ლავანდის მაგია

ჯადოქრები ლავანდის აბაზანებს იღებდნენ წინასწარმეტყველური სიზმრის სანახავად. ლავანდას მცენარისგან აკეთებდნენ ნაყენს და ძილის წინ იღებდნენ, დალევის დროს უნდა იფიქროთ იმ კითხვაზე რისი პასუხიც გაინტერესებთ, პასუხი სიზმარში მოვა. ლავანდის აბაზანები ასევე მიიღება მცირე ბოროტი თვალისა და ენერგეტიკული დაზიანებისგან გასაწმენდად. ლავანდისა და როზმარინის ნახარშით დამზადებული აბაზანები დადებითად მოქმედებს ენერგეტიკულ სისუფთავეზე, იცავს უგუნური ქმედებებისგან.
ლავანდა სიყვარულის ყვავილია და გამოიყენება სასიყვარულო მაგიაში. თუ საყვარელ ადამიანთან განშორებამდე გოგონა ლავანდის ყვავილებს ბალიშის ქვეშ დებს, მაშინ სასიყვარულო თემატიკის სურვილი აუცილებლად აუხდება. ინტიმური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, საძინებელში ლავანდის პაკეტი შეინახეთ.
ლავანდის სურნელს ბოროტი სულები და მავნე მწერები ვერ იტანენ ამიტო ლავანდის კონებს ოთახის კუთხეებში კიდებდნენ რადგან ლავანდას იყენებდნენ ასევე მღრღნელების, ჩრჩილების და მწერების განსადევნად.
ლავანდის ამულეტებს ბოროტი სულებისგან დასაცავად, დასამშვიდებლად და სიყვარულის მოზიდვისთვის ატარებდნენ. ლავანდას დიდი დოზებით (დაახლოებით 1 გ-ზე მეტი) შეუძლია გამოიწვიოს დეპრესია, აგრესია და ცნობიერების დარღვევა ამიტო დოზებზე დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ახალმთვარეობაზე შეგროვებულ ლავანდას უფრო მსუბუქი ეფექტი აქვს.
ლავანდის ჯადოსნური თვისება ის არის, რომ მას შეუძლია სიყვარულისა და ბედნიერების მონიჭება, ნეგატიური გავლენისგან დაცვა.
სხვების თქვენს მიმართ დამოკიდებულების შესაცვლელად, შეგიძლიათ სახლში ლავანდის რამდენიმე კონა დაკიდოთ.
ლავანდა ხელს უწყობს თვითშემეცნებაში, ძალების სწრაფ აღდგენაში, უზრუნველყოფს სრულ ენერგეტიკულ აღდგენაში, განიჭებთ მოდუნების საშუალებას, ამცირებს აგრესიას, ხელს უწყობს შურის დაძლევას. ის ასევე ხელს უწყობს წარსული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებას სიზმრების სახით.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии