top of page
Sphere on Spiral Stairs

სანთლები და ნათელხილვა


იცოდით რომ სანთლების დახმარებით შესაძლებელია მომავლის განჭვრეტა? ვიღებთ სანთელს, რომელსაც შემდეგ ავანთებთ მხოლოდ ასანთით, რის შემდეგაც შესაძლებელია ზუსტი პასუხების მიღება.

პროფესიონალი ოკულტისტები სანთლების დახმარებით ჭვრეტენ არამარტო ახლო არამედ შორ მომავალსაც, მაგრამ ეს ძალუძთ მხოლოდ მრავალწლიანი პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ოსტატებს, ახალბედებს შეუძლიათ მაგრამ სპეციალური თავდაცვის მექანიზმების გარეშე შესაძლებელია სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მიიღონ ან ენერგეტიკული დარტყმების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, ამიტო მოდით თანმიმდევრულად გავყვეთ ათემას და მარტივ მეთოდს გაწავლით, რითიც აირიდებთ შემდგომ გართულებებს თავიდან.....

ტექნიქა საკმაოდ მარტივია, ვანთებთ სანთელს და ვსვავთ კითხვას, პასუხებს ვიღებთ მისი წვის მიხდვით, თუ სანთელი ანთია კაშკაშით, ეს იძლევა დადებით პასუხს; ხოლო თუ სანთელი წვის დროს იწყებს ტკაცუნს და იკვამლება, ამ შე მთხვევაში უნდა ელოდოთ მხოლოდ უსიამოვნებებს. დროთა განმავლობაში ალის მოძრაობით დაინახოთ სხვადასხვა ფიგურები, ამას კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან დასმულ კითხვაზე ცეცხლის ალისგან გამოსახული ფიგურა იქნება თქვენს კითხვაზე პასუხი. ყურადღება მიაქციეთ ასევე ჩამოღვენთილ ცვილს და მიღებულ ფორმებს, რადგან ეს არსებულ სიტუაციებზე ან განვითარებულ მოვლენებზე მიგითითებთ.

მხოლოდ განსხვავებული კითხვებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის სანთლები, მაგ:

თეთრი ფერი-ნებისმიერ კიტხვაზე პასუხის მისაღებად გამოიყენება.

ალისფერი-კარიერა, თანამდებობა, ავტორიტეტი.

ლურჯი ან ცისფერი-ჯანმრთელობა, ავადმყოფობა ან გამოჯანმრთელება.

მწვანე ფერის-ოჯახზე და ბავშვების შესახებ დასმული კითხვები, ასევე ფულზე და სამსახურზე.

ყვითელი ფერი-ურთიერთობები, გადასვა, მოგზაურობა, მივლინება, ნებისმიერი კითხვები რაც მოგზაურობას ეხება.

ვარდისფერი-მეგობრობის და მეგობრების შესახებ ნებისმიერი კიტხვები.

ფორთოხლისფერი-ფიზიკურ მოქმედებაზე, აგრეთვე ნებისმიერ საქმიანობაზე რაც მოითხოვს თქვენგან ფიზიკურ ჩართულობას.

წითელი-გამოიყენება სასიყვარულო და სექსპარტნიორთან ურთიერთობის შესახებ კითხვებზე.

შავი ფერი-ყოველგვარ ნეგატივზე, ჯადოს, თვალის წყევლის და უცხო ენერგიების ზემოქმედების დასადგენად დასმულ კიЕხვებზე

თუ თქვენ ამოწურეთ კითხვები მაგრამ სანთლის ზომის მიუხედავად დსანთელი დაგრჩათ, ამ შემთხვევაში თითებით ვაქრობთ სანთლებს და ვინახავთ შემდეგისთვის.....

ხოლო თუ სანთლის ხელმეორედ გამოყენება აღარ გსურთ, სასურველია ამ სანთლის მიწაში დამარხვა ან ხის ქვეშ დატოვება მადლობის ნიშნად ხურდებიც დატოვეთ, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. სანთლებით მარჩიელობა და საკუთარი მომავლის განჭვრეტა სასურველია ახალ ან სავსე მთვარის დღეებში აუცილებლად ღამის საათებში, მშვიდ და წყნარ ადგილას.

Комментарии


bottom of page