top of page
Sphere on Spiral Stairs

რა არის მაგია? რა განსხვავებაა მაგს, ჯადოქარსა და გრძნეულს შორის?


მაგია... რამდენად შეერწყა ეს სიტყვა თითოეული პრაქტიკოსის გულს, რა გამოძახილი ან როგორი შეგრძნებები ჰქონდა მასში? და რა არის ის, რაც ერწყმის ისეთ ცნებებს, როგორიცაა „მაგია“, „ჯადოქრობა“ და „გრძნეულება“? საიდან ვიღებთ სიტყვების ასეთ მდიდარ ნაკრებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ერთი და იგივე ან მსგავსი მნიშვნელობა აქვთ? და რით განსხვავდება ერთმანეთისგან მაგი, ჯადოქარი და გრძნეული, მოდით, ერთად გავარკვიოთ!

მაგია

მაგია არის არსებულ რეალობაზე გავლენის მოხდენის აქტი ზებუნებრივ ძალებთან მიმართვით, აგრეთვე მატერიის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენის აქტი გარკვეული ენერგიების დახმარებით. უფრო მეტიც, მაგია არა მხოლოდ პრაქტიკაა, არამედ მსოფლმხედველობის ასპექტიც და, შესაბამისად, ისევე როგორც რელიგია და მეცნიერება, მაგია საერთო კულტურისა და მსოფლმხედველობის ნაწილია.

ეტიმოლოგიურად, სიტყვა „მაგია“, სავარაუდოდ, მომდინარეობს ლათინური „magia“-დან და ძველი ბერძნული „μαγεια“-დან, რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს ძველი სპარსელი ქურუმების აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვიდან „maguš“. ძველი სპარსული სიტყვა „magu“ მომდინარეობს პროტოინდოევროპული „magh“-დან, რაც ნიშნავს „შეძლებას, ქმედითობას“. სინამდვილეში, სიტყვა „can“-საც იგივე ფესვები აქვს. ამიტომ, ენობრივი ფონის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ მაგია, როგორც იმ ადამიანების საქმიანობა, ვისაც აქვს შესაძლებლობები; მათ, ვისაც შეუძლია.

მაგებს შეუძლიათ რეალიზება მოახდინონ სხვადასხვა სფეროში, როგორებიც არის მანტიკა, ტარო, ალქიმია, ცერემონიალური მაგია და მრავალი სხვა პრაქტიკა.

საბჭოთა პერიოდის რელიგიების შემსწავლელი მეცნიერი მ.პ. ნოვიკოვი მაგიას კლასიფიცირებდა მისი ტექნიკის სირთულის მიხედვით:

- ინდივიდუალური მაგიური მოქმედება; - ინდივიდუალური/ჯგუფური მაგიური რიტუალი;

- კოლექტიური მაგიური ცერემონია.

ასევე დანიშნულების მიხედვით:

- მავნე ბოროტეული მაგია (ეშმაკობა, ბოროტი თვალი);

- თავდაცვისა და საბრძოლო მაგია (ბრძოლის წინ რიტუალური ცეკვები, მაგიური იარაღი);

- სასიყვარულო მაგია (სასიყვარულო შელოცვები, სიყვარულის წამლები და ხსნარები);

- სამკურნალო მაგია (განკურნება, წამლები);

- სამრეწველო მაგია (სანადირო ხაფანგების სროლა-განთავსების, წარმატებული ნადირობის, თევზაობისა და უხვი მოსავლის რიტუალები);

- მეტეოროლოგიური მაგია (წვიმის გამოძახება).

ისტორიკოსმა და მკვლევარმა ს. ა. ტოკარევმა შეისწავლა ჯადოსნური რიტუალები მათი მოქმედების მექანიზმის პერსპექტივიდან და დაყო ისინი ექვს კატეგორიად:

- კონტაქტური მაგია - როდესაც მაგიური ძალა და შესაძლებლობები ადამიანს გადაეცემა ამ მაგიური ძალის უშუალო მატარებელთან ურთიერთქმედების გზით;

- საწყისი მაგია - როდესაც მაგიური პროცესი მხოლოდ იწყებს სასურველ მოქმედებას, დასრულებას კი ზებუნებრივ ძალას ანდობს; ანუ, როდესაც ჯადოქარი უბრალოდ რაღაცას ითხოვს.

- მიმბაძველობის (მსგავსების) მაგია - როდესაც „მსგავსი წარმოქმნის მსგავსს“. მაგალითად, ვუდუს თოჯინასთან მუშაობა; თოჯინაზე ზიანის მიყენების სიმულირებით, რეალური ზიანი გადაეცემა რეალურ ადამიანს.

- გადამდები მაგია - როდესაც რიტუალებისთვის გამოიყენება საგნები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ამ ენერგეტიკულ კავშირს შორიდანაც კი ინარჩუნებდნენ. მაგალითად, ეს არის გარდაცვლილის ნივთების გამოყენება სპირიტუალური სეანსის დროს.

- მაგიის თავიდან აცილება, მოხსნა არიდება - როდესაც ჯადოქარი მტრულ ძალებს მოიგერიებს ან ემალება მათ ამულეტების, თილისმების, ჯადოსნური წრეების და ა.შ. გამოყენებით.

- კათარზისული (წმენდის) მაგია - როდესაც სახლი ან სხეული იწმინდება მფლობელებისა და არსებული ნეგატიური ენერგიისგან.

ჯადოქრობა

ჯადოქრობა უფრო შეზღუდული ცნებაა, ვიდრე მაგია. ზოგადი ტერმინოლოგიით, „ჯადოქრობა“ არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია მაგიურ პარტნიორობაზე. ჯადოქარს შეუძლია დაეყრდნოს ზებუნებრივი არსებებს და მათ მომსახურებას, თუ ისინი ორმხრივად თანამშრომლობენ შეთანხმება-ხელშეკრულებებით. „ხელშეკრულების“ პირობები ყოველთვის ინდივიდუალურია: არსებების მომსახურების საფასური შეიძლება მერყეობდეს ხშირი კონტაქტიდან, ცოდნის მარტივი გაცვლიდან, სასიცოცხლო ძალისა და ზოგჯერ ჯადოქრის სულის ჩათვლით.

ლინგვისტისა და სიტყვაწარმოების სპეციალისტის, ნ.მ. შანსკის თქმით, ეტიმოლოგიურად „ჯადოქრობა“ მომდინარეობს დაკარგული ძველი რუსული სიტყვიდან „კულ’დ“ (ლაპარაკი). რასაც სხვა მკვლევარები იზიარებდნენ.

აქედან გამომდინარეობს მოსაზრება რომ ჯადოქრობა არის საუბრის უნარი, შლოცვები, წყევლა, შეჩვენება, კრულვა (არსებებთან, სულებთან, წინაპრებთან, დემონებთან, ანგელოზებთან და სხვა ძალებთან); ეს არის მაგია, რომელიც დაფუძნებულია საუბარსა და მოლაპარაკებაზე.

ჯადოქარი

„ჯადოქრობის“ გაშიფვრა მარტივად შეიძლება მარტივი განმარტებით - „ჯადოქრობის საქმე“.

სიტყვა „ნუსხვა“ ქართული სიტყვიდან „მონუსხვა“ (შელოცვა) მომდინარეობს და ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „მონუსხვა-მოჯადოების“ ან „მოხიბვლის“ მნიშვნელობით გვხვდება. აქედან მომდინარეობს ნაცნობი შესატყვისი მნიშვნელობები: მოჯადოება, მონუსხვა, დამონება და შეჩენა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ჯადოქრობის მიმდევრები თავიანთ პირად ძალებს სხვებზე ზემოქმედებისა და გავლენის მოხდენისთვის იყენებდნენ (დაბნეულობა, არაბუნებრივი დამაჯერებლობა, მოჯადოების მაგია, სიყვარულის მაგია). ალტერნატიულად, ითვლება, რომ სიტყვა „ჯადუ-ნუსხი“ ჩვენს ენაში ძველი ინდურიდან შემოვიდა და ეტიმოლოგიურად ზმნა „კაროტიდან“ მოდის, რაც ნიშნავს „კეთებას“, „შექმნას“, „ქმნას“. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯადოქრები სპეციალიზირებულნი იყვნენ არა მხოლოდ სხვების ემოციებზე, არამედ თავიანთ დროს უთმობდნენ რაიმე ახლის შექმნას, მაგალითად, ჯადოსნური საგნების.

გრძნეულება-შემლოცველობა

გრძნეულება არის მაგიის ყველაზე ბუნდოვანი და ნისლითმოცული პრაქტიკა, როგორც ხელობის ყველაზე გავრცელებული განმარტებაა... მოდით, ჩავუღრმავდეთ მის ეტიმოლოგიას.

ტერმინი „გრძნეულება“ ძელი ქართული ენიდან არის ნასესხები, რომელიც შეიცავს სიტყვას „ჩურჩულს“ (გაუგებარი ბუტბუტი), რომელიც დაკავშირებულია სიტყვა „მოგვ“-თან. „მოგვ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ის, ვინც გაუგებარი, ჯადოსნური სიტყვებით საუბრობს“.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაგიას აქვს ვერბალური ასპექტი, შელოცვების წარმოთქმა და მათი ფორმულების გაგება და რეპროდუცირება. კულტურასა და ლიტერატურაში გრძნეულები ყველაზე ხშირად ასოცირდებიან მაგიის თეორიასთან, მის სიღრმისეულ შესწავლასთან; გრძნეულები მაგიას დისციპლინად მიიჩნევენ (როგორც თითქმის მათემატიკურად მოწესრიგებულს და არა ქაოსურს). გრძნეულები ასევე მიდრეკილნი არიან შექმნან გილდიები ან ორდენები და დაიცვან გარკვეული იერარქია (ასევე წესრიგის სურვილი).

ამრიგად, ზემოთ მოცემული განმარტებებით შეგვიძლია დავადგინოთ მათი განსხვავებები:

მაგი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს რეალობაზე ჯადოსნური ზემოქმედებით.

ჯადოქარი არის ადამიანი, რომელიც გავლენას ახდენს რეალობაზე ჯადოსნური პარტნიორობის გზით.

გრძნეული არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვების აღქმაზე და სპეციალიზირებულია ჯადოსნური ობიექტების შექმნასა და მოჯადოებაში ბუტბუტითა და შელოცვებით.

ჯადოქარი გავლენას ახდენს რეალობაზე შელოცვებისა და ვერბალური რიტუალების მეშვეობით; ისინი თეორეტიკოსები და ხშირად მაღალკვალიფიციური ილუზიონისტები არიან, რომლებიც თავიანთ ხელობას მუდმივი სწავლებით ეუფლებიან.

ნაკლებად ეზოთერული საკითხია სინონიმურად ტერმინებს შორის განსხვავება, რადგან ეს განსხვავება ეხება კონცეფციებს და მათ ტრანსფორმაციას კულტურასა და ლიტერატურაში. აღსანიშნავია, რომ ისინი, ვინც ძალაუფლებას ფლობენ („ვისაც შეუძლიათ“) არ ჩქარობენ ამ განმარტებებიდან რომელიმეს მტკიცედ მიბაძონ ან მიემხრონ: მაგიურ ხელობაში ჩართულებს აქვთ საკუთარი შესანიშნავი სიტყვა - „პრაქტიკოსი“, რომელიც არ აბნევს, არ ზღუდავს და, რაც მთავარია, საშუალებას აძლევს ადამიანს აირჩიოს პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება მის გემოვნებას, უნარებს და შესაძლებლობებს.


© Magamon Dagon


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page