top of page

რასპუტინის მაგიური მარილი

რუსეთში რასპუტინი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონად, რომელიც უბადლოდ ფლობდა ჰიპნოზის და მასებზე ზემოქმედების უნიკალურ ნიჭს.



ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რასპუტინის მაგიური მარილის მომზადების ტექნიკას, რომელიც უდიდესი ძალის მქონეა და აქვს მრავალმხრივი გამოყენების თვისება.


საჭიროა მსხილი მარილი, სასურველია ქვამარილი ან ჰიმალაის მარილის მსხვილი კრისტალები, მთვარის 14 დღეს (ნახეთ მთვარის კალენდარი) მოვათავსოთ ჭურჭელში და შევუშვიროთ გამდინარე წყალს ისე რომ დავასველოთ მარილის კრისტალები და ვთქვათ შელოცვა: "მარილი-მამა ღმერთისგან, მარილი ძე ღმერთისგან, მარილი-რმერთის სულისგან, მიწყალობეთ ის რაც მსურს /ამ დროს იძახით სურვილს/".


გავფინოთ ნაჭერსე სველი მარილი და გავაშროთ, ისე რომ მთვარის შუქი მოხვდეს, ამ დროს აუცილებელია გქონდეთ მხოლოდ პოზიტიური ფიქრები, სასურველია წაიკითხოთ რომელიმე ლოცვა ან შელოცვა, რომელიც მეტ მაგიურ ძალას შესძენს.


მეორე ღამეს როცა დადგება მთვარის 15 დღე ანუ სავსემთვარეობა, შუაღამეს გამშრალი მარილის კრისტალები გადაიტანეთ თეთრი ფერის ჭურჭელში და ამ დროს იფიქრეთ თქვენთვის საჭირო და მნიშნელოვან სურვილზე, (კატეგორიულად აკრძალულია ვინმეს საზიანოთ რაიმე სახის ფიქრების დაშვება გონებაში ან ნეგატიური სურვილების ჩაფიქრება) ისევ დავდოთ ჭურჭელი მთვარის შუქზე დილამდე.


მეორე დილას პირველმა თქვენ უნდა გაიღვიძოთ, ეს მარილი გადაიტანეთ ტილოს ტომარაში ან ნებისმიერ სუფთა ნაჭერში, და ეს ტომატა ან თქვენს სამუშაო სივრცეში ათავსებთ ან თან დაგაქვთ ისე რომ არავინ შეეხოს. დაგიცავთ და იმ სურვილს შეგისრულებთ რაც ჩაუთქვით.

Comentários


bottom of page