კუნდალინის ენერგიის გამოღვიძების უარყოფითი მხარეები
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 10 часов назад
- 3 мин. чтения

კუნდალინის ენერგიის გამოღვიძება ჩვენს რეალობაში იმდენად ლამაზად არის აღწერილი და ისეთი აღფრთოვანებით საუბრობს, თოთქოს ეს იყოს პანაცეა სულიერი გამოღვიძების გზაზე, არადა მის უარყოფით მხარეებზე რატომღაც არავინ არაფერს ამბობს, მოდით დღეს ვისაუბროთ მის უარყოფით მხარეებზე.
სხვადასხვა ტრადიციებში კუნდალინის „გამოღვიძება“ აღწერილია როგორც ძლიერი ფსიქოფიზიკური და სულიერი ტრანსფორმაცია. თუმცა თანამედროვე სამყაროში ამ თემას ხშირად ზედმეტად რომანტიზებულად წარმოაჩენენ — თითქოს ეს იყოს ავტომატური „გაძლიერება“, „მესამე თვალის გახსნა“ ან „ღვთიური ძალის გამოღვიძება“. რეალურად კი ინტენსიური პრაქტიკები, რომლებსაც კუნდალინის აქტივაციისას გამოიყენებენ, ზოგჯერ შეიძლება სერიოზულად დამაზიანებელიც აღმოჩნდეს
1. მიუხედავად ძლიერი სურვილისა, ადამიანის ფსიქიკა ყოველთვის მზად არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი რომ ადამიანის ცნობიერებას აქვს საკუთარი დამცავი სტრუქტურები. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ტვინი ფილტრავს ინფორმაციას, აკონტროლებს ემოციებს, სტაბილურად ინარჩუნებს საკუთარ „მე“-ს და გვიცავს გადატვირთვისგან.
მაგრამ ზოგი ინტენსიური პრაქტიკა, როგორიც არის ხანგრძლივი მედიტაცია, ძილის შეზღუდვა, ექსტრემალური სუნთქვითი ტექნიკები, სოციალური იზოლაცია, სიჩუმის პრაქტიკები, ძლიერი თვითშტაგონების ტექნიკა, ან ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ამ სახის პრაქტიკებმა შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკას, რაც შემდგომში ვლინდება არაკონტროლირებადი ემოციების, ქაოტური აზრების და რეალობის აღქმის დაკარგვის სახით.
2. „ენერგეტიკული კრიზისი“ ხშირად ნერვული სისტემის კრიზისია
ბევრი ამ მდგომარეობას აღწერს საკუთარი შეგრძნებებით, როგორიც არის სხეულში მოძრავი დენის ტალღების დარტყმა, ხერხემის არეში წვის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების სპაზმი, გულისცემის აჩქარება, სხეულში ენერგიის აფეთქების შეგრძნება.
კუნდალინის ენერგიის გამოღვიძების ტრადიციული სკოლები ამას „კუნდალინის მოძრაობას“ უწოდებენ, მაგრამ ფიზიოლოგიურად ეს ხშირად უკავშირდება ავტონომიური ნერვული სისტემის გადატვირთვას, ჰიპერვენტილაციას, ადრენალინის უკონტროლო მატებას, უკონტროლო ნერვულ აგზნებადობას.
ანუ ადამიანი შეიძლება რეალურად გადავიდეს მუდმივ „fight-or-flight“ (შებრძოლება ან გაქცევა) რეჟიმში.
ეს მდგომარეობა იწვევს:შინაგან პანიკას, უძილობას, ქრონიკულ დაძაბულობას და გადაღლილობის შეგრძნებას, და ზოგჯერ ნერვულ გამოფიტვას.
3. იშლება „მე“-ს სტრუქტურა
კუნდალინის კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი არის ეგოს დეზინტეგრაცია, ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ის თუ როგორ ქრება საკუთარი პიროვნება, როგორ უმძაფრდება ხეულიდან უკონტროლო გასვლის შეგრძნება, სამყარო არარეალური აღქმის გამძაფრება, ან „სხვა ძალები“ როგორ მოქმედებენ მასში.
ზოგ ტრადიციაში რატომღაც ამას სულიერ ტრანსფორმაციად აღიქვამენ, მაგრამ ფსიქიატრიაში მსგავსი სიმპტომები ხშირად დისოციაციას, დეპერსონალიზაციას, დერეალიზაციას, ფსიქოზურ მდგომარეობებს უკავშრდება და რაც ყველაზე საშიშია, ადამიანი ვეღარ არჩევს თუ რა არის ნამდვილი შეგრძნებები და რას ნიშნავს ობიექტურად რეალობის აღქმა
4. აქტიურდება ძველი დაუმუშავებელი ტრავმები
ხშირ შემთხვევაში ინტენსიურად მედიტაციურ და ენერგეტიკულ პრაქტიკებს ზედაპირზე ამოაქვს ღრმა ბავშვობის ტრავმები, მიმალული შიშები, სირცხვილის შეგრზნება, ღრმად მიმალული აგრესია, სექსუალური ხასიათის შინაგანი კონფლიქტები (მიმალული სექსუალური ფატნაზიები ან გამოცდილებები), დანაკარგები, მათ შორის დაკარგული ან გარდაცვლილი ადამიანების ემოციურად გახსენება. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ასეთ დროს სუსტდება ფსიქიკის დამცავი მექანიზმები, რა დროსაც ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ეწყება უკონტროლო ტირილი, პანიკური შიშების შემოტევები, ან თვითდაზიანების გამძაფრებული სურვილი. თუ ამისთვის არ არის ადამიანი შემზადებული — კრიზისი შეიძლება ძალიან მძიმე გახდეს.
5. იკვეთება და ვითარდება გრანდიოზული ილუზიები
ადამიანს ეწყება იმაზე ფიქრი რაც ახასიათებს მესიანურ კომპლექსებს, პარანოიას ან სულიერ ნარცისიზმს მაგ: რომ „იგი რჩეულია“, ზებუნებრივი მისია აქვს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფლობს და რომ სხვებზე მაღლა დგას. ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან ადამიანს ხშირად აღარ შეუძლია ჯანსაღი კრიტიკის მიღება.
6. სოციალური ნგრევა
კუნდალინის გამოცდილების შემდეგ ზოგი ადამიანი ტოვებს სამსახურს, წყვეტს ოჯახთან ურთიერთობებს, იზოლირდება, იწყებს ყველაფრის „ენერგიებით“ ახსნას. როდესაც ადამიანი მთლიანად წყდება რეალობას, კარგავს ფინანსურ სტაბილურობას, სოციალურ კავშირებს, ფსიქოლოგიურ ბალანსს.
7. ძილის დარღვევა უძილობა — ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფაქტორი
ბევრ ე.წ.„გამოღვიძებულებს“ ეწყებათ უძილობის შეგრძნება, ენერგიის გადაჭარბებული მოზღვავება, მუდმივად შინაგანი აგზნებადობა. მაგრამ ტვინისთვის უძილობა უკიდურესად სახიფათოა. ხანგრძლივი უძილობა ზრდის:,ჰალუცინაციების, ფსიქოზის, მძიმე შფოთვის, და კოგნიტური ფუნქციების მოშლის რისკს.
8. ზოგ ადამიანს აქვს მაღალი მოწყვლადობა
ყველას ფსიქიკა ერთნაირად არ რეაგირებს. განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ ადამიანებს, ვისაც აქვს: ბიპოლარული აშლილობის მიდრეკილება, ფსიქოზური სპექტრის აშლილობის ისტორია, წარსულის მძიმე ტრავმა, ქრონიკული შფოთვა, დისოციაციური ტენდენციები. ასეთ შემთხვევაში ინტენსიურმა პრაქტიკებმა შეიძლება ტრამვების ტრიგერად იმუშაოს.
რატომ იყო ძველ ტრადიციებში ასეთი სიფრთხილე?
ტრადიციულ სისტემებში — განსაკუთრებით Yoga-ს და Tantra-ს გარკვეულ სკოლებში — კუნდალინის პრაქტიკამდე ადამიანს წლების განმავლობაში ამზადებდნენ და უვითარებდნენ სხეულის ფუნქცია-შესაძლებლობებს, სუნთქვას, ნერვულ სისტემას, ფსიქიკას, ეთიკურ დისციპლინას.
მნიშვნელოვანიდა მწარე რეალობა
დღეს ინტერნეტში ხშირად გვხვდება ისეთი სასწავლო კურსები, როგორიც არის „კუნდალინის ენერგიის სწრაფი გააქტიურება“, „მესამე თვალის გახსნა ერთ დღეში“, „სუპერძალების გამოღვიძება როგორიც არის ტელეკინეზი, ლეპტოკინეზი, ფსიქოკინეზი, ლევიტაცია“ და ა.შ.
ეს მიდგომები ხშირად უგულებელყოფს ადამიანის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და კეთილსინდისიერი მედიტაციის მასწავლებელი (გურუ) იზიარებს შემდეგ მოსაზრებას „ინტენსიური სულიერი პრაქტიკა ყოველთვის არ არის უსაფრთხო. ზოგჯერ მას შეუძლია ადამიანის სულიერ პლამზე ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგჯერ ნგრევის გამოწვევაც კი.“
ყველაზე უსაფრთხო მიდგომა არის ბალანსი, დროში გაწელილი, ნელი და ეტაპობრივი პროგრესი და რეალობასთან კავშირის შენარჩუნება.
MAGAMON DAGON
გვერდის გამომწერებო, დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии