top of page
Sphere on Spiral Stairs

რატომ არ მუშაობს რიტუალები ან როგორ გავაუმჯობესოთ ისინი?

2 авг.
3 мин. чтения

ძალიან ბევრ ადამიანს ვინც აპრაქტიკებს მაგიის რიტუალურ მხარეს, უჩნდება კითხვა „ზოგჯერ რატომ არ მუშაობს რიტუალი როგორ გავაკეთოთ სწორად?“

რა არის რიტუალური აქტი? ტექნიკურად, ეს არის რიტუალის შესრულება, ანუ კონკრეტული მოქმედებების თანმიმდევრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კონკრეტული სიტყვების წარმოთქმა პროცესის დროს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: იმას, რასაც ვაკეთებთ, მან უნდა შეიძინოს საკუთარი სიცოცხლე, ანუ შეიძინოს საკუთარი ენერგეტიკული მუხტი.

მე ჩემს სტატიებში და მოსწავლეებთან არაერთხელ მითხქვამს, რომ ტექსტები უნდა დაიმახსოვროთ ზეპირად და რომ ძალიან მიზანშეწონილია რიტუალის გამეორება (რეპეტიცია)მის შესრულებამდე. პროცესის დროს, ჩვენი ყველა აზრი, შეგრძნება და გრძნობა უნდა იყოს ორიენტირებული სრულიად, სხვა რამეზე გონება არ უნდა გადავიტანოღ, რადგან იმ ნაპერწკლის გადაცემა, რამაც ძალა უნდა მისცემს რიტუალს, ის არ უნდა გაწყდეს და დაიკარგოს.

ყველა ადამიანს, ისევე როგორც დედამიწაზე არსებულ ყველა ცოცხალ არსებას, აქვს ელექტრული იმპულსების აღმოჩენისა და გადაცემის თანდაყოლილი უნარი. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებასთან ერთად, ეს უნარი აღარ გამოიყენებოდა და თითქმის ატროფირდა მისი გამოუყენებლობის გამო.

რიტუალის დროს აუცილებელია ამ თითქმის პირველყოფილი უნარის ხელახლა დამკვიდრება და „გადამცემის“ მდგომარეობაში გადასვლა. როგორ მივაღწიოთ ამას:

ნებისმიერი აღჭურვილობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტროენერგიით ან ბატარეებით მომუშავე ყველაფერი უნდა გამოირთოს ან მოიხსნას სამუშაო ადგილიდან.

მე მკაცრად გირჩევთ რიტუალების შესრულებას მშიერ კუჭზე, რადგან ამ დროს ჩვენი აღქმა და მგრძნობელობა ინსტინქტურად ძლიერდება. სავსე კუჭზე სხეული ავტომატურად გადადის „ძილის რეჟიმში“ და თქვენ არ შეგიძლიათ რაიმე შედეგის მიღება. განსაკუთრებით სერიოზული რიტუალები მოითხოვს მარხვას, რომელსაც ცალკე განყოფილებაში განვიხილავთ.

ცერემონიის რიტუალურ ნაწილში გამოყენებული ყველაფერი - საგნები, ხელსაწყოები და ატრიბუტიკა - უნდა ინახებოდეს საყოფაცხოვრებო ნივთებისგან განცალკევებით და სპეციალურად ცერემონიისთვის უნდა იყოს შეძენილი. ამ ნივთებმა უნდა შეინარჩუნონ თავისი თავდაპირველი და საკუთარი ველი, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და ძლიერდება რიტუალებშ მათი გამოყენების დროს, რაც ზრდის სამუშაოს ეფექტურობას.

როგორც კი ოთახი და საგნები გამოსაყენებლად მზად იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ „გადაცემაზე“ მორგებული. ამისათვის კარგია, რამდენიმე წუთით მდუმარებაშ იჯდეთ ან იდგეთ სამუშაო სივრცეში, შეეცადოთ იგრძნოთ ის თქვენი შინაგანი გრძნობებითა და კანით. შემდეგ, ყურადღება გაამახვილეთ თითოეულ ატრიბუტზე (რასთან იმუშავებთ) და შეიგრძენით ის, გონებრივად შეახსენეთ საკუთარ თავს მისი დანიშნულება ამ კონკრეტულ რიტუალში.

შემდეგ გადადით საკინძებზე, ნემსებზე ან ფოტოებზე. შეგიძლიათ ცოტა ხნით ხელში გეჭიროთ ჩანთა ან ყუთი საკინძებით (ისინი ცალკე შეფუთვაში უნდა იყოს შენახული) ან ადამიანის ფოტო. ხელახლა შექმენით, ამობეჭდეთ ან დახატეთ, ( არა გახსენება, არამედ ხელახლა შექმნა! – რადგან როდესაც გვახსოვს, წარსული მოვლენები გონებას გვიფანტავს და ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში.) რაც უნდა გავიხსენოთ ეს არის საჭირო ადამიანის ხმა, ნაკვთები, დაბადების ნიშნები, სუნი, მათი ტანსაცმლის ქსოვილის ტექსტურა, მათი კანის შეგრძნება, მათი სიარული, მათი სახის გამომეტყველება... და გააკეთეთ ეს ზედმეტი ემოციების გარეშე.

ახლა პირდაპირ გადავდივართ თავად რიტუალის შესრულებაზე, რომელიც შეარჩიეთ. <...> რიტუალის თანმიმდევრობის განხილვისას, ვიტყოდი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა სიტყვის წაკითხვა და აღწერილი თითოეული ქმედების არსის გააზრება, თუნდაც ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო იყოს. რიტუალს მოქმედებას უწოდებენ იმის გამო რომ: აქ ყველა მოძრაობა მრავალ მნიშვნელობას ინახავს. ავიღოთ, მაგალითად, ვოლტის წყალში ჩაძირვა იდენტიფიკაციის რიტუალის დროს. აქ ღრმა კავშირია ძველი აღთქმის განბანასთან, როდესაც ახალ (მოქცეულისთვის) ეგრეგორში შესასვლელად, ადამიანს უწევდა ყველაფრის უარყოფა, წარსული ცხოვრებისგან განშორება და არსებობის ახალი ჰიპოსტასის მისაღებად მზად ყოფნა, წარსული „ცოდვილი“ (ეგრეგორის მიხედვით) ცხოვრების სიღრმიდან ამოსვლა. ჩვენ იგივეს ვაკეთებთ ვოლტთანაც. ხოლო თოჯინას წყალში ჩაძირვისას, უნდა ვაცნობიერებდეთ ამ ტრანსფორმაციას და ვიგრძნოთ ის ჩვენს ხელის გულებში.

ანალოგიურად, შელოცვის წარმოთქმის რაოდენობასთან დაკავშირებით. ანალოგიურად, ამ შელოცვის თითოეული სიტყვის მიმართ: ვის მიმართავენ, რას ისახავს მიზნად, რა საშუალებით და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ შელოცვის ტექსტი წარმოითქმის ყოყმანის გარეშე, ნათლად, ზუსტად, რადგან ის წარმოადგენს პროგრამის ხმოვან (=ტალღურ) გადაფარვას.

და ბოლოს, რიტუალის შესრულების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანია „გათიშვა“ იმისგან, რაც გააკეთეთ. ნუ შეინარჩუნებთ მის ენერგიას, რადგან, ინდივიდუალურ რიტუალებში ჩართული ძალების გარდა, ჩვენ ამა თუ იმ გზით ვდებთ ჩვენივე ენერგიის ნაწილს, ამიტო ჩვენს მეხსიერებაში შესრულებულ სამუშაოსთან დაბრუნება- მისი გახსენებაც კი მაგნიტის როლს შეასრულებს, რაც დროთაგანმავლობაში ჩვენს ენერგიებზე ძალიან ცუდად აისახება. ამით გაცემული ენერგიის ნაწილს უკან იზიდავს.

ამიტომ, სამუშაოს დასრულების შემდეგ, უნდა გაწმინდოთ ოთახი და საკუთარი თავი, ბოლოს კი დაივიწყოთ ის რაც გააკეთეთ.

© Magamon Dagon

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page