რიტუალური შეცდომები.
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 час назад
- 2 мин. чтения

რიტუალის მომზადებისა და შესრულების დროს ჩვენ მივმართავთ სხვადასხვა ძალებს, რომლებიც იმდენად ძლიერი და დიდებულია, რომ ჩვენი დაუდევარი ქმედებები, სიტყვები ან აზრები შეიძლება მათ შეურაცხყოფას აყენებდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს რიტუალის სტრუქტურის დანგრევა ან მათი განრისხება. ამის თავიდან ასაცილებლად, მოდით განვიხილოთ რამდენიმე ტიპიური შემთხვევა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს სულების ნეგატიურ რეაქციებს.
1. დაუფიქრებელი და გაურკვეველი სიტყვები
ეს მოიცავს შემთხვევით ქმედებებს და სიტყვებს, რომლებიც ნეგატიურ კონოტაციან, ანუ დამახინჯებულ ქმედებას ან გამოხატვას იწვევს. შეიძლება მოხდეს, მაგალითად კონკრეტულ სულთან მიმართვის დროს, ჯადოქარი, რომელსაც სურს წინასწარ მომზადებული შელოცვები ლამაზად და ხატოვნად გამოთქვას, რომელიც მხოლოდ რითმაა და ენერგეტიკას არ შეიცავს, წარმოთქმის წაბორძიკდეს ან დაავიწყდეს ტექსტი ან სულაც სტრიქონი. და რას ვაკეთებთ, როდესაც რაღაც გვავიწყდება? ჩვენ გამოვხატავთ აღშფოთებას, შიშს, ან სულაც ვფრთხებთ (ეს ქმედება საბედისწერო შეცდომას წარმოადგენს) რადგან საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებთ და ამით უკვე სხვა უფრო საშის მექანიზმს ვრთავთ ენერგეტიკულ დონეზე, რასაც მართლა რეალური საფრთხის მოტანა შეუძლია. ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია რიტუალის ბოლომდე მიყვანა, შემდგომ სულების გაშვება და ადგილის გაწმენდა-მომზადება შემდეგი რიტუალისთვის. თუ გეშინიათ სულების რისხვის, ამ შემთხვევაში გამოსასყიდი გააკეთეთ რიტუალის სპეციფიკიდან და გამოხმობილი სულების სახეობებიდან გამომდინარე.
2. ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ჟესტებთან (უეცარი მოძრაობები, ხელების ქნევა, დარტყმა და ა.შ.). ყოველი შემთხვევისთვის, განსაკუთრებით რიტუალებისთვის, რომლებსაც პირველად ასრულებთ, წინასწარ მოამზადეთ ყველა ნაბიჯის და იმ სიტყვების აღწერა, რომლებსაც წარმოთქვამთ. ხელთ იქონიეთ ეს აღწერა, რათა რიტუალის დროს არ მოგიწიოთ მაგიური წრის გარღვება (ეს მასში შეგროვებულ ძალას ფანტავს). ნუ შეგეშინდებათ შეცდომის: შეეცადეთ გამოასწოროთ, ტაროს ან მანტიკის ნებისმიერი საშუალებით გადაამოწმეთ თუ გამოსწორებული რიტუალი გაგრძელებას ექვემდებარება - გააგრძელეთ, თუ არა და შეეცადეთ დაამთავროთ და შემდგომისთვის გადადოთ იმ წესით რაც უკვე პირველ პუნქტში გაგაცანით.
3. რიტუალის შეწყვეტა
ასევე ხშირია, რომ ახალბედა ჯადოქარი, რომელიც არ იციან სულებისა და ღვთაებების არსებობის შესახებ, ან არ იცნობენ მათ ბუნებას - გონიათ, რომ რაღაც არასწორად წავიდა და შუა გზაზე წყვეტს რიტუალს (ანუ გამოძახებული ძალების სწორი გაშვების გარეშე). რა თქმა უნდა, ღვთაებები, სულები ან არსებები ყოველთვის არ ჩნდებიან გახსნილი ციდან და მანათობელი სხეულებით, თუ რიტუალი მშვიდად და შეუფერხებლად წარიმართება, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძახებული ძალები არ მოვიდნენ. და ეს არ არის რიტუალის მიტოვების მიზეზი. გაითვალისწინეთ, რომ მაგიური რიტუალი არის კოორდინირებული მოქმედება, რომელშიც მონაწილეობს არა მხოლოდ ჯადოქარი, არამედ მათ მიერ გამოძახებული ძალებიც. ნებისმიერ შემთხვევაში რიტუალის შუა გზაში მიტოვება ან გაჩერება და თქვენი სხვა საქმეების გაკეთება ისეთივე საბედისწეროა თქვენთვის როგორც შელოცვების, საძახისების ან სადიდებლების წარმოთქმის დროს დაშვებული შეცდომები, თუნდაც ეს თხოვნისთვის გამართული ქმედება ან მცირე რიტუალი იყოს.
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ რიტუალი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს ან თუ გაქვთ რაიმე ეჭვი, რომ რაღაც არ მუშაობს, ეს არ არის რიტუალის შეწყვეტის მიზეზი. შეძლებისდაგვარად დაასრულეთ რიტუალი სათანადოდ, ბოლომდე მიიყვანეთ. და ვინ იცის, იქნებ ეს რიტუალი ყველაზე ეფექტური გამოდგეს.
4. ძალის მიმართ უარყოფითად დამოკიდებულება
ასევე მიუღებლად ითვლება ძალების მიმართ უპატივცემულობა ან მათთვის ჟარგონის ან დამახინჯებული სახელების გამოყენება რიტუალის მომზადებისა და ჩატარების დროს. ეს ყველაფერი ხელს უშლის რიტუალის მსვლელობას და არსს, რა თქმა უნდა, გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას გამოძახებულ სულებთან ან ღვთაებასთან. თუ არ გაქვთ სერიოზული დამოკიდებულება და სათანადო პატივისცემა კონკრეტული ძალის მიმართ, უმჯობესია არ შეასრულოთ რიტუალი.
და ბოლოს, გამოძახებული სულების ან ღვთაების მიმართ სწორი დამოკიდებულება არა მხოლოდ ჯადოსნური რიტუალის წარმატებით შესრულების გასაღებია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თქვენივე უსაფრთხოებაა.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии