სანთლებით ნეგატივის ჩამოსხმა

სამუშაოდ დაგვჭირდებათ ჩამოსხმის თასი, ფოტოსურათი, სამი ცვილის სანთელი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რომ იწვოდეს. სანთლების ეფექტურობის გასაზრდელად, შეგიძლიათ მათში შეურიოთ ბალახები (აბზინდა, კრაზანა, ჭინჭარი, ეკალი ან ნარშანი, ღვია) ან სანთლებიდან ერთ-ერთ დაფქვილ მცენარეებში ამოავლეთ.
თასში ჩაასხით ცივი წყალი (სასურველია გამღვალი ან უმძრახი), ფოტო თასის ქვეშ მოათავსეთ. აანთეთ სანთელი, დახრილ მდგომარეობაში დაიჭირეთ სანთელი თასის ზემოთ ისე, რომ ალი წყლის ზედაპირისკენ იყოს და ცვილი თასში ჩააწვეთეთ. სანთელს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ვატარებთ თასსა და ფოტოზე, შელოცვას სამჯერ ვკითხულობთ:
„სანთელო დაიწვი, აალდი, დადნი (..სახელსა და გვარს.) სხვების ბოროტი გავლენა მოაშორე, ჩაკეტილი გზები გაუხსენი, უფულობა მოაშორე, წარუმატებლობებისაგან და პრობლემებისგა დაიხსენი, სანთელო შენი ცრემლებით ჩაკეტე ისინი, განარიდე დაფარული და ღია ბოროტებისგან, (სახელი) ვის ნებასაც ემორჩილებოდა, მას ჩამოერთვას წაერთვას გავლენა, (სახელის და გვარის) მტრებს წაართვი ძალა, ჩაუკეტე გზები, (სახელსა და გვარს) უბოძე იღბალი და მიეცი კეთილდღეობა.
ღმერთის ძალით, სანთლით, ცეცხლით და ცივი წყლით (..სახელსა და გვარს.) ვწმენდ და ვათავისუფლებ ავისგან და ბოროტისგან, ვკეტავ ყველაფერ ეშმაკეულს, რაც ცვილშია გადასული დაიბეჭდოს, დაე იყოს ასე!“
თუ სამჯერ წაიკითხავთ და სანთელი არ დაიწვა - ჩააქრეთ სანთელი წყალში და წყალშივე დატოვეთ. შემდეგს ვიღებთ. სამივე სანთლის წაკითხვის შემდეგ, თასიდან წყალი გადაღვარეთ ნიჟარაში, სანთლები გადაყარეთ ნაჭერში გახვეული ცარელა ხელით შეხების გარეშე. თუ იცნობთ თქვენი პრობლემების „ავტორს“, შეგიძლიათ მისი სახლის, ბინის, შესასვლელის ზღურბლზე წყალი დაასხათ. ხოლო სანთლები უნდა დაიმარხოს.
როგორ მოხსნათ ჩაკეტილობები და ბლოკები, მტერი როგორ დავინახოთ და რითი გავანეიტრალოთ ჩამოსხმის დროს?
ჩაკეტილობები და ბლოკები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყოველ ჩაკეტილობას და ენერგეტიკულ ბლოკებს შავი ჯადოქრები ათავსებენ მსხვერპლის პირად ენერგეტიკულ ველებზე, რასაც ამყარებენ და აფიქსირებენ ენერგეტიკული პარაზიტებით, გარდაცვლილი სულებით, დემონური არსებებით და სხვადასხვა ასტრალური სხეულებით, რომლებსაც ცვილით მოვხსნით.
ჩაკეტილობის და ბლოკების მოხსნის დაწყებამდე პირველ რიგში უნდა მიმართოთ უზენაეს ძალებს, ღმერთს, შემოქმედს, ანგელოზებს ან თქვენს მფარველ ძალებს დახმარების და ძალის მისაღებად.
ასეთი ფორმის ბლოკებისა და ჩაკეტილობის მოსახსნელად ვიღებთ ცვილს და ვაცხელებთ მაღალ ცეცხლზე ისე რომ ცვილმა უნდა დაიწყოს დუღილი, ვიღებთ წყლით სავსე თასს, რომელზეც ჯვარედინად ვდებთ ორ დანას,ისსე რომ დანის წვერები იყოს თქვენიდან მოპირდაპირე მხარეს, დანაზე შეგიძლიათ დაწეროთ (სიტყვები) „გატეხე ცხრაკლიტული“ ან რუნა ჰაგალი, ისე, რომ ყველა საკეტი გაანადგუროს, თასს დაიჭერთ პაციენტის თავს ზემოთ, მის ფოტო სურათზე ან მის ტანსაცმელზე და ცვილს ასხამთ ჯვრის (დანების) ცენტრში და თქვით:
„ვჭრი, ვჭრი, ვრეცხავ, ვამსხვრევ, ყველა საკეტს ყველა კლიტეს, ცხრაკლიტულს და ჩაკეტილობას“ ამ დროს რაც შეიძლება ნათლად წარმოიდგინეთ, როგორ ჭრით, ამსხვრევთ ან ანგრევთ იმას რასაც ხსნით.
მნიშვნელოვანია: ცვილი უნდა დაასხათ დანების გადაკვეთის ადგიულზე ძალიან ფრთხილად, რათა არ დაასხათ პაციენტს.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იყოთ, როცა გულის ჩაკრაზე ან სექსუალურ ჩაკრებზე ხსნით ბლოკებს და ჩაკეტილობებს, რადგან ამ დროს თავად ადამიანს აჭერინებთ ხელში თასს დანებით ზედ მაგ ჩაკრებზე დადებულს - თქვენ მხოლოდ ასხავთ და მთელ თქვენს ძალას ჩაკეტილობისა და ბლოკების მოხსნაზე და გატეხვაზე მიმართავთ.
ანალოგიურად, ჩაკეტილობის მოხსნა ნამგლითაც ხდება - ნამგალს ვიჭერთ ისე რომ წვეტი იყოს ზემოთ აშვერილი, და ნამგლის ბასრ და მჭრელ ზედაპირზე ვიწყებთ ცვილის ჩამოსხმას, ასევე ვიცავთ უსაფრთხოების წესებს.
ყველაზე მარტივი სამუშაოა ადამიანის ფოტოსურათზე, როგორც ჩამოსხმის დანებით, ასევე ნამგლით, რადგან ზედმეტი წვალება აღარ გიხდებათ.






Комментарии