top of page
Sphere on Spiral Stairs

როგორ შეიძლება მიიზიდო ბნელი ძალები


როგორ შეიძლება საკუთარი მოქმედებებით მიიზიდო ბნელი ძალები, რომლებმაც შესაძლოა გზას აგაცდინონ

არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთმა მაგიურმა რიტუალმა შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც მის ცხოვრებაში გააქტიურდება არასასურველი ენერგეტიკული გავლენები.

ამ ტექსტში აღწერილია ოკულტური შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი შეხედვით უწყინარი რიტუალითაც კი გამოიწვიოს მსგავსი პროცესები.

ენერგეტიკული დისბალანსი

წარმოიდგინეთ პრაქტიკოსი, რომლის ცხოვრებაშიც ყველაფერი თანდათან ინგრევა. საქმეები აღარ გამოსდის, ურთიერთობები იშლება და თავად ვერ ხვდება, რატომ ხდება ეს.

იგი შინაგანად გრძნობს, რომ სინათლის გზისკენ არის მიდრეკილი, თუმცა ამავე დროს, საკუთარი განცდით, მის გვერდით ბნელი ენერგიები და ბნელი არსება (ე.წ. „უწმინდური“) იმყოფება. ამის გამო ბევრი პრაქტიკოსი.

დაუფიქრებლად ასკვნის:

„ჩემი გზა ბნელია.“

თუმცა, ავტორის აზრით, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

მაგალითი

აქ გესაუბრებით ერთ-ერთ შესაძლო სცენარს.

არის გოგონა, სახელად ქეთი.

იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს და არაფერზე ფიქრობს. შესაძლოა მის საგვარეულოში იყვნენ როგორც მაგიური პრაქტიკის მიმდევრები, ასევე საერთოდ არავინ ყოფილიყო ამ სფეროსთან დაკავშირებული.

შესაძლოა:

• ერთ შტოში იყვნენ „ბნელი“ პრაქტიკოსები;

• მეორეში — „ნათელი“;

• ან ორივე მხარეს მხოლოდ „ნათელი“ პრაქტიკოსები.

თუმცა, როგორც ყველა ადამიანი, ქეთიმაც არ იცის, ვინ იყო წინა განსახიერებაში.

ჩემი დაკვირვებით, შესაძლებელია, რომ წინა ცხოვრებაში ქეთიც პრაქტიკოსი ყოფილიყო.

შესაძლოა:

• ნათელი პრაქტიკოსი;

• ბნელი პრაქტიკოსი;

• ან ჰყოლოდა „უწმინდური“ დამხმარე არსების სახით.

მაგრამ ამჟამინდელ ცხოვრებაში მისი დანიშნულება სრულიად განსხვავებული იყოს — მაგალითად, „ნათელი პრაქტიკოსის“ გზა.

ერთი შეხედვით უწყინარი რიტუალი:

ქეთი ჯერ პატარაა და ამ ყველაფრის მნიშვნელობა არ ესმის.

სკოლაში, უბრალოდ ხუმრობის მიზნით, იგი აკეთებს სასიყვარულო რიტუალს (მიჯაჭვულობის რიტუალს) თანაკლასელ გიორგიზე.

ამ სწავლების მიხედვით, ასეთი რიტუალი ბნელ მაგიას მიეკუთვნება.

ჩემი აზრით, სწორედ ამ მომენტში შეიძლება გააქტიურდეს ის, რაც მანამდე მიძინებული იყო.

რადგან, ადამიანის მაგიური შესაძლებლობები შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით.

ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს:

• წინა ინკარნაციებთან;

• ან საგვარეულო მემკვიდრეობასთან.

„გაშვების ღილაკი“

ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად ასრულებს თუნდაც ხუმრობით:

• რომელიმე რიტუალს;

• ეშმაკის გამოძახებას;

• მკითხაობას;

• ან მსგავს პრაქტიკას,

შეიძლება უნებლიეთ „გაშვების ღილაკი“ ჩართოს.

ეზოთერული წარმოდგენის მიხედვით, ამით ადამიანი ენერგეტიკულად „ჩანს“ სუბტილურ სამყაროში და იწყება იმ პროგრამების გააქტიურება, რომლებიც მანამდე მიძინებული იყო — იქნება ეს საგვარეულოდან მიღებული თუ წინა ინკარნაციებიდან მომდინარე.

თუ ეს გავლენა საგვარეულოდან მოდის, გარკვეული ინფორმაციის მიღება ნათესავებისგან მაინც შეიძლება.

თუ იგი წინა ინკარნაციას უკავშირდება, ჩემი აზრით, ამის დადგენა გაცილებით რთულია და მხოლოდ სპეციალური დიაგნოსტიკის ან რეგრესიული პრაქტიკების საშუალებით შეიძლება.

როგორ ჩნდება დისბალანსი

ჩემი შეხედულებით, ერთი შეხედვით უწყინარმა რიტუალმაც კი შეიძლება გაააქტიუროს:

• საგვარეულო პროგრამა;

• ან წინა ინკარნაციის პროგრამა.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას პარადოქსული ვითარება:

ადამიანის შინაგანი გზა, მისი აზრით, ნათელია, მაგრამ რიტუალის შემდეგ მის ენერგეტიკულ ველში ჩნდება ბნელი არსება, რომელიც სხვა მსგავსი ენერგიების მოზიდვას იწყებს.

სწორედ აქედან იწყება ენერგეტიკული დისბალანსი.

მცდარი დასკვნები:

ჩემი აზრით, ზოგი პრაქტიკოსი მხოლოდ ბნელი ენერგიის არსებობას ხედავს და დაუყოვნებლივ ასკვნის:

„მე ბნელი პრაქტიკოსი ვარ.“

ამის შემდეგ ადამიანს ურჩევენ:

• ბნელი ინიციაციების გავლას;

• ბნელი რიტუალების შესრულებას;

• ე.წ. „შავი მაგიის“ პრაქტიკას.

თუმცა თავად ადამიანი შინაგანად გრძნობს, რომ ეს მისი გზა არ არის.

ასეთ დროს შესაძლოა პრაქტიკოსმა არასწორად განმარტოს სიტუაცია და ვერ გაარკვიოს, რეალურად საიდან მოდის ეს გავლენა, სწორედ ამიტო საჭირო ხდება ამ უწმინდური ძალის მოხსნა.

ჩემი დაკვირვებით და მრავალწლიან პრაქტიკაზე დაყრდნობით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავი „უწმინდური ძალების მოხსნის“ სპეციალისტებად მიიჩნევენ, დღეს ბევრი ასეთი ადამიანი ამგვარ პრაქტიკას სათანადო ცოდნის გარეშე ეწევა.

წარსულის გააქტიურება

არავინ იცის, რა გავლენები მოჰყვება ადამიანს წინა ცხოვრებებიდან.

ამიტომ ზოგიერთი ქმედებით შესაძლოა გააქტიურდეს ისეთი პროცესები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიძინებული იყო.

ჩემი აზრით, ბავშვობაში სხვადასხვა არსებების, გარდაცვლილთა სულების ან სხვა მსგავსი ძალების გამოძახების მცდელობამ შეიძლება რეალურად არ გამოიწვიოს მათი გამოჩენა, მაგრამ გააღვიძოს ადამიანის წარსულში არსებული ენერგეტიკული პროგრამები.

ადამიანმა შეიძლება ამის შედეგები მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეამჩნიოს.

ამიტომ მე ამ პროცესს რადიაციის ზემოქმედებას ვადარებ.

მისი მაგალითით:

თუ ადამიანი შევა ლაბორატორიაში და ძლიერ რადიაციას მიიღებს, რადიაცია თავად დაავადებას არ ქმნის.

იგი მხოლოდ აჩქარებს იმ უჯრედების ცვლილებას, რომლებიც უკვე დაზიანებული იყო ან ამისადმი წინასწარი მიდრეკილება ჰქონდათ.

ანალოგიურად, მაგიური რიტუალიც შეიძლება მხოლოდ კატალიზატორი იყოს.

იგი ქმნის პირობებს, რომ უკვე არსებული პროგრამა გააქტიურდეს.

რამდენ ხანში გამოავლენს ეს პროგრამა საკუთარ თავს, ინდივიდუალურია.

დაფიქრდი, სანამ რამეს გააკეთებ

ნებისმიერი მაგიური მოქმედება, შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ ადამიანმა მიიზიდოს ისეთი სულიერი არსებები ან ენერგიები, რომლებიც მის საგვარეულოს ან წინა ინკარნაციებს უკავშირდება.

ამიტომ მკითხველს მე ურჩევდი ნებისმიერი რიტუალის შესრულებამდე კარგად დაფიქრდეს.

საგვარეულო „უწმინდური ძალის“ მოხსნა:

არასწორად ჩატარებულმა საგვარეულო უწმინდური ძალის მოხსნის რიტუალმა შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს.

ასეთ შემთხვევაში ადამიანი ვერ შეძლებს ასეთი არსებისგან გათავისუფლებას, პირიქით — კიდევ უფრო გააღიზიანებს მას და მტრულად განაწყობს როგორც თავად ადამიანის, ისე მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ამიტომ ტექსტს ვამთავრებ მოწოდებით, რომ მსგავსი პრაქტიკების შესრულებამდე ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და ყველა შესაძლო შედეგზე წინასწარ დაფიქრდეს.

MAGAMON DAGON

მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page