რას ნიშნავს იყო ოკულტისტი
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 день назад
- 3 мин. чтения

ოკულტისტი არის ადამიანი, რომელიც სისტემატურად სწავლობს, იკვლევს და პრაქტიკაში იყენებს ოკულტურ ცოდნას — ანუ ისეთ სწავლებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ისტორიულად ითვლებოდა „ფარულ“, „საიდუმლო“ ან მხოლოდ ინიციირებულთათვის განკუთვნილ ცოდნად.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკულტიზმი არ არის ერთი რელიგია და არც ერთი კონკრეტული მაგიური სისტემა. ეს არის ფართო სფერო, რომელიც აერთიანებს მრავალ განსხვავებულ ტრადიციას, ფილოსოფიას, რიტუალსა და სიმბოლურ პრაქტიკას.
რას ნიშნავს სიტყვა „ოკულტიზმი“?
სიტყვა ოკულტიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან: Occultus — „დაფარული“, „საიდუმლო“, „ფარული“. აქედან:Occultismus (ოკულტიზმი) — ფარული ცოდნის შესწავლა.
ფარული არ ნიშნავს აუცილებლად ზებუნებრივს. ისტორიულად ეს ნიშნავდა ცოდნას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.
რა არის ოკულტიზმი?
ოკულტიზმი მოიცავს ისეთ საკითხებზე ცოდნას, როგორიცაა სამყაროს უხილავი სტრუქტურა, სიმბოლიზმი, ადამიანის ცნობიერება, ინიციაცია, მისტიკა, რიტუალები, ასტროლოგია, ალქიმია, ჰერმეტიზმი, კაბალა, გნოსტიციზმი, თეოსოფია, როზენკროიცერობა, მაგიის ისტორიული ფორმები და მიმდინარეობები, თილისმები, ამულეტები, საკრალური გეომეტრია, რიცხვების სიმბოლიზმი, პლანეტარული შესაბამისობები, სიზმრების ინტერპრეტაცია, მედიტაციური სისტემები
ოკულტური აზროვნება წარმოიშვა ათასობით წლის წინ. პირველი პრეისტორიული პერიოდის ადამიანები უკვე იყენებდნენ რიტუალებს, ტოტემებს, ამულეტებს, ცხოველთა სიმბოლოებს, გამოქვაბულის ნახატებს, ტრანსულ ცეკვებს
ეს ყველაფერი თანამედროვე მკვლევრების ნაწილის მიერ განიხილება, როგორც ადრეული რიტუალური პრაქტიკები.
ძველი ეგვიპტე ხშირად ითვლება ოკულტური ტრადიციების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად სადაც აქტიურად ვითარდებოდა ტაძრების ინიციაციები, ე.წ. წმინდა მათემატიკა, საიდუმლო სკოლები, ასტრონომია, რიტუალური მაგია, ქურუმთა სწავლება ისევე როგორც ძველ მესოპოტამიაში, ამ ჩამონათვალში არც საბერძნეთი მიკოჭლებს, სადაც ასევე მრავალფეროვანი ოკულტური სწავლებები იყო გავრცელებული, ორფეუსის და ელევსიური მისტერიები, თვით პითაგორას ლეგენდარული სკოლა და პლატონიზმის მისტიკური ფილოსოფია.
ოკულტიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიმართულებაა ჰერმეტიზმი, რომელიც დაკავშირებულია ჰერმეს ტრისმეგისტთან მოიცავს ისეთ იდეებს როგორიც არის „რაც ზემოთაა, ის არის ქვემოთ.“ რომ სამყარო წარმოადგენს ერთიან სისტემას, ადამიანი მიკროკოსმოსია, ბუნება კანონზომიერებებს ემორჩილება და სხვა.
ხოლო შუასაუკუნეებში უფრო მეტად განვითარდა და დაიხვეწა ისეთი ოკულტური სწავლებები როგორიც არის ალქიმია, ასტროლოგია, ბუნებრივი მაგია, დასავლურ-კაბალისტური კვლევები, დაიწერა და გამოიცა გრიმუარები (მაგიური სახელმძღვანელოები), რენესანსის დროს კი გაიზარდა ინტერესი პლატონის ფილოსოფიის, ჰერმეტული ტექსტების, ალქიმიის, ასტროლოგიის და ბუნების ფილოსოფიის მიმართ.
XIX საუკუნეში ტერმინი „ოკულტიზმი“ თავისი თანამედროვე მნიშვნელობით ფართოდ დამკვიდრდა და პარალელურად ჩამოყალიბდა მრავალი ორგანიზაცია, მათ შორის: Hermetic Order of the Golden Dawn, Theosophical Society და სხვები.
ხოლო XX–XXI საუკუნეები ოკულტიზმი უკვე მოიცავს მოიცავს სამეცნიერო აკადემიურ კვლევებს ისეთ სფეროებში როგორიცაა ეთნოლოგია, ისტორია, რელიგიები, ეზოთერულ პრაქტიკები, სიმბოლიკის ანალიზს,თანამედროვე ნეოპაგანურ მიმდინარეობებს.
ვინ არის ოკულტისტი?
ოკულტისტი შეიძლება იყოს მკვლევარი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, რიტუალების პრაქტიკოსი, სიმბოლიკის სპეციალისტი, მისტიკოსი, ალქიმიის მკვლევარი, ჰერმეტიკოსი, კაბალისტი, ასტროლოგი
ყველა ოკულტისტი არ არის ჯადოქარი და ყველა ჯადოქარი არ არის ოკულტისტი.
ოკულტისტი სწავლობს ძველ ხელნაწერებს, გრიმუარებს, სიმბოლოებს, მითოლოგიას, რელიგიების ისტორიას, ფილოსოფიურ ტექსტებს, წარმართულ და თანამედროვე რიტუალებს, ტაროს, მაგიურ პრაქტიკებს და ყველა იმ დაფარულ ცოდნას რაც ღიად არ მოიპოვება.
თუ ოკულტისტს განვიხილავთ, როგორც სერიოზულ მკვლევარს ან პრაქტიკოსს, მისი ძირითადი პასუხისმგებლობები შეიძლება იყოს მუდმივი სწავლა; პირველწყაროების კრიტიკული ანალიზი; ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება; სიმბოლოებისა და ტრადიციების სწორად ინტერპრეტაცია; სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის პატივისცემა; პასუხისმგებლობით მოქცევა იმ პრაქტიკებთან, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საკუთარ ან სხვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ეს მოვალეობები არ არის უნივერსალური წესები ყველა ტრადიციისთვის, მაგრამ ფართოდ შეესაბამება აკადემიურ და ეთიკურ მიდგომას.
კარგ ოკულტისტს, როგორც წესი, ახასიათებს: ძლიერი ანალიტიკური აზროვნება; ისტორიის ცოდნა; მითოლოგიის ცოდნა; რელიგიათმცოდნეობის საფუძვლები; ფილოსოფიის ცოდნა; სიმბოლური აზროვნება; ლათინური, ბერძნული, ებრაული ან სხვა ისტორიული ენებისადმი ინტერესი (სპეციალიზაციის მიხედვით); კვლევისა და წყაროების შეფასების უნარი.
არსებობს გავრცელებული მცდარი წარმოდგენები ოკულტისტების შესახებ, რისი გაქარწყლებაც დღეს მსურს, ამიტო კარგად წაიკითხეღ კიდევ რა შეუძლია ოკულტისტს - ოკულტისტი არ არის სატანისტი, მაგრამ კარგად ფლობს ცოდნას სატანიზმის შესახებ.
ოკულტისტი არ არის ჯადოქარი, მაგრამ ძალიან კარგად ფლობს ჯადოქრულ უნარებსა და ცოდნას.
ოკულტისტი არ ასრულებს რიტუალებს მაგრამ საჭიროების და აუცილებლობეის შემთხვევაში აქტიურად იყენებს მაგიის რიტუალურ მხარეს.
ოკულტისტი შეიძლება საერთოდ არ იზიარებდეს ზებუნებრივ რწმენებს და მხოლოდ ისტორიულ-აკადემიური ინტერესით სწავლობდეს ამ თემებს, მაგრამ ზებუნებრივ ძალას იგი განიხილავს მეტაფიხიკურ და პარამეცნიერულ ჭრილში.
ოკულტიზმი არ არის ერთიანი დოქტრინა — იგი მოიცავს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ტრადიციებსა და მსოფლმხედველობებს.
და ბოლოს, ოკულტისტი, ფართო გაგებით, არის ადამიანი, რომელიც ცდილობს შეისწავლოს ფარული ცოდნის ისტორია, სიმბოლური სისტემები, მისტიკური ტრადიციები და მათი კულტურული თუ ფილოსოფიური მნიშვნელობა. ისტორიის განმავლობაში ოკულტიზმი მოიცავდა მრავალ მიმართულებას — ჰერმეტიზმს, ალქიმიას, ასტროლოგიას, კაბალას, მისტიკურ სკოლებსა და ეზოთერულ საზოგადოებებს. თანამედროვე ეპოქაში ოკულტიზმი შეიძლება იყოს როგორც პრაქტიკული ეზოთერული საქმიანობა, ისე აკადემიური კვლევის სფერო, რომელიც იკვლევს ამ ტრადიციების წარმოშობას, განვითარებასა და გავლენას კულტურასა და აზროვნებაზე.
MAGAMON DAGON
მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии