როგორ მოვიშოროთ დატოვილი ჯადო?
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 час назад
- 2 мин. чтения

ასეთი სახით ჯადო როგორც წესი კარის წინ ან ნოხის ქვეშ მარილის, მიწისა და ცხოველის ბეწვის სახით იყრება, მაგრამ პრინციპში ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს მოჯადოებული. ოჯახში ძალიან ხშირად დაზიანებას იწვევს შემოტანილი საჩუქრები, ნებისმიერი ნივთი და ყვავილებიც კი, რომლებიც სასაფლაოდან მოაქვთ.
ასეთი ნივთების მიღების შემდეგ თქვენ მთავარ დარტყმას მაშინ იღებთ, როდესაც ნივთს ხელში აიღებთ ან მასზე გადააბიჯებთ. უფრო მეტიც, ის ვინც მოჯადოებულ ნივთს გჩუქნით, ცდილობს მარცხენა ხელში მოგაჩეჩოს.
მარცხენა ხელი და ზოგადად ადამიანის მარცხენა მხარე ყველაზე ნაკლებად არის დაცული და სწორედ მარცხენა ხელით მიიღება და შემოედინება ნებისმიერი ენერგია ადამიანში. ამიტომ, თუ უცნობი ან საეჭვო ადამიანები რამეს გაჩუქებენ სთხოვეთ, ჯერ მაგიდაზე დადონ და მხოლოდ შემდეგ აიღეთ. ხოლო როდესაც რაიმე პირად ნივთს გააჩუქებთ, ჯერ მაგიდაზე დადეთ. ხელიდან ხელში ნუ გადასცემთ! ზოგადად, ეცადეთ, უცნობებს არაფერი წაართვათ პირდაპირ მათი ხელიდან. იგივე ეხება სამსახურში მოულოდნელად გამოჩენილ ნივთებს: ნემსებს, ქინძისთავებს, ლურსმნებს, სარკეებს, სავარცხლებს და ა.შ. არასდროს აიღოთ საეჭვო ნივთები შიშველი ხელებით, განსაკუთრებით მარცხენა ხელით.
ზღურბლთან დაყრის რამოდენიმე სახეობა და მათი მნიშვნელობა
თუ სახლში, სამსახურში ან სახლის კარის ზღურბლის ქვეშ მარცვლეულს ან ბურღულეულს იპოვით, უნდა იცოდეთ, რომ მათ სურთ თქვენი სიმდიდრისა და კეთილდღეობის წართმევა, ეს არის „სიღარიბისთვის განკუთვნილი“ ე.წ. ჯადო. ასეთ დროს ნებისმიერ ბასრ ნივთს იყენებენ ამ ენერგიების ჩასაჭრელად.
თუ გოგონა კოსმეტიკის ჩანთაში ან პირადი მოვლის საშუალებებში საეჭვო ნივთებს პოულობს, ეს ნიშნავს, რომ მათ სურთ მისი სილამაზისა და ახალგაზრდობის წართმევა. იყავით ფხიზლად! ყველაზე პოპულარული ნივთი ნემსია. მისი მოქმედება აშკარად მიმართულია ადამიანის დამცავი ენერგეტიკული გარსის (ბიოველის) განადგურებისკენ. რის შემდეგაც მსხვერპლი იწყებს ავადმყოფობას და შეიძლება ფატალურ შედეგებამდეც მივიდეს.
როგორ მოვიშოროთ ის?
პირველ რიგში, გახსოვდეთ, რასაც ნახავთ შიშველი ხელებით არ აიღოთ, მასზე ფეხის დაბიჯება ან გადაბიჯება არ შეიძლება. მის მოსაშორებლად, პირველ რიგში, ხელთათმანები გაიკეთეთ. თუ ეს ფხვიერია ცოცხით კარგად გამოგავეთ და ჩაყარეთ ცელოფნის პარკში. თუ ეს სითხეა, ტილოთი გაწმინდეთ და ნაჭერი ასევე ცელოფანში მოათავსეთ. გახსოვდეთ ნაჭერი ნეიტრალური უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სხვისი ძველი ტანსაცმლის ნაწილი. თუ კარის სახელურს რამე აქვს წასმული, ისიც ნაჭრით გაწმინდეთ, ჩადეთ პარკში და შეკარით. აიღეთ პარკი და ყველაფერი, რაც გამოიყენეთ: ცოცხი, ხელთათმანები, წაიღეთ უკაცრიელ ადგილას და ცეცხლში დაწვით, რომ ყველაფერი მოშორდეს. დანით შემოხაზეთ წრე ცეცხლის გარშემო. დანა წრის დასავლეთ ნაწილში ჩაარჭეთ ისე რომ სახელური ცეცხლისკენ იყოს მიმართული. ყველა ნივთი ცეცხლში ჩააგდეთ. აიღეთ ჯოხი ნივთების ცეცხლში გასაშლელად და ცეცხლის გასაღვივებლად, მაგრამ არ დადგეთ კვამლის მიმართულებით! და ბოლოს, ჯოხიც დაწვით. უმჯობესია, თუ ამ დროს რომელიმე შესაბამის ლოცვებს ან შელოცვებს წაიკითხავთ. უმეტეს შემთხვევაში, ამ პროცედურის შემდეგ, განაკეთები ჯადო ნადგურდება და მრავალჯერ გადაარტყავს შემსრულებელს. გარანტიისთვის მცოდნესთან გადაამოწმეთ, რამდენად წარმატებით გააკეთეთ ჯადოს განადგურება.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии