top of page
Sphere on Spiral Stairs

რა არის კარმული კვანძი და როგორ იხსნება იგი


ძლიერი სურვილის მიუხედავად ადამიანები მაინც ვერ ახერხებენ მათთვის არასასურველი ცხოვრებისეული სიტუაციების შეცვლას.

მაგალითად ქალი, რომელსაც უყვარს მეუღლე, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევს, რის გამოც ქალი ხვდება იმას რომ მეუღლის გარეშე უნდა გააგრძელოს ცხოვრება მაგრამ ვერ ახერხებს, ასევე ნათესავები ან ოჯახის წევრები, ვისთანაც გაქვთ დაძაბული და რთული ურთიერთობა, იძულებული ხართ მათთან ერთად იცხოვროთ ერთ ჭერ ქვეშ, მაგრამ ვერ გადიხართ ამ ჩაკეტილი წრედან; ან სულაც ავიღოთ მეუღლეები, რომლებიც უცნაურ სიტუაციაში შეხვდნენ და გაიცნეს ერთმანეთი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში არიან და ერთმანეთის მიმართ ძლიერი უარყოფითი ემოციები აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაშც ისევ ვერ შორდებიან.

ასეთი რთული ურთიერთობები ხშირად განიხილება როგორც კარმული კავშირი — ურთიერთობა, რომელიც ადამიანს ეძლევა გარკვეული შინაგანი გაკვეთილის გასავლელად.

ამ კავშირებში არსებობს ძლიერი რესურსი — სულიერი განვითარების და გამოცდილების შესაძლებლობა. თუმცა, შინაგანი ტკივილისა და დაბნეულობის გამო ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს ამ პროცესში სრულად ჩაღრმავებას და წლები, ზოგჯერ კი მთელი სიცოცხლე, რჩება დაუმუშავებელ და დაუმთავრებელ სიტუაციებში.

კარმული წარმოდგენების მიხედვით, ბედი ადამიანებს კვლავ აერთიანებს შემდეგ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მათ შეძლონ რომელიმე წინა ცხოვრებაში დაწყებული პროცესის დასრულება — პატიება და გათავისუფლება.

მოდით განვიხილოთ თუ რა არის კარმული კვანძი, კარმული კვანძ არის ენერგეტიკული კავშირი სხვა ადამიანთან, რომელიც დატვირთულია ნეგატიური ემოციებით ან ერთად გასავლელი გზა არის ძალიან რთული და მორიგი ცხოვრებისეული გაკვეთილი.

ეს გაკვეთილი შეიძლება იყოს როგორც რთული, მძიმე, აუტანელი, გაუსაძლისი, ან მათ შორის პოზიტიური.

ადამიანისთის ასეთი მდგომარეობა ხშირად ვალდებულებაა ან სასწავლი აქვს სიყვარული, ზრუნვა, მხარდაჭერა.

ან მეორეს მხრივ არსებული სიტუაციის მიმღებლობის სწავლაა.

თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით ემოციურ დონეზე, „მიღება“ ხშირად რთულია და ამიტომ პოზიტიური გაკვეთილიც კი შეიძლება გადაიქცეს დამღლელ და რთულ კარმულ კავშირად.

კარმული კვანძები, როგორც წესი, მოდის წინა ინკარნაციებიდან. ისინი იქმნებიან მაშინ, როცა ადამიანის სული სხეულს ტოვებს ძლიერი ნეგატიური ემოციური მდგომარეობით, ტანჯვით, ტკივილით, გულისტკენით, იმედგაცრუებით და ა.შ..

ამიტომაც თითქმის ყველა სულიერი ტრადიციები გვირჩევენ სიკვდილის წინ ყველას პატიება და ემოციური მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას.

სულის მიზანია დაბრუნდეს სულიერ საწყისთან, მაგრამ დაგროვილი ნეგატიური ემოციები, ნატიფ სიბრტყეებში „ ბლოკავს“ მის მოძრაობას, რის შემდეგაც მომდევნო ინკარნაციებში სულები კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ურთიერთობები ისევ რთული ფორმით მეორდება.

თუ ამ ცხოვრებაში კონფლიქტი არ წყდება, კვანძი კიდევ უფრო მჭიდროვდება და შემდეგ ცხოვრებაში სიტუაცია უფრო მძიმე ფორმით ბრუნდება.

ახალ ინკარნაციებში ხშირად ადამიანები სხვადასხვა როლებით ხვდებიან ერთმანეთს, აგალითად წარსულში თუ იყვნენ ქალი და მამაკაცი, ამ ცხოვრებაში ისინი შეიძლება იყვნენ დედა და შვილი, მაგრამ ურთიერთობის ენერგეტიკული შინაარსი იგივე რჩება, დაძაბული და რთული ურთიერთობა.

თუ წარსულში ქალი ძლიერი ეჭვიანობით იტანჯებოდა, ამ ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც დედის გადაჭარბებული მიჯაჭვულობა შვილისა და მისი პარტნიორის მიმართ.

კარმული კვანძის შექმნის მეორე გზა არის ძლიერი მიჯაჭვულობა სხვა ადამიანთან.

თუ სხეულის დატოვების მომენტში ადამიანი არ უშვებს სხვას და ინარჩუნებს ძლიერ ემოციურ კავშირს, ეს ენერგეტიკული ბმა იწვევს მათ შეხვედრას შემდეგ ინკარნაციაში.

ასე ხშირად წარმოიქმნება უაღრესად ემოციური, უპასუხო სიყვარული — განსაკუთრებით პირველი სიყვარული, რომელიც ძლიერ დატვირთულია და რთულად სამართავია ან დაუვიწყარი.

ასეთი ურთიერთობების მთავარი გაკვეთილია — გათავისუფლება.

ხშირად ეს გაკვეთილი ვერ სრულდებოდა წარსულში, რის გამოც ადამიანი ისევ და ისევ იმავე სცენარს უბრუნდება.

როდესაც გათავისუფლება არ ხდება, სხვა ურთიერთობები შეიძლება საერთოდ ვერ დალაგდეს. ხოლო გათავისუფლების შემდეგ, ურთიერთობები ზოგჯერ თავიდან იწყება, მაგრამ უკვე ნაკლები ტკივილით და ნაკლები დაძაბულობით.

როდესაც ადამიანს სხვა ადამიანის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს, ის ენერგეტიკულად ახდენს ზეწოლას მასზე.

ასეთი ზეწოლა მეორე მხარისთვის აღიქმება როგორც საფრთხე ან საგანგაში მდგომარეობა და ბუნებრივად იწვევს დისტანცირებას.

მაგრამ თუ შინაგანი მდგომარეობა ჰარმონიულია, მეორე ადამიანი უფრო მარტივად იღებს კონტაქტს და იხსნება.

არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც — როდესაც ადამიანები მრავალი ინკარნაციების გავლით ენერგეტიკულად არიან დაკავშირებული (მაგალითად, ქორწინებითი ან რიტუალური კავშირები), ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მყისიერი „ცნობა“ სხვა ცხოვრებაში, ანუ როგორც მონათესავე სული შეცნობა ან და პოვნა - ურთიერთობის გაგრძელებით

მაგრამ თუ ერთ-ერთი მხარე განვითარების სხვაგვარ დონეზე გადავა, ურთიერთობა მაინც შეიძლება გართულდეს.

კარმული კვანძის წარმოქმნის მესამე ვარიანტია — სხეულის დატოვება განცდით, რომ სხვა ადამიანის მიმართ დაუმთავრებელი დაპირება დარჩა შეუსრულებელი, მაგალითად: ადამიანი მიდის სიცოცხლიდან იმ განცდით, რომ ვერ შეძლო დაპირების შესრულება (მაგალითად, „ბავშვების გაზრდა ვერ მოასწრო“) ან პირიქით — მეორე ადამიანს აქვს ვალი ან დაპირება, რომელიც არ შესრულდა და ვერ ხდება მისი გათავისუფლება.

როდესაც ადამიანი ასეთ განცდებზე ჩერდება და მათზე ფიქრს ვერ წყვეტს, ის ენერგეტიკულ დონეზე ქმნის კარმულ კვანძს.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში მსგავსი მდგომარეობა ხშირად „დაუმთავრებელ გეშტალტად“ მოიხსენიება, თუმცა კარმული კვანძი უფრო ფართო, სულიერ–ენერგეტიკულ დონეზე მოქმედი სტრუქტურაა.

ასეთი კვანძების გახსნა საშუალებას აძლევს ადამიანს გადავიდეს ახალ გამოცდილებაზე და განვითარდეს.

კარმული კვანძის არსებობა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ნიშნებით:

• ემოციურად გადატვირთული ურთიერთობები, საიდანაც გამოსვლა ვერ ხერხდება

• მუდმივად დაძაბული ურთიერთობის ფონური მდგომარეობა

• ვინმეს მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული, აუხსნელი დამოკიდებულება

• უარყოფითი გრძნობები აშკარა მიზეზის გარეშე (გაღიზიანება, შიში, ანტიპათია)

• არალოგიკური და ქაოტური ურთიერთობების დინამიკა

• „დახურული წრის“ განცდა ურთიერთობებში

• მტკივნეული მიჯაჭვულობა კონკრეტულ ადამიანზე

• ერთსა და იმავე რთული სცენარების გამეორება

ვისაუბროთ კარმული კვანძების გახსნის შესახებ

ზოგ ადამიანს ეშინია კარმულ კვანძებთან მუშაობა, რადგან ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს ახლობელი ადამიანების დაკარგვას, ეს წარმოდგენა არასწორია.

კარმული კვანძის გახსნა ნიშნავს ენერგეტიკული კავშირის გაწმენდას ნეგატივისგან და არა ურთიერთობის ძალადობრივ გაწყვეტას.

ურთიერთობა წყდება მხოლოდ მაშინ, თუ მასში მხოლოდ ძველი გაკვეთილი ან გამოცდილება არსებობდა და სხვა ენერგიისთის ადგილი აღარ დარჩა.

ხშირ შემთხვევაში გახსნის შემდეგ კავშირი უბრალოდ გადადის ახალ, უფრო მშვიდ და დაბალანსებულ დონეზე — სადაც ქრება დაძაბულობა.

თუ ერთი და იგივე სულიერი ამოცანა არ წყდება რამდენიმე ინკარნაციის განმავლობაში, ის იწყებს ფიზიკურ დონეზე ნეგატიურ გამოვლინებას.

ეს ხდება იმისთვის, რომ ადამიანმა საბოლოოდ მიაქციოს მას ყურადღება საკუთარ თავს. რადგან ასეთ დროს ჩნდება სხეულში კონკრეტული დარღვევები სწორედ იმ ზონებში, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის ენერგეტიკულ კავშირთან.

ყოველი ემოცია დაკავშირებულია გარკვეულ ენერგეტიკულ ცენტრთან და ორგანოთა სისტემებთან, ამიტომ კარმული კვანძი შეიძლება სწორედ იქ გამოვლინდეს.

მაგალითები:

ერთ ქალს რამდენიმე სიცოცხლის განმავლობაში არ გამოუთქვამს თავისი წყენა მამაკაცის მიმართ.

შედეგად, კარმული კვანძი ჩამოყალიბდა ყელის არეში (ენერგეტიკულად დაკავშირებული გამოხატვასთან და კომუნიკაციასთან).

მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვერ ხდებოდა, სანამ არ გააცნობიერა პრობლემის ენერგეტიკული მიზეზი.

ხშირია შემთხვევები, როცა კვანძები „გადახლართულია“ მენჯის არეში (მეორე ჩაკრის დონე), განსაკუთრებით მაშინ, როცა: პარტნიორთან არსებობდა კონფლიქტი სექსუალურ ნიადაგზე, ან განიცდიდა ძლიერ სექსუალურ მიჯაჭვულობას.

დაზიანების არეალში ასევე გულიც შეიძლება მოხვდეს, თუ ადამიანი ძლიერად განიცდის იმედგაცრუებას, არ შეუძლია პატიება, ინახავს ძლუერ სულიერ ტკივილს და მორალურად გატეხილია, ასეთ დროს ადამიანი „შეფუთულია“ საკუთარ კარმულ კვანძებში, როგორც ენერგეტიკულ ცხიმში.

კვანძის ზომა პირდაპირ შეესაბამება იმ ემოციის სიძლიერეს, რომელმაც ის წარმოქმნა.

კარმული კვანძების გახსნის შემდეგ ურთიერთობები იცვლება, ისინი ხდებიან უფრო მშვიდი და დაბალანსებული ან ადამიანები მშვიდად შორდებიან ერთმანეთს, თუ ურთიერთობამ უკვე ამოწურა თავისი ფუნქცია, ზოგი ადამიანი გამოდის ძველი განმეორებადი სცენარებიდან და იწყებს სრულიად ახალ ურთიერთობას.

როგორ გავხსნათ კარმული კვანძები?

ამ შემთხვევაში უმთავრესი ეტაპია მისი საწყისი მიზეზის პოვნა. ეს ნიშნავს იმას თუ რა ემოცია ვერ იქნა გადამუშავებული, ყველაზე მეტად რა ემოცია აწუხებს ადამიანს, რის მიმართ აქვს ადამიანს დაძაბულობა, რისი გაშვება ვერ ხერხდება ან რას ვერ პატიობს სხვებს, რადგან ყველა ეს პროცესი საბოლოოდ მიდის ერთ მთავარ ფორმულამდე:

„პატიება და გათავისუფლება“

ეს ფორმულა ზოგადად გასაგებია მაგრამ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ რის პატიებაზეა საუბარი, რის გაშვებაზე ან რისგან გათავისუფლება მოგვეთხოვება — ბრაზი? სინანული? ვალი? ილუზია? და ა.შ....

ჩვენ თუ ამ ყველაფერს სწორად გავიაზრებთ და მივხვდებით რა ემოცია გვკეტავს, თუ ამ ემოციისგან განვთავისუფლდებით, შემდეგი ნაბიჯი იმისი სწავლაა, რომ აღარ შეიქმნას ახალი კვანძები.

ეს ნიშნავს დაძაბულობის დროულ ამოცნობას, ემოციური ბალანსის შენარჩუნებას და შინაგანი გათავისუფლების პრაქტიკას, რადგან სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის უფრო მეტად ლაღ და თავისუფალ ცხოვრებას — ნაკლებად დატვირთულს ძველი გაკვეთილებით.

MAGAMON DAGON

მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page