top of page
Sphere on Spiral Stairs

რომ არავინ მოჯადოვოს

3 авг.
1 мин. чтения

ეს შელოცვა გამოიყენება მაშინ, როდესაც ვინმეს სურთ დაიცვან თავისი ქალიშვილი, ვაჟი, ქმარი, ცოლი სასიყვარულო შელოცვებისგან ან ე.წ. სასიყვარულო ჯადოების ზემოქმედებისაგან.

იკითხება ნებისმიერი თვის ლუწ დღეებში, ლუწ რიცხვებში, და ლუწ საათებზე, მაგრამ მარხვის დღეებში არ გამოიყენოთ.

აარჩიეთ ნებისმიერი თვის ლუწი რიცხვი, მაგ: 2, 4, 6, 8, 10, 12 და ა.შ.

კვირის ლუწი დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი.

კვირის კენტი დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

ასევე კვირას, ყველა მარხვის დროს და წმინდა დღესასწაულებზე, თქვენს საქმეებს აზრი არ ექნება.

ლუწი საათი, საუკეთესოა საქმის გასაკეთებლად: 2, 4, 6, 8, 10, 12, 14. და ა.შ,

„მე (თქვენი სახელი) ვბეჭდავ უფლის ბეჭდით, სულიწმინდის მადლით და ღმერთის ძალით მონას (მისი სახელი) შუბლით, რათა მტერმა ვერაგმა, მომხდურმა, მაცდუნებელმა ვერ გაიმარჯვოს.“

იღებთ ფოტოს თუ პიროვნება თქვენს გვერდით არ იქნება იმ დროს და შუბლზე ნებისმიერი წმინდანის ზეთს სცხებთ, შემდეგ აგრძელებთ შელოცვის კითხვას:

„მის ( სახელი) სულს ყველა მტრისგან ვხურავ,

მის (სახელი) სხეულს ვბეჭდავ ავი პირისაგან, ავი შელოცვებისაგან,

მის (სახელი) გონებას ვბეჭდავ გრძნეულებისაგან, ჯადოქრული სამქანებისაგან. მოჯადუებული სახებისგან, ვერ დაატყვევონ, ვერ დაიმორჩილონ, ვერ აიძულონ, ვერ დააკავონ, ვერცა შეკრან და ვერცა შებეჭდონ. ამინ!“

ფოტოს ინახავთ სახლში მალულად, ისე რომ არავინ მოკრას თვალი.

ამ მეთოდს აქვს ზუსტად 2 წელი მოქმედების ვადა, განახლება შეიძება მხოლოდ 3 ჯერ.

© Magamon Dagon

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page