top of page
Sphere on Spiral Stairs

როგორ განვივითაროთ ვიზუალიზაციის უნარები



ალბათ დაფიქრებულხართ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: ყველაფერი, რასაც ვიწყებთ, თავდაპირველად აზრის სახით იბადება.



ნებისმიერი საქმე, სიტყვა თუ ჩვენი ხელით შექმნილი საგანი, ჯერ ჩვენს წარმოსახვაში არსებობს. მომავლის წარმოდგენის უნარი, ანუ იმის გონებაში „დანახვა“, რაც ჯერ არ მომხდარა, გვეხმარება საკუთარი ოცნებების განხორციელებასა და მიზნების მიღწევაში.



რაც უფრო მკაფიოდ და დეტალურად წარმოვიდგენთ სასურველ მომავალს, მით უფრო მარტივია ჩვენი ქმედებების იმ მიმართულებით წარმართვა.


ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ გონებრივი რეპეტიცია (mental rehearsal) გარკვეულ შემთხვევებში ააქტიურებს იმავე ნერვულ ქსელებს, რომლებიც რეალური მოქმედებისას მუშაობს. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ წარმოსახვა ავტომატურად ცვლის რეალურ პრაქტიკას, თუმცა ის შეიძლება სასარგებლო იყოს სწავლაში, სპორტში, მუსიკაში და სხვა უნარების დახვეწაში.



ამის უკეთ გასაგებად ჩავატაროთ მარტივი ექსპერიმენტი, ამისათვის აიღეთ თოკის ნაჭერი. ერთი მხრიდან დავიჭიროთ, მეორე დაბლა ჩამოვუშვათ, შემდეგ გააჩერეთ ხელი უძრავ მდგომარეობაში.



შემდეგ მხოლოდ გონებაში წარმოიდგინეთ ხელს წრიული მოძრაობით როგორ ამოძრავებთ და თოკს ატრიალებთ.



ბევრი ადამიანი ამ დროს ამჩნევს, რომ თოკი ოდნავ მაინც იწყებს მოძრაობას. ეს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული წარმოსახვა და სხეულის მოძრაობის მართვა.



სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ გონების ვარჯიში შეიძლება დაგვეხმაროს მრავალი უნარის განვითარებასა და მიზნების მიღწევის პროცესში.



ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ ვიზუალიზაციის ტექნიკებს:



• თავდაჯერებულობის გასაზრდელად;


• მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ მოსამზადებლად;


• საჯარო გამოსვლების დროს შფოთვის შესამცირებლად;


• სოციუმთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.



ცნობილი სპორტსმენებიც ხშირად მიმართავენ ვიზუალიზაციის ტექნიკებს, მოტივაციისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად. ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ ჩატარებულ კვლევებში არაერთმა სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ისინი გონებაში არა მხოლოდ ასრულებდნენ საკუთარ მოძრაობებს, არამედ გამარჯვებისა და დაჯილდოების მომენტსაც წარმოიდგენდნენ.



ვიზუალიზაციის 5 პრაქტიკული ტექნიკა



ქვემოთ მოცემული სავარჯიშოები დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ.



შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მაშინ გადადით, როდესაც წინა სავარჯიშოს თავისუფლად ასრულებთ. ნუ იჩქარებთ — თითოეულ მათგანს იმდენი დღე დაუთმეთ, რამდენიც საჭირო იქნება.



პირველი სავარჯიშო



აიღეთ ფოტოსურათი და ყურადღებით დაათვალიერეთ.


შეეცადეთ დაიმახსოვროთ რაც შეიძლება მეტი დეტალი:



• ფერები;


• ფორმები;


• ჩრდილები;


• სახის ნაკვთები;


• ცის დეტალები;


• ფონი.



შემდეგ დახუჭეთ თვალები და გონებაში აღადგინეთ ეს სურათი.



თუ რაიმე დაგავიწყდათ, კვლავ შეხედეთ ფოტოს და დაიმახსოვრეთ კიდევ უფრო მეტი დეტალი.



ეს გამოცდა არ არის — ივარჯიშეთ მანამდე, სანამ გამოსახულებას მკაფიოდ აღადგენთ.



მეორე სავარჯიშო



ახლა გამოიყენეთ სამგანზომილებიანი საგანი.


აიღეთ, მაგალითად:



• კალამი;


• გასაღები;


• კოვზი;


• პატარა ქვა.



კარგად შეისწავლეთ იგი.



შემდეგ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ.


ახლა მთავარი ამოცანაა, გონებაში ატრიალოთ ეს საგანი.


შეეცადეთ სხვადასხვა მხრიდან დაინახოთ:



• ზემოდან;


• ქვემოდან;


• გვერდიდან;


• ახლოდან.



როდესაც ამას თავისუფლად შეძლებთ, დაიწყეთ მისი წარმოსახვით გადაადგილება.



მაგალითად:



• დადეთ წარმოსახვით მაგიდაზე;


• დაანათეთ ძლიერი შუქი;


• დააკვირდით ჩრდილებს;


• შეცვალეთ განათება.



მესამე სავარჯიშო



ახლა იგივე გააკეთეთ, მაგრამ თვალები ღია გქონდეთ.


წარმოიდგინეთ, თითქოს საგანი რეალურად დევს თქვენს წინ.



შემდეგ:



• ატრიალეთ;


• გადააადგილეთ;


• დააკვირდით გარემოსთან ურთიერთქმედებას.



მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ნივთი კლავიატურაზე დევს და მაუსზე მისი ჩრდილი ხვდება, ან თითქოს ყავის ჭიქა გადაგივარდათ.



მეოთხე სავარჯიშო



ახლა საკუთარ თავსაც ჩართავთ წარმოსახვაში.


წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ადგილი.


ეს შეიძლება იყოს:



• ზღვის სანაპირო;


• ტყე;


• მთა;


• ბაღი;


• ბავშვობის ეზო.



მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ადგილს კი არ უყურებდეთ, არამედ თვითონაც იქ იმყოფებოდეთ.


შემდეგ ჩართეთ ყველა შეგრძნება.



დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:



• რას ხედავთ?


• რას ისმენთ?


• გრძნობთ თუ არა ქარს?


• ქვიშას?


• ბალახს?


• სურნელს?


• შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ნაყინს მიირთმევთ და მის გემოს შეიგრძნობთ?



შეეცადეთ, გამოსახულება რაც შეიძლება მკაფიო, ცოცხალი და დეტალური გახდეს.



მეხუთე სავარჯიშო



ახლა უკვე დაიწყეთ მოქმედება თქვენს წარმოსახვით გარემოში.



მაგალითად:



• აიღეთ ქვა;


• ჩამოჯექით სკამზე;


• გაიარეთ წყალზე;


• დაწექით ქვიშაზე;


• შეეხეთ ხეს.



შემდეგ თქვენს წარმოდგენაში კიდევ ერთი ადამიანი დაამატეთ.



ეს შეიძლება იყოს:



• მეგობარი;


• ოჯახის წევრი;


• საყვარელი ადამიანი.



ესაუბრეთ მას.



დააკვირდით:



• როგორ იღიმის;


• როგორ მოძრაობს;


• როგორ ჟღერს მისი ხმა.



წარმოიდგინეთ, რომ მხარზე ხელს მეგობრულად გარტყამთ.



ეცადეთ იგრძნოთ ეს შეხებაც.



დეტალები და რეალიზმი



ვიზუალიზაციისას დეტალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ისინი ქმნის რეალისტურ გამოცდილებას.



თუ საკუთარ თავს უბრალოდ წარმოიდგენთ, როგორც იდეალურ ადამიანს, რომელიც ყველაფერს უშეცდომოდ აკეთებს, ეს შეიძლება მოტივაციისთვის სასარგებლო იყოს, მაგრამ პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის ხშირად საკმარისი არ არის.



რეალისტური ვიზუალიზაცია ნიშნავს წარმოიდგინოთ შემდეგი:



• საკუთარი შეცდომები;


• შფოთვა;


• დაბრკოლებები;


• მათი გადალახვის პროცესები.



სპორტსმენები სწორედ ამიტომ ვარჯიშობენ იმავე პირობებში, როგორშიც რეალურად მოუწევთ გამოსვლა.


იგივე პრინციპი მოქმედებს გონებრივ ვარჯიშშიც.



რა ხდება მაშინ, როდესაც საუბარი აღარ არის ფიზიკური უნარების განვითარებაზე? რა შეიძლება ითქვას ისეთ მიზნებზე, როგორიცაა ფინანსური კეთილდღეობა, ახალი კარიერა ან სასურველი ურთიერთობები?



ამ შემთხვევაშიც ვიზუალიზაციის მეთოდი ანალოგიურად გამოიყენება — როგორც გონებრივი რეპეტიციისა და მიზანზე კონცენტრირების საშუალება. ქვემოთ მოცემულია ჩემი ძირითადი რეკომენდაციები.



1. კონცენტრირდით სასურველ შედეგზე



გავრცელებული შეცდომაა ყურადღების გამახვილება იმაზე, რის თავიდან აცილებაც გვინდა, ნაცვლად იმისა, რის მიღწევაც გვინდა.



აქ ჩემს საკუთარ მაგალითს შემოგთავაზებთ:



როდესაც ზედმეტი წონის დაკლება მსურდაა, საკუთარი თავი წარმომედგინა მსუქანი, დროთაგანმავლობაში როგორ ვიმაატებდი წონაში, როგორ ვხდებოდი ღიპიანი ცხიმის გროვა რასაც ვერაფერს ვუხერხებდი, ამის გამო იმედი მეკარგებოდა და ამის პარალელურად მართლაც ვიმატებდი წონაშ და კიდევ უფრო მეტად ვკარგავდი ჩემს თავდაპირველ ფორმას.



ერთ დღეს გადავწყვიტე ჩემი ასეთი წარმოდგენები შემეცვალა, რადგან ჩემი ყურადღება კვლავ არასასურველ მდგომარეობაზე იყო მიმართული.



ამის ნაცვლად დავიწყე იმ შედეგის წარმოვიდგენა, რომლის მიღწევაც ნამდვილად მინდოდა და ჰოი საოცრება, სხეულმა რეალურად დაიწყო კლება, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ გარკვეულ შედეგებს მარო მე კი არა, გარშემომყოფებიც ამჩნევენ.



ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ რომ ძალიან მინდა თქვენც შეძლოთ და შეცვალოთ არსებული რეალობა თქვენთვის სასურველი რეალობით, თუნდაც მცირედით მაგრამ სწორი წარმოდგენის ტექნიკებით.



2. წარმოიდგინეთ, თითქოს მიზანი უკვე მიღწეული გაქვთ



დაფიქრდით იმაზე თუ რა გსურთ სინამდვილეში? და თქვენს თავს დაუსვით კითხვა: ეგ ყველაფერი უკვე გაქვთ?


უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, რადგან სურვილის მუდმივი განცდა ადამიანს ხშირად აფიქრებინებს იმაზე, რაც ჯერ არ აქვს.



ამიტომ ვიზუალიზაციის დროს მხოლოდ ის კი არ უნდა წარმოვიდგინოთ რაც არ გვაქვს და რაც გვინდა, არამედ ის თუ რა ემოციურ სისავსეს მოგვცემს სასურველის მიღება, მარტივი ენით რომ ვთქვათ წარმოვიდგინოთ განცდებით, ემოციებით თითქოს უკვე გვაქვს და ჩვენი ცხოვრების ნაწილია.



მაგალითად: „ნეტავ თავდაჯერებული ვიყო.“-ამ ფიქრის სანაცვლოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი უკვე თავდაჯერებულ მდგომარეობაში — როგორ დადიხართ, საუბრობთ და მოქმედებთ.



3. იყავით მიზანმიმართული და თანმიმდევრული



ნებისმიერი მიზნის მიღწევა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, როგორც კუნთი ვითარდება რეგულარული ვარჯიშით, ასევე ვითარდება წარმოსახვისა და კონცენტრაციის უნარიც.



რამდენიმე წუთიანი ვარჯიში შედეგს არ იძლევა; საჭიროა ხანგრძლივი, სისტემატური მუშაობა.



ამავე პრინციპით, მიზანი უნდა გახდეს ადამიანის ძლიერი მოტივაციის წყარო.



4. იყავით მაქსიმალურად კონკრეტული



ბევრ ადამიანს ბუნდოვანი მიზნები აქვს.


მაგალითად:



• „მინდა ბევრი ფული.“


• „მინდა მოგზაურობა.“


• „მინდა წარმატება.“



ამ სახის „ზოგადი“ სურვილები რთულად გარდაიქმნება კონკრეტულ სამოქმედო გეგმად.



შედარებისთვის მოგიყვანთ მაგალითს:



როგორც წესი თქვენ თუ მაღაზიაში მიდიხართ, ამ დროს არ ფიქრობთ: „რაღაცის ყიდვა მინდა.“



რადგან ხშირ შემთხვევაში, მაღაზიაში წასვლისას ზუსტად იცით რის ყიდვას აპირებთ - „შამპუნია, საკვებია თუ მხოლოდ პური“



ჩემი აზრით იგივე პრინციპი ცხოვრებისეულ მიზნებსაც უნდა ეხებოდეს.



სასურველია მიზანი მაქსიმალურად და დეტალურად ჩამოაყალიბოთ, მაგალითად:



• რა თანხის დაგროვება გსურთ;


• როგორი სამსახურის მიღება გინდათ;


• რა შედეგს ელით კონკრეტული შეხვედრისგან;


• რა ვადაში გსურთ მიზნის მიღწევა და ა.შ.



და ბოლოს:



ჩემი დაკვირვებით ვიზუალიზაცია მიზნების მიღწევის ძლიერი ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი შერწყმულია:



• მკაფიო მიზნებთან;


• რეალისტურ გეგმასთან;


• რეგულარულ პრაქტიკასთან;


• და რეალურ მოქმედებასთან.



თანამედროვე ფსიქოლოგიაც მიუთითებს, რომ ვიზუალიზაცია შეიძლება სასარგებლო იყოს მოტივაციის, კონცენტრაციისა და გონებრივი მომზადების გასაძლიერებლად. თუმცა, მხოლოდ წარმოსახვა, რეალური მოქმედების გარეშე, მიზნების მისაღწევად საკმარისი არ არის — საუკეთესო შედეგს იძლევა ვიზუალიზაციისა და პრაქტიკული ნაბიჯების ერთობლიობა.



MAGAMON DAGON


მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world


@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page