რეგრესიული ჰიპნოზი რატომ არის ადამიანისთვის საფრთხის მომტანი
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 10 часов назад
- 3 мин. чтения

რეგრესიული ჰიპნოზი არის მცდელობა, ადამიანი „დააბრუნო“ წარსულ გამოცდილებებში, ბავშვობაში, დაბადების მომენტში ან „წინა ინკარნაციულ ცხოვრებებში“ — ფსიქოლოგიურად საკმაოდ სადავო და ზოგ შემთხვევაში რისკიანი პრაქტიკაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რომ რეგრესული ჰიპნოზი მეცნიერულად არ მტკიცდება და არც იმისი რეალური გარანტიაა, ნამდვილად ვხედავთ თუ არა ჩვენს წინა ცდოვრებებს.
ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების დიდი ნაწილი ამას ხსნიან როგორც შთაგონების, წარმოსახვის, ძველი დამახსოვრებული ინფორმაციის რეკონსტრუქციის, და ტრანსული მდგომარეობის კომბინაციად.
ამიტომ რეგრესიის დროს მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი რომ ადამინი ვეღარ არჩევს რეალურ მოგონებას, სიმბოლურ ხედვებსა და ქვეცნობიერის მიერ შექმნილ ფსიქიკურ კონსტრუქციას შორის სხვაობას.
მოდით ერთად განვიხილოთ რატომ არის რეგრესული ჰიპნოზი საფრთხის შემცველი:
1. ყალბი მოგონებების შექმნა (False Memories)
ეს ყველაზე სერიოზული და ყველაზე კარგად დოკუმენტირებული საფრთხეა.
False Memory — ყალბი მოგონება — ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანს გულწრფელად სჯერა ისეთი მოვლენის, რომელიც რეალურად არ მომხდარა. ჰიპნოზში ადამიანი ემოციურად მეტად რეაგირებს, და ამ დროს წარმოსახვა ძლიერდება.
თუ ჰიპნოტიზიორი ეკითხება „რას ხედავ?“, „ვინ მოგკლა წინა ცხოვრებაში?“ ან ყურადღებას უმახვილებს ღრმა ბავშვურ ტრამვებზე, ტვინი ხშირად იწყებს წარმოსახვითი „მოვლენების“ აგებას და ადამიანის ტვინი ამას რეალურ მოგონებად აღიქვამს.
2. ხელოვნურად ფსევდო ტრავმების „აღმოჩენა“
1990-იან წლებში ბევრი სკანდალი იყო მსგავსი თერაპიის გარშემო, რადგან რეგრესული ჰიპნოზის დროს ზოგ ადამიანში მძაფრდებოდა წარმოსახვითი ძალადობრივი სცენები, სატანისტური რიტუალები, ბავშვობის დროინდელი ტრავმები, რაც ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად სინამდვილეშ არ დასტურდებოდა.
3. რეალობისა და ფანტაზიის არევა
რეგრესიულ მდგომარეობაში ტვინი ხშირად მუშაობს სიმბოლოებით, ემოციებით, არქეტიპებით და ასოციაციებით. ამ დროს წარმოსახული სცენა შეიძლება იმდენად ცოცხალი და რეალისტური იყოს, რომ ადამიანს ეგონოს „ეს ნამდვილად მოხდა.“, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ ტვინს შეუძლია სიზმრების, წიგნების, ფილმების, მითოლოგიის, შემთხვევითი ასოციაციების დამახსოვრება და წარმოსახვითი სცენების შექმნა.
4. დისოციაცია და პიროვნული დესტაბილიზაცია
ზოგ ადამიანს რეგრესულ ჰიპნოზში ერღვევა რეალობის აღქმის განცდა, უძლიერდება დისოციაცია, უჩნდება უცხო იდენტობებთან საკუთარი თავის გაიგივება. მაგალითად: მე სხვა საუკუნეში ვცხოვრობდი“, „სხვა პიროვნება ვარ“, „ჩემში სხვა არსებაა“
ზოგ შემთხვევაში ეს უბრალოდ ინტენსიური წარმოსახვაა, მაგრამ მოწყვლადი ფსიქიკის მქონე ადამიანის ტვინში შეიძლება გამოვლინდეს: ფსიქოზური ეპიზოდების, პარანოიდულ სისტემების, ან საკუთარი იდენტობის კრიზისში.
5. შთაგონების და ე.წ. „ვერბოვკის“ რისკი ძალიან მაღალია
რეგრესიული ჰიპნოზის დროს ადამიანი უფრო მეტად რეაგირებს ავტორიტეტზე, იმ შემთხვევაში თუ ჰიპნოტიზიორი პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს პაციენტს: „შენ განსაკუთრებული წარსული გაქვს“, „წინა ცხოვრებაში მაგი იყავი“, „შენში დაბლოკილი ან მიძინებული ძალაა“ ადამიანმა შეიძლება ეს საკუთარ იდენტობაში გაუცნობიერებლად ჩააშენოს ან ნამდვილად საკუთარ თავთან გააიგივოს, უბრალო ენით რომ ვთქვათ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ დაიჯეროს.
ეს განსაკუთრებით სახიფათოა ემოციურად მოწყვლადი (სუსტი ფსიქიკის) მქონე ადამიანებისთვის, დიდი ფანტაზიის უნარის მქონე ადამიანებისთვის, მძიმე ტრავმული გამოცდილების ან რეალობისგან გაქცევის ტენდენციის მქონე ადამიანებისთვის.
6. რეგრესიის შემდგომ შეიძლება გაძლიერდეს შფოთვითი შლილობები და პარანოია
რეგრესიის შემდეგ ზოგ ადამიანს უჩნდება აკვიატებული ფიქრები, „კარმის“ შიში, „წინა ცხოვრების დროს შეძენილი მტრების მიმართ ზედმეტი ფიქრი“, მისტიკური მოვლენების მიმართ აკვიატება, ან ზოგი იწყებს ნებისმიერი მოვლენის „ნიშნებად“ აღქმას, ახდენს რეალური პრობლემების მისტიფიკაციას, და ცდილობს ყოველდღიური ცხოვრებისგან გაქცევას.
7. ტრავმების ხელახლა აქტივაცია
თუ რეგრესიის დროს ოპერატორი ეხება ადამიანი რეალურ ტრავმას, რომელსაც არ აქვს არ აქვს ფსიქოლოგიური განათლება, არ არის პროფესიონალი სპეციალისტი, ან პროცესი აგრესიულად მიმდინარეობს, ასეთ დროს შეიძლება მოხდეს retraumatization — ტრავმის ხელახალი აქტივაცია, რაც ადამიანში იწვევს: პანიკას, ფლეშბექებს-ანუ წარსულ გამოცდილებასთან დაბრუნებას, უძილობას, მძიმე ემოციურ კრიზისს.
8. „წინა ცხოვრების“ ფსევდო გამოძახილმა შეიძლება ჩაანაცვლოს რეალური ცხოვრება
ზოგი ადამიანი იმდენად ეფლობა რეგრესიულ ისტორიებში, რომ: წყვეტს რეალური პრობლემების მოგვარებას, ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ „კარმას“ აკისრებს, და იწყებს ფანტაზიებსა და თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრებას.
მაგალითად: „ეს ჩემი კარმაა“, „წინა ცხოვრებაში მღვდელი ვიყავი“, „ჩემი ახლანდელი ტანჯვა და გასნაცდელები წინა ინკარნაციიდან მოდის“, ამას ფსიქოლოგიაში პრობლემებისგან გაქცევას უწოდებენ.
რატომ არ მიიჩნევს მეცნიერება რეგრესიას სანდო მეთოდად
მეხსიერება არ მუშაობს როგორც ვიდეოჩანაწერი, Cognitive Psychology აჩვენებს, რომ მეხსიერება რეკონსტრუქციულია, ხშირად და ადვილად იცვლება, ასევე ხშირად და ძლიერ ექცევა სხვისი გავლენასა და შთაგონების ქვეშ. ამიტომ ჰიპნოზის ქვეშ ნებისმიერი სახის „მოგონებები“ არ ითვლება ობიექტურ მტკიცებულებად.
ეს ნიშნავს, რომ ყველა გამოცდილება „ყალბია“?
რა თქმა უნდა არა! ადამიანისთვის გამოცდილება შეიძლება იყოს: ემოციურად რეალური, სიმბოლურად მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგიურად ღირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი სრულ სიმართლეს წარმოადგენს. ზოგჯერ რეგრესიული სცენები შეიძლება იყოს ქვეცნობიერის წარმოსახვითი სიმბოლოები, ტრავმის გადატანითი მნიშვნელობები (გაბუქება), ან არქეტიპული გამოცდილების ან მოვლენის გამოხატულება (გარკვეული ფანტასტიური მოვლენების საკუთარ ცხოვრებაზე მორგების მცდელობა).
რატომ არის საჭირო განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა
რეგრესიული ჰიპნოზი განსაკუთრებით რისკიანია ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა, დისოციაცია, ფსიქოზური სპექტრი, ძლიერი შფოთვითი აშლილობა, ან აღენიშნება რეალობისგან გაქცევის გამოკვეთილი ნიშნები.
ამიტომ ბევრი კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქიატრი სკეპტიკურად უყურებს რეგრესიულ ჰიპნოზს — განსაკუთრებით „წინა ცხოვრების რეგრესიას“.
მოკლედ რომ ვთქვათ რეგრესული ჰიპნოზის მთავარი საფრთხე არის ის, რომ ადამიანის ტვინმა შეიძლება მოახდინოს წარმოსახვა, და ემოციური გამოცდილების რეალურ გამოცდილებასთან გაიგივება.
MAGAMON DAGON
მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии