკვლელობა წინა ცხოვრებაში.ადამიანს, რომელმაც წინა ცხოვრებაში თავი მოიკლა, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სირთულეები ელის. მაგრამ თუ კარმა არ არის დამუშავებული, ის კვლავ შეეცდება სირთულეებისგან გაქცევას; დაიწყებს როგორც ამ სირთულეების, ისე მათი გადალახვის აუცილებლობის სიძულვილს. თუ ამაზე არ იმუშავებს, ამან კვლავ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

კარმას ასევე შეუძლია დაავადებების წარმოშობა. კარმული წარმოშობის დაავადება, როგორც წესი, გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა: კერძოდ, ის სრულიად არატიპურია მოცემული სქესისა და ასაკის ადამიანისთვის და მისი ცხოვრებისეული გარემოებებისთვის.

კარმისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას მხოლოდ ერთი ცხოვრების განმავლობაში, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ. საქმე ის არის, რომ კარმული გამოვლინებები ერთდროულად კი არ იჩენს თავს, არამედ თანდათანობით. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ მხოლოდ იმ გამოვლინებებთან, რომლებიც უკვე გამოვლინდა.

არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი კარმული პროგრამა უბრალოდ მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს თქვენი ცნობიერებისა და ეთერული სხეულის სტრუქტურებში — როგორც შენიღბული, შენელებული მოქმედების ნაღმები, რომლებიც სულის ნაწილად არიან შენიღბული — და კიდევ ძალიან დიდხანს, შესაძლოა მომდევნო ცხოვრებამდეც კი, ასეთ მდგომარეობაში დარჩეს.

ასეთი პროგრამის აღმოჩენას თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ და, შესაბამისად, ვერც მის დამუშავებას.

თუ კარმული მიზეზი უკვე ზედაპირზე ამოვიდა და მოქმედებაში შევიდა, მისი მოცილება შესაძლებელია.

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page