top of page
Sphere on Spiral Stairs

რუნული რიტუალი სიმდიდრისა და კეთილდღეობისთვის

3 авг.
1 мин. чтения

აიღეთ ერთი საშუალო ზომის მწვანე ცვილის სანთელი, პაჩულის ზეთი, რამდენიმე 10 თეთრიანი ან რკინის ლარიანი-ორლარიანები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ფული, თეფში, ნემსი.

რუნები ნემსით ამოკაწრეთ სანთელზე, თითოეულის წარმოთქმით:

ფეჰუ + ოტალა + ბერკანა + სოულუ

მონეტებიან თეფშზე მოათავსეთ.

ეს რუნული კომბინაცია გამოიყენება ფინანსების სტაბილური ზრდისა და თქვენი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„დაე, გამოსახულმა რუნების ფორმულამ (ამ რუნულმა ფორმულამ) ჩემს სახლში კეთილდღეობა და სიუხვე მოიტანოს.

დაე, მან შეინარჩუნოს და გაზარდოს ჩემი ფინანსები, ფული ნებისმიერი წყაროდან მომიტანონ (ან მიუთითეთ თქვენი წყარო),

ჩემი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

მე გამოსახულ რუნულ ფორმულას ვააქტიურებ სანთელზე, პაჩულის ზეთით და სანთლის ალით.

გამოსახული რუნების ფორმულა მოქმედებას იწყებს გააქტიურების მომენტიდან.

რუნების ძალებით! დაე იყოს ასე!“

გააქტიურების შემდეგ, შეხედეთ სანთლის ალს თვალის მოშორების გარეშე და იფიქრეთ სასურველ ცვლილებებზე.

შეგიძლიათ სანთლით იაროთ მთელ ოთახში, წარმოიდგინოთ, როგორ ფარავს ფულადი ენერგიის ნაკადები ოთახს და ოთახის კედლებს (ისინი შეიძლება იყოს მწვანე ან ოქროსფერი).

დატოვეთ თეფში სანთლით ისე რომ ბოლომდე დაიწვას იმ ოთახში, სადაც ყველაზე ხშირად ხართ.

თეფშზე არსებული და ცვილით დაფარული მონეტები საფულეში ჩადეთ. ისინი ახალ ფინანსებს მოგიზიდავთ.

ასევე რეკომენდებულია ამ ფორმულის სქელ მუყაოზე ან ბანკნოტზე დახატვა და საფულეში ტარება, მთავარია მასში კაპიტალის გაზრდის მკაფიო განზრახვა ჩადოთ.

ყურადღება! ნებისმიერი რუნული სკრიპტის ან ფორმულის გამოყენებამდე საჭიროა დიაგნოსტიკა.

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page