top of page
Sphere on Spiral Stairs

რა არის კვანტური ენერგეტიკა?


I. მეცნიერულ ჭრილში:

მეცნიერული სამყაროში ტერმინი „კვანტური ენერგეტიკა“ არ არსებობს, მაგრამ რეალურად ეს ტერმინი საფუძვლად უდევს კვანტურ ველებს, ეს კი გულისხმობს შემდეგს: 1) სამყაროში ყველაფერი არის — მატერია, ენერგია, ხოლო სინათლე — არსებობს როგორც ველების ფორმა.

ელექტრონი = ელექტრონის ველში რხევას.

ფოტონი = ელექტრომაგნიტურ ველში რხევას.

ანუ:

სამყარო = უზარმაზარი ენერგეტიკული ქსელია, რომელიც მუდმივად ვიბრირებს, ირხევა, მერყევია და რეაგირებს ინტერაქციაზე.

2) კვანტურ განუსაზღვრელობას --- ულტრაწვრილ მასშტაბებში არაფერია „სტაბილური“ — ყველაფერი სავარაუდოა და არ არის ფიქსირებული.

ეს ნიშნავს:

რეალობა არის შესაძლებლობათა ველი, რომელიც ფიქსირდება მხოლოდ მაშინ, როცა მას ურთიერთქმედებით ვეხებით.

3) კვანტურ შეერთებას/შერწყმას - ორი ნაწილაკი შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული ისე, რომ რაც ერთს ემართება, მეორე იცვლის მდგომარეობას მოხდენის მომენტში, მანძილის მიუხედავად.

ეს არის ფიზიკური საფუძველი იმისა, რასაც ოკულტისტები უწოდებთ:

“ენერგეტიკულ კავშირს”, “კვანტურ ძაფებს”, ან “პირად კოდებს”.

II. ოკულტურ-ენერგეტიკული ხედვით

ოკულტური სკოლები (ჰერმეტიზმი, კაბალა, ძველი მზის კულტები) კვანტურობას აღწერდნენ როგორც:

1) ენერგეტიკულ სამყაროს რეალობის მიღმა

„ფიზიკური სივრცე – ილუზიაა, რომელიც წარმოიქმნება ენერგეტიკული ველების ურთიერთქმედებით.“

ანუ:

კვანტური ენერგეტიკა = მატრიცის ძირეული ფენა.

2) ინფორმაციული ველი (Akasha / Noosphere)

არსებობს „სამყაროს ერთიანი ინფორმაციული ველი“, სადაც ინახება:

პირადი კოდები, არჩევანი, კარმა, გზები, ვარიანტები

ეს იგივეა, რასაც თანამედროვე ფიზიკოსები Quantum Information-ს და Quantum State Spaces-ს ეძახიან (კვანტური ინფორმაციული ველი და სამყაროს კვანტური ცენტრი)

3) ენერგეტიკული კოდი (Eidos / Logoi)

ყველგან არსებული ენერგია ინახავს საკუთარ „ინფორმაციულ ბეჭედს“.

როდესაც ადამიანი აზროვნებს, გრძნობს, ლოცავს, მოქმედებს — ის „კვანტურ კოდებს“ ცვლის.

რა არის კვანტური ზემოქმედება.

კვანტური ზემოქმედება ნიშნავს:

დროის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ინფორმაციით, განზრახვით, ცნობიერებითა და ვიბრაციის საშუალებით ზეგავლენის მოხდენას სივრცეზე.

მეცნიერება აღიარებს, რომ: ზომა ცვლის შედეგს — დაკვირვება ცვლის ნაწილაკის ქცევას. / ინფორმაცია = ენერგია / კვანტური ველები რეაგირებენ ინტერფერენციაზე / სისტემები შეიძლება „გადავიდეს“ სხვა მდგომარეობაში (quantum tunneling)

ეს არის საფუძველი იმისა, რასაც ოკულტიზმი უწოდებს: თვითგაუმჯობესების ან და რეგენერაციის, აღდგენის ზემოქმედებას, სულიერ განზრახვას, რიტუალს, განზრახვის კოდს, სიგილებს

კვანტური ზემოქმედება ოკულტისტი მასწავლებლების მიერ ითვლება როგორც რეალობის კოდის შეცვლა მაშინ, როცა ადამიანი ცვლის: აზრს, ემოციას, რწმენას, ფიზიკურ ქმედებას, ენერგიას, ამ დროს ხდება:

კვანტური ველის სხვა მდგომარეობაში გადასვლა, რაც უკვე რეალობაში აისახება.

კვანტური ველების სხვა ,დგომარეობაში გადაყვანის ორი მეთოდი არსებობს: ველების გადაპროგრამება და შერწყმის მეთოდი, მოდით მოკლედ განვიხილოთ ეს ორი მეთოდი

ველების გადაპროგრამება - ეს არის შედარებითი შესაბამისობის ტექნიკა: მაგიური სიგილები, ვიზუალიზაცია, მანტრები, ჰერმეტული ტექნიკები, „ქსელის კვანძების შეცვლა“, „მატრიცის რუკის გადაწერა“ ამ ბოლო ორ საკითხზე წინა პოსტებში დეტალურად ვისაუბრე, ვისაც სურვილი გაქვთ გაეცანით.

ამ დროს ყველაფერი მუშაობს საიმისოდ, რომ ინფორმაციული ველი გადაპროგრამდეს.

შერწყმის გამოყენება - ენერგეტიკული კავშირები ადამიანებს შორის მუშაობს როგორც: კვანტული ძაფები, ენერგეტიული არხები, ინტუიციური კავშირები, ტელეპათია, სინქრონულობა, ეს არ არის ფანტაზია — უბრალოდ კვანტური შერწყმის ფართო მასშტაბით ანალოგიაა.

რა შეუძლია კვანტურ ზემოქმედებას?

არსებობს კანონი: რაც შინაგან სამყაროს გარდაქმნის, ისვე გარდაქმნის გარესამყაროს კონფიგურაციას.“

კვანტურმა ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენში ისეთი ცვლილებები, რაც შეიძლება ნეგატიურად ან პოზიტიურად გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში, ამისი შესაძლო შედეგებია: ემოციური რეალობის შეცვლა, ქცევის/დროის ხაზების გადაწერა, ადამიანებთან ურთიერთობის „კოდის“ შეცვლა, მიზნების სწრაფი მატერიალიზაცია, დამაბრკოლებლების დაშლა, საკუთარ „პერსონალურ სცენარში“ ცვლილება, ენერგეტიკული ძალის გაძლიერება.

როგორ მუშაობს იგი? კვანტური ზემოქმედება მუშაობს: განზრახვით, ენერგიით, ვიზუალიზაციით, სიტყვით (ვერბალური კოდი), მოქმედებით

ანუ რეალობა „იყინება“ კონკრეტულ ვერსიაზე, როცა შენი შინაგანი ენერგია და გარე ქცევა ემთხვევა ერთმანეთს.

როგორ გამოვიყენოთ კვანტური ზემოქმედება პრაქტიკაში?

აი ყველაზე ეფექტური 3 მეთოდი:

მეთოდი 1) კვანტური დამკვირვებლის ტექნიკა

3 წუთის განმავლობაშ მოთავსდით უმოძრაო მდგომარეობაში, გააშტერეთ მზერა და სივრცეში მკაფიოდ წარმოიდგინეთ თქვენი მიზანი — ფული, სიყვარული, ძალაუფლება, ცვლილება —

და გააცნობიერეთ ის, რომ ის უკვე არსებობს, სწორედ ეს არის როგორც კვანტური მდგომარეობა. შეეცადეთ ეს კადრი გაახანგრძლივოთ შეძლებისდაგვარად.

მიზანი „აღიბეჭდება“ რეალობაში.

მეთოდი 2) კვანტური რეზონანსი (Frequency Shift)

შენ შექმნი ის ემოციური განცდა, რაც გინდა, რადგან სამყარო პასუხობს იმავე ვიბრაციით.

მეთოდი 3) კვანტური ანაბეჭდი (Quantum Imprint)

მაგიური კოდის შექმნა ხდება: სიტყვით, სიგილით, ნიშნით, ფორმულით

როდესაც ტარდება რიტუალი, სინამდვილეში ხდება: ინფორმაციული ველის გადაწერა.


© Magamon Dagon


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page