მცენარეული მეთოდები ჯადოს მოსაშორებლად:
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 час назад
- 3 мин. чтения
დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ ბალახით ჯადოს, თვალის, ნეგატივის მოცილების რამოდენიმე ძალიან მარტივი მეთოდი, რომელსაც ნებისმიერი თქვენგანი ადვილად გაართმევს თავს.
ბალახების მაგიური თვისებების შესახებ ჩვენს გვერდზე არაერთი პოსტი მაქვს მიძღვნილი, ამისტო დღეს რამოდენიმე ბალახის გამოყენების მეთოდზე გვექნება საუბარი.
ეს ბალახებია:
აბზინდა
კრაზანა
ნარშანი, ლავანდა
--------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ამბობენ - აბზინდის გარეშე, არაფერი არ გამოდის.
აბაზანით დაწვა = ეგზორციზმი
აბზინდის აბაზანა ბნელი ძალების წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებად ითვლება.
სლავურ მითოლოგიაში მას [დავიწყების ბალახს] უწოდებდნენ - თვლიდნენ, რომ ის ბოროტი სულების კვალს შლის.
ძველ რომში კი მეომრებს აბზინდის ტოტები ლაშქრობებში მიჰქონდათ წყევლისგან თავის დასაცავად.
შუა საუკუნეების ევროპაში მას ეპიდემიების დროს შავი ჭირის და ქოლერის გასაფანტად წვავდნენ.
გაწმენდის რეცეპტი:
დაგჭირდებათ: მშრალი აბზინდა, სანთელი.
რა უნდა გააკეთოთ: აანთეთ სანთელი და ზემოდან აბზინდა მოაყარეთ.
შემოიტარეთ საკუთარ თავზე და სახლის ოთახებში, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ლოცვის ან შელოცვის წაკითხვით:
აბზინდა - გამოდგება ბოროტების განსადევნად, დაზიანებისა და ბოროტი თვალისგან დასაცავად!
რიტუალის შემდეგ, ცვილთან ერთად ფერფლი გადააგდეთ ზღურბლის გარეთ (სასურველია ღია სივრცეში ან მინდორში).
აბაზანაში ნეგატივი ჩამოირეცხეთ, კრაზანას ორთქლი ისუნთქეთ.
კრაზანა ბალახის აბაზანა = ნეგატივის ჩამორეცხვა
კრაზანას [მზის ბალახს] უწოდებდნენ - ითვლებოდა, რომ ის შთანთქავს სინათლეს და ანადგურებს ნებისმიერ ჯადოქრობას.
ევროპაში მას კარზე ან კარების თავთან კიდებდნენ, რათა ჯადოქრები ვერ შესულიყვნენ.
ძველ საბერძნეთში კი კრაზანას იყენებდნენ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ენერგეტიკული დაზიანებების აღსადგენად.
აბაზანის რეცეპტი
დაგჭირდებათ: მშრალი კრაზანა, ზღვის მარილი.
რა უნდა გააკეთოთ: 50 გრამი ბალახი 2 ლიტრ მდუღარე წყალში აადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ქურიდან და 30 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ და თბილ აბაზანაში ჩაასხით, დაუმატეთ 1 მუჭა მსხვილი მარილი.
20 წუთის განმავლობაში იწექით ამ წყალში, მოდუნდით, მშვიდად ისუნთქეთ კრაზანას არომატი და წარმოიდგინეთ თუ როგორ იხსნება მთელი ნეგატივი როგორ თავისუფლდებით შავი ენერგიისაგან, თუ ვიზუალიზაციის უნარი არ გაქვთ, მაშინ მშვიდად იწექით.
20 წუთის შემდეგ გაუშით წყალი და დაცალეთ აბაზანა და ამ დროს 5-ჯერ გაიმეორეთ ეს სიტყვები:
წყალი მიდის - ბოროტება მიაქვს.
წყალი მიდის - ბოროტება მიაქვს
წყალი მიდის - ბოროტება მიაქვს.
წყალი მიდის - ბოროტება მიაქვს.
წყალი მიდის - ბოროტება მიაქვს.
ნარშანი = დაცვა ჯადოსაგან და ბოროტი თვალისგან
მარშანის ეკალი ნიშნავს [ეშმაკების შეშინებას და მათ განდევნას].
ეს მცენარე სახლთან ახლოს დარგეთ, რადგან ძალიან კარგია ბოროტი სულების დასაფრთხობად.
შოტლანდიაში ის უძლეველობის სიმბოლოდ ითვლებოდა - ლეგენდის თანახმად, შემოსევების დროს ციხესიმაგრეებთან და სოფლებთან არსებული ეს მცენარე დიდ წინააღმდეგობას უქმნიდა მტებს, რადგან მათ უწევდათ ამ ბალახების გადალახვა, მისი ეკლები კი მტრებს არაადამიანური ტკივილით ტანჯავდა და ბევრი ვეღარ აგრძელებდა გზას, და ქვეყანა იხსნა შემოჭრისგან.
ნარშანის მცენარის რიტუალი:
დაგჭირდებათ: ახალი ან გამხმარი ეკალი, წითელი ძაფი.
რა უნდა გააკეთოთ: წითელი ძაფით შეკარით ბალახი კონად.
3 ღამის განმავლობაში საწოლის ქვეშ დაიდეთ - თუ საშინელებები დაგესიზმრებათ, ეს ნიშნავს, რომ ჯადო ქრება.
შემდეგ დაწვით ბალახი, ფერფლი ქარში გაფანტეთ.
თუ სახლის, ბეღლის კუთხეების, სათბურებისს და მანქანის დასუფთავება გინდათ გამოიყენეთ ლავანდა.
თუ ლავანდას დაწვავთ - ბოროტება კლებულობს და აჩრჩილები ქრებიან.
ლავანდა = სახლისა და აურის გასაწმენდად გამოგადგებათ.
ძველ ეგვიპტეში ლავანდას ბალზამირების ნარევებს უმატებდნენ, რათა გარდაცვლილის სული ბოროტი ძალების გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო.
შუა საუკუნეებში კი მას ჩანთებში ატარებდნენ, რათა ჭირისა და წყევლისგან დაეცვათ თავი.
ენერგეტიკულად გასაწმენდი ჩანთა:
დაგჭირდებათ: გამხმარი ლავანდა, თეთრეულის ჩანთა.
რა უნდა გააკეთოთ: ლავანდას პატარა კონა, დაფქვილ მდგომარეობაში ან ლავანდას ყგამხმარი ყვავილები ჩანთაში ჩაყარეთ და 7 დღის განმავლობაში თან ატარეთ.
შემდეგ ორი ღამით საწოლის თავთან დადეთ - ეს დარჩენილ ნეგატივს მოაშორებს.
შემდეგ - ან ჩანთა დაწვით, ან მიწაში ჩამარხეთ.
ჭინჭრით ყველა ბოროტი სულის, ავი თვალის და ჯადოს მოცილება შეგიძლიათ. დაწვით სახლის ზღურბლთან და შემოიარეთ ყველა ოთახი მათ შორის აბაზანა და საკუჭნაო საათის ისრის საწინააღმდეგოდ და იყავით მშვიდად.
ჭინჭარი = ჯადოს დაწვა
რუსეთში ჭინჭარს [მწველი ბალახი] - ანუ მწველს და მსუსხავს - უწოდებდნენ.
ავადმყოფებს ჭინჭრის კონებით სუსხავდნენ, მათი რწმენა წარმოდგენებით ასეთი მოქმედება დაავადებების განდევნაში უწყობდა ხელს.
ჭინჭრის რიტუალი:
დაგჭირდებათ: ჭინჭრის პატარა კონა, ცვილის სანთელი.
რა უნდა გააკეთოთ: აანთეთ სანთელი და ჭინჭრის კონა ცოტა დაწვით ცეცხლზე.
ეს კვამლი თავიდან ფეხებამდე შემოიტარეთ და თქვით:
ჭინჭარი იწვის, დაზიანება იშლება და ქრება!
შემდეგ ბალახი ქაღალდში შეახვიეთ და ბოლომდე დაწვით!
ნამწვი ასევე ქარს გაატანეთ.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world











Комментарии