top of page

სანთელზე სნეულების გადატანა

უძველესი დროიდან არის ცნობილი სანთელზე მანიპულაციები, არამარტო სურვილების და ლოცვების გადაცემა, არამედ სნეულებების გამოწვა ადამიანის სხეულიდან. დღეს გასწავლით უნივერსალურ მეთოდს, რითიც შეძლებთ სხვასდასხვა სნეულებების გადატანას და გამოწვას ჩვეულებრივი სანთლის დახმარებით.

მოცემული მეთოდით რა თქმა უნდა ონკოლოგიას და რთულ დაავადებებს ვერ უშველით, მაგრამ სხვა რიგ დაავადებებს კარგად უმკლავდება... ტექნიკა საკმაოდ ძველია და ხალხურში უფრო გადის, მაგრამ შედეგი საკმაოდ კარგი აქვს....

გაითვალისწინეთ, სანთელი რომელიც ამ დროს გამოიყენება, აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური ფუტკრის ცვილისგან დამზადებული.

ოკულტური პრაქტიკების დროს ხშირად საჭიროა ვიზუალიზაცია, მაგრამ ამ მეთოდს ვიზუალიზაცია არ ჭირდება, თვითონ მექანიზმი მუშაობს.

ვიღებთ სანთელს, სნეულ ადგილზე გადავატარებთ, საათის ისრის საწინაათმდეგოდ 18-ჯერ და ვიძახით შელოცვას:

"ვიღებ ვაგორებ სამთელზე,

სნეულსა უჟმურსა,

მტკივანსა მყივარსა,

სანცეცხლსა ელქუნსა,

სატკბურსა-სამსჭალსა ტაბასტისასა,

ხოკსა ფიჩსა - საბეწველასა,

სანთელზე შეიზილოს, შეირისხოს შეიკრას და შეიბეჭდოს

ხოკი, ფიჩხა და უჟმური,

ქარი მრავალი, ნაღრძობი თვალყბაი-ნატეხი;

დაიწვა გაქრა ქრისტე ღმერთით;

დაიწვა გაქრა წმინგა გიორგით;

დაიწვა გაქრა მიქელ-გაბრიელ ანგელოზებით;

შენი უჟმური სამთელს ეკვეთა, ცეცხლში დაიწვა.

ჯვარი გეწერა.(სახელი).."


შელოცვის წაკითხვის შემდეგ სანთელი უნდა დაიწვას ხატების (იესოს, წმიდა გიორგის ან მთ. ანგელოზების) წინ, ხოლო ნამწვი რაც დარჩება უნდა დაიმარხოს რომელიმე ბუჩქის ქვეშ, სასურველია იყოს ეკლიანი...

პროცედურას იმეორებენ 3 ან 5 ჯერ, სნეულების სიმძიმისდამიხედვით....

რიტუალი კეთდება დაღმავალ ან ძველ მთვარეზე.


Comments


bottom of page