პორტალების დახურვის სტავი

დღეს ვისაუბრებთ პორტალების დახურვაზე, ერთხელ მაინც შევხებივართ ისეთ ფაქტს როცა შევდივართ ვინმესთან სტუმრად ან ვხვდებით უცნაურ სივრცეში და რაღაცნაირად საშინელს და არაბუნებრივს ვგრძნობთ, სადაც ყოფნის და გაჩერების სურვილი გვეკარგება, ღამით ვერ ვიძინებთ ან კოშმარები გვაწუხებს, ვგრძნობთ და გვესმის გაურკვეველი ხმები, ხდება პარანორმალური ატივობები და ნივთების გადაადგილება, დამეთანხმებით ასეთ გარემოში გაჩერება შეუძლებელია.
ასეთი შემთხვევების აღმოსაფხვრელად გამოიყენება ერთ ერთი ძველი და მრავალჯერ გამოცდილი სტავი, რომელსაც ძველად კარების თავზე, იატაკზე, ჭერზე, ან რაიმე ნივთზე გამოსახავდნენ, მარხავდნენ ან ასეთ სივრცეში ინახავდნენ.
გიძიარებთ ორი რუნის გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაეხმარება ყველას ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს საკუთარ სახლში, ოფისში ან სარდაფში.
რუნა ისა 9 და რუნა ნაუტიზი 4. (ნახეთ ნახატი)
სანამ პორტალი არ დაიხურება სტავი პარანორმალურად აქტიურ სივრცეში უნდა იყოს დამალული.
პორტალის ბოლომდე დახურვის ან დაშლის შემდეგ ეს სტავი არ უნდა გადააგდოთ თუ ნივთის სახით გაქვთ შენახული სივრცეში, მას გაიტანთ და დამარხავთ სადმე გამხმარი ხის ქვეშ, ხოლო თუ მარკერით გაქვთ გამოსახული, სტავის მთლიანობა რაღაცით უნდა დაარღვიოთ ან წაშალოთ, გამოსასყიდს შავი ლუდის და ტკბილეულის სახით ტოვებთ ტყესთან ახლოს.
შელოცვა სტანდარტულია რასაც ნებისმიერი რუნის ან სტავის ან გალდრის აქტივაციის დროს გამოიყენებთ, მიზნებში უნდა მიუთითოთ რომ არსებულ პორტალს, ან საიქიოს კარიბჭეს ან სულების კარს ხურავთ და ბეჭდავთ სამუდამოდ.
ამის შემდეგ შეეცადეთ მეორე დღემდე სარკეში არ ჩაიხედოთ და ჩაბნელებულ ოთახში არ დაიძინოთ.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии