top of page

სანთლით ჩამოსხმა და დაცვის დაყენება 3 თვით.


რასაც დავაკვირდი ამ შელოცვის თანხლებით ჩამოსხმა და დაცვა მუშაობს 3 თვე და არის საკმაოდ ეფექტური, მაგრამ ეს არ მუშაობს მძიმე შემთხვევებზე.

დაგჭირდებათ 7 ცალი სანთელი ან ფუტკრის ცვილი, წყლით სავსე თასი, რომელშიც ვყრით მცირე რაოდენობის სუფრის მსხვილ მარილს, დაგვჭირდება დანა ან მთლიანად მეტალის მაკრატელი (თითზე წამოსაცმელი არ უნდა ქონდეს ხის ან პლასტმასის) და დაგჭირდებათ ფოტო ან რაიმე ნივთი.


ეს რიტუალი როგორც სხვა მსგავსი რიტუალები კეთდება ან იწყბთ კეთებას ძველ მთვარეზე, ხოლო ახალ მთვარეზე საკონტროლოს აკეთებთ. სასურველია ჰეკატას ღამეების დროს გაკეთდეს. წყლით სავსე მომზადებულ თასში ჩავყაროთ მარილი, დავდგათ ფოტოზე ან ნივთზე (შესაძლებელია ფოტოს და ნივთის ერთად დადება) თუ სანთლებით ვაკეთებთ, 7 ცალი სანთელი დავგრიხოთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ სპირალურად, იგივე შელოცვით რასაც ჩამოსხმის დროს წარმოვთქვამთ, მოვუკიდოთ ცეცხლი, მეორე ხელში დავიჭიროთ დანა ამ მაკრატელი (დანა მარჯვენა ხელში, სანთელი მარცხებნაში, დანის შემთხვევაში მჭრელი მხარე უნდა იყოს ზემოთ და ბასრ ზედაპირზე ან ჩამოვასხათ ან ჩამოვაღვენთოთ სანთელი, ხოლო მაკრატლის შემთხვევაში აუცილებლად ჩამოსხმის დროს უნდა გავაკეთოთ მოჭრა) და წარმოვთქვათ იგივე შელოცვა რასაც ცოტა ქვემოთ ნახავთ. ჩამოსხმის შემთხვევაში ვასხავთ პირდაპირ, ხოლო ჩამოღვენთის შემთხვევაში კი საათის ისრის საწინააღმდეგოთ წყლის ზედაპირზე.


ჩამოსხმა ხდება იმ შემთხვევაში როცა ფუტკრის გამდნარ ცვილს ვასხავთ, ხოლო ჩამოღვენთა მხოლოდ სანთლებით. შელოცვა იკითხება სამჯერ როცა ვასხავთ ან ვაღვენთებთ თასში. შელოცვა არის რუსულ ენაზე, მაგრამ თავისი ეფექტურობა ძალიან შთამბეჭდავი აქვს:

Нечисть болотная, нечисть подколодная, от синего тумана, от чёрного дурмана, где гнилой колос, где седой волос, где красная тряпица, порчёнка-трясовица, идите в пенье, в коренье, в грязи топучи, в ключи кипучи - там вам вариться, там кипятиться, под осиновый кол уйти, камнем накрыться, землей завалиться, мохом-травой зарасти, обратной дороги не найти.

სანთლის გაციების შემდეგ წყალს ვღვრით გამდინარე წყალში, გამოდგება ნიჟარა ან საკანალიზაციო მილი, ხოლო სანთელი ფრთხილად ამოვიღოთ ისე რომ ცარელა ხელებით არ შევეხოთ, მოვათავსოთ ცელოფნის პარკში და ეს ან დავმარხოთ ან ხის ქვეშ დავდოთ ან დიდ გამდინარე წყალს ან მდინარეს გავატანოთ. როცა ამას აკებთ დღის საათებში ეს აუცილებლად ხის ქვეშ უნდა დატოვოთ გამოსყიდვით, თუ საღამოს ან ღამის საათებში აკეთებთ უნდა დაიმარხოს, ხოლო თუ დილის საათებში აკეთებთ უნდა გადააგდოთ მდინარეში. ფოტო უნდა შეინახოთ, ხოლო ის სამოსი 7 დღის გამნავლობაშ უნდა გეცვათ ყოველ დღე თუნდაც დღეში 1 საათით. მერე გაირეცხოს და შეგეძლებათ მისი ჩვეული წესით მოხმარება.

გისურვებთ წარმატებებს.

 
 
 

Σχόλια


bottom of page