top of page
Sphere on Spiral Stairs

სასარგებლო მაგიური ტექნიკები



დააკვირდით მთვარის ფაზებს და იმას, თუ როგორ მოქმედებს ისინი თქვენზე. უფრო ხშირად ჩაატარეთ ესბატი სავსემთვარეობის დროს. დააკვირდით წელიწადის დროების ციკლს — აღნიშნეთ თითოეული დღესასწაული როგორც სახლში, ისე ბუნებაში.



რეგულარულად ივარჯიშეთ მედიტაციაში და ვიზუალიზაციაში, ჩაიწერეთ სიზმრები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ივარჯიშეთ წინასწარმეტყველების სხვადასხვა ფორმებით მაგ: ტაროს, რუნების, სარკეში/წყალში დაკვირვების, პენდული, ქანქარის ან ბიოლოკაციური ჩარჩოების გამყენებით.



აჩრდილთა წიგნი არის რიტუალების, შელოცვების და სხვა მაგიური ცოდნის ჩასაწერი დღიური ან წიგნი, რაც ჯადოქრისთვის მნიშვნელოვანია. ზოგი მას „ცოდნის ან სიბრძნის წიგნსაც“ უწოდებს. აირჩიეთ ლამაზი, დიდი რვეული ან ბლოკნოტი, სადაც შესაძლებელი იქნება ნახატების ან დეკუპაჟის ჩასმაც. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაიწყოთ მისი წარმოება ახალი მთვარის ან სავსემთვარეობის დროს და ქალღმერთს ან რომელიმე ღვთაებას სთხოვოთ სიბრძნე.



ვიზუალიზაცია:



ივარჯიშეთ ვიზუალიზაციაში, რტადგან ეს ერთ ერთი მთავარი საშალებაა მაგიურ პრაქტიკებში. ზოგს ეს ბუნებრივად გამოსდის, ზოგს კი სჭირდება რეგულარული ვარჯიში, სანამ გამოსახულება გონებაში არ გახდება მკაფიო. ვიზუალიზაციის პრაქტიკა ასევე ავითარებს წარმოსახვას და კრეატიულობას.



მაგიაში ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რიტუალის ან შელოცვის დროს თქვენი სურვილი რეალისტურად უნდა დაინახოთ და შეძ₾ებისდაგვარად შეიგრძნოთ, თითქოს ეს უკვე რეალობაა. ივარჯიშეთ დღეში 5 წუთით მაინც, მაგრამ პირველ ეტაპზე სასწაულებს ნუ დაელოდებით. ყველას საკუთარი ტემპი აქვს — უბრალოდ მოდუნდით და არ იჩქაროთ.



არ ეცადოთ ყველაფრის ერთდროულად სწავლას. ვიზუალიზაცია თქვენი ენერგიის ძალიან დიდ ნაწილს ხარჯავს, ამიტომ აუცილებელია მშვიდად და აუღელვებლად გააკეთოთ სავარჯიშო.



ამ პრაქტიკას ერთი კვირა მაინც დაჭირდება. დაჯექით კომფორტულად და დარწმუნდით, რომ არავინ შეგაწუხებთ.



პირველ დღეს წარმოიდგინეთ ვარდი ან გვირილა. დაინახეთ მისი მკვეთრი წითელი ფერი, თითოეული ფურცელი და ბუტკო. იგრძენით ტექსტურა და სურნელი.


მეორე დღეს იგივე გააკეთეთ ნარინჯისფერი ყვავილით.


მესამე დღეს — ყვითელი,


მეოთხე დღეს — მწვანე,


მეხუთე დღეს — ლურჯი,


მეექვსე დღეს — იისფერი,


მეშვიდე დღეს — თეთრი. წარმოიდგინეთ, როგორ აფრქვევს ყვავილი თეთრ სინათლეს.



როცა თითოეული ყვავილის ცალ-ცალკე დანახვას ისწავლით, სცადეთ მათი ერთდროულად წარმოდგენა. დაინახეთ, როგორ იზრდებიან ისინი თქვენს წინ. შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ ირევა მათი ფერები ერთმანეთში, ცისარტყელას მსგავსად და გარს გეხვევათ ლამაზი, ცოცხალი სინათლე.



დაწოლის წინ წარმოიდგინეთ პენტაგრამა ოთახის კარზე — როგორც დამცავი, გონებაში ატრიალეთ ის აზრი რომ ეს პენტაგრამა გიცავთ, ასევე კიდევ ერთი პენტაგრამა წარმოიდგინეთ ფანჯარაზე. შემდეგ წარმოიდგინეთ თითო პენტაგრამა საწოლის ფეხებთან, თავთან და ორივე გვერდზე. ეს არის ძლიერი და სასარგებლო დამცავი პრაქტიკა.



რელაქსაცია:



დაძაბულობა ქმნის ბარიერს ჩვენსა და ქვეცნობიერის უსასრულო ენერგიას შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია სხეულის მოდუნების სწავლა.



ეს ვარჯიში რეგულარულად შეასრულეთ. დღეში 5–10 წუთი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კვირაში ერთხელ დიდი ხნის განმავლობაში. აირჩიეთ დრო, როცა არავინ შეგაწუხებთ. დაწექით საწოლზე და დახუჭეთ თვალები — ამით ქვეცნობიერს აძლევთ სიგნალს, რომ დასვენების დროა.



წარმოიდგინეთ, რომ მოდუნება წყლის ნაკადივით ვრცელდება მთელ სხეულზე. პარალელურად დაჭიმეთ და მოადუნეთ თითოეული კუნთი — ფეხებიდან დაწყებული. როცა სრულად მოდუნდებით, შეინარჩუნეთ გონებაში გამოსახულება ან უბრალოდ „გაჰყევით ნაკადს“.



დაბრუნებისას ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიწელეთ, ხელები მსუბუქად დაიტყაპუნეთ სხეულზე და დალიეთ წყალი. სასურველია ვიზუალიზაციის წინ ყოველთვის ეს რელაქსაცია გამოიყენოთ.



ჯადოქარი ბუნებასთან ჰარმონიულ ერთიანობაში ცხოვრობს. და რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ხეებთან კონტაქტი? აირჩიეთ დრო, როცა არავინ შეგაწუხებთ. შემდეგ აირჩიეთ ხე, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. მიეყრდენით მას ზურგით და დახუჭეთ თვალები. იგრძენით, როგორ გადმოდის ხის სითბო თქვენში და გადუნებთ.



ან წარმოიდგინეთ, რომ თავად ხე ხართ. იგრძენით ფესვები, რომლებიც ღრმად, მიწაში ეშვება. შემდეგ — ძლიერი და სწორი ღეროები როგორ იქცევა ტოტებად. შემდეგ — ტოტები, რომლებიც ჰაერს კვეთავენ. იგრძენით ქარი ფოთლებში ..... შეეცადეთ ეს ყველაფერი რაც შეიძლება რეალურად შეიგრძნოთ და აღიქვათ. შემდეგ დაბრუნდით რეალობაში. აღიქვით ხის აურა — როგორც მწვანე სფერო, რომელიც რამდენიმე მეტრზე ვრცელდება.



გრძნობთ თუ არა მის ენერგიას? მოუსმინეთ ხეს. გეუბნებათ რამეს? რა აზრი, სურათი, სუნი ან შეგრძნება მოდის? ეს ყველაფერი ჩაიწერეთ, რადგან შემდგომში გაანალიზებისთვის დაგჭირდებათ. დასრულების შემდეგ იგრძნობთ სიმშვიდეს. მადლობა გადაუხადეთ ხეს. თქვენი გამოცდილების გაზიარება აუცილებელი არ არის, თუმცა შეგიძლიათ ჩაწეროთ იგი თქვენს ჩრდილების წიგნში. ეს თქვენი მაგიური იდენტობის ფორმირების ნაწილია.



დამცავი „საპნის ბუშტი“ (ან ენერგეტიკული გარსი) რეალურად წარმოადგენს მაგიურ მინი-წრეს ან სფეროს და ძალიან ეფექტურია მაგიური პრაქტიკის დროს საკუთარი დამცავი ბარიერის შესაქმნელად. ეს ტექნიკა მოითხოვს ვიზუალიზაციის უნარს. საწყის ეტაპზე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამხმარე საშუალებები — მაგალითად, მრგვალი ხალიჩა ან მონიშვნა სივრცეში. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ სხვა შეგრძნებები: იგრძნოთ მისი არსებობა, მოისმინოთ მსუბუქი ზუზუნი (როგორც ელექტრო ველი), ან თუნდაც წარმოიდგინოთ მისი სუნი.



ეს „ბუშტი“ გეხმარებათ სწრაფი დაცვის შექმნაში — ის ინახავს თქვენს ენერგიას შიგნით, სანამ მზად იქნებით მისი გამოყენებისთვის. ასევე ძალიან სასარგებლოა მაშინ, როცა შიში ან საფრთხის შეგრძნება გაქვთ — მაგალითად, ისეთ გარემოში ყოფნისას, სადაც ბევრ უცხო ადამიანს ხვდებით.



ასეთ სიტუაციებში გარსი გეხმარებათ სიმშვიდისა და უსაფრთხოების შეგრძნებაში. თუმცა მნიშვნელოვანია ბალანსი — არ უნდა მოხდეს ამ სავარჯიშოს ბოროტად გამოყენება, შეიძლება აგრიყოთ ადამიანებისგან. ასეთ დროს სოციალურ გარემოში უმჯობესია წარმოიდგინოთ ოქროსფერი ან ვარდისფერი ბუშტი, რომელიც სითბოსა და მეგობრულ ენერგიას ავრცელებს.



წარმოიდგინეთ კვერცხის ფორმის სინათლის ენერგეტიკული გარსი, რომელიც მთლიანად გარს გერტყმით, შეეცადეთ წარმოიდგინოთ ეს „კვერცხი“ როგორ ვრცელდება დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსზე თქვენი სხეულიდან.



ეს გარსი მოქმედებს როგორც ფილტრი, შიგნით უშვებს ყველაფერს, რაც სიხარულს და დადებით ენერგიას გაძლევთ, ხოლო გარეთ არ უშვებს იმას, რაც არ გსურთ ან რაც გთრგუნავთ, ამ მიზნისთვის ხშირად გამოიყენება ცისფერი ფერის ნათება, როგორც დამცავი ენერგია, წარმოიდგინეთ ეს კვერცხი დღეში რამდენჯერმე. იგრძენით მისი არსებობა, და შემდეგ თითქოს შეერთდით მასთან — რადგან ის თქვენი მაცოცხლებელი ენერგიით არის შექმნილი.



არ დაგავიწყდეთ მისი „დაშლა“ გამოყენების შემდეგ. დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობის ნაწილად იქცევა და დაგეხმარებათ სხვადასხვა მენტალურ და ენერგეტიკულ ვარჯიშებში. თუ გიჭირთ მისი გამყარება და სიმტკიცის შეგრძნება, უბრალოდ კონცენტრირდით იმაზე, რომ თქვენი შინაგანი სინათლე გამოდის სხეულიდან და მთლიანად გარს გერტყმებათ.



არ დაგვავიწყდეს სამუშაო ალტარის შექმნა



არ არის აუცილებელი მაშინვე დაიწყოთ სამუშაო ალტარის შექმნა, თუმცა სასურველია გამოყოთ ოთახში პატარა სივრცე ან თარო, რომელიც მაგიურ ნივთებს დაეთმობა. ეს ადგილი შეიძლება გამოიყენოთ სეზონებთან დასაკავშირებლადაც. თუ არ გსურთ, რომ ალტარი თვალსაჩინო იყოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კარადის თაროც — თუმცა ასეთ შემთხვევაში სანთლების ანთება ნაკლებად პრაქტიკული იქნება.



ალტარის უპირველესი ელემენტები შეიძლება იყოს ძალიან მარტივი:



• სანთლები


• არომატული სანათი


• საინტერესო ქვა ან კენჭები


• ზღვის ნიჟარა


• ბუნებაში სიარულის დროს აღებული ნებისმიერი ნივთი


• ან სურათი, რომელსაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.



ალტარის მთავარი იდეა არის ძალის კონცენტრაციის ადგილი.



თქვენი განვითარების პროცესში ის შეიძლება გახდეს რიტუალების სივრცე — ადგილი, სადაც განათავსებთ რიტუალურ ნივთებს, ქალღმერთისა და ღმერთის სიმბოლოებს, პენტაგრამას და სხვა ატრიბუტებს. შეგიძლიათ დაამატოთ ყვავილები, პერიოდულად შეცვალოთ, შეინარჩუნოთ სისუფთავე და არ გადაავსოთ ზედმეტი ნივთებით რადგან ეს არის თქვენი მაგიური სამუშაო სივრცე. არ შეზღუდოთ საკუთარი თავი — განათავსეთ იქ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეს თქვენი მაგიური იდენტობის ნაწილია და თქვენი ქვეცნობიერი ამ გზით უკეთ სწავლობს საკუთარ თავს.



ეს არის თქვენი პირველი მნიშვნელოვანი სავარჯიშო ვიზუალიზაციაში და შესაძლოა რამდენჯერმე დაგჭირდეთ მისი შესრულება, სანამ სრულად გამოგივათ. თუ თავიდან რთულად გეჩვენებათ, იმუშავეთ მხოლოდ პირველ ნაწილზე, ვარჯიშის დროს სანამ კომფორტს არ იგრძნობთ.



თქვენი როგორც ჯადოქრის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიში დაკავშირებულია სულიერ სიბრტყეებთან — იქ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი პირადი მასწავლებლები, რომლებიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისნი არიან. თუ შინაგანი ხედვით „დაინახვა“ გიჭირთ, შეგიძლიათ უბრალოდ აღწეროთ ეს ადგილი გონებაში ან იგრძნოთ იგი როგორც ემოცია, ხმა ან შეგრძნება. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ვიზუალიზაცია ჩაიწეროთ აუდიო ფაილის სახითაც.



ახლა დროა შექმნათ თქვენი ასტრალური ტაძარი. (მას „ასტრალური“ ეწოდება, რადგან ასტრალი არის სულიერი სამყარო) — ანუ სულ „სხვა რეალობა“ თქვენთის ეს სხვა რეალობა, ნამდვილად რეალურია თუ არა, მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებით მიხვდებით. ამაზე პასუხი ასეთია: ის ერთდროულად ორივეა, რეალური და არარეალური. ასტრალური ტაძრის შესაქმნელად აუცილებელია წმინდა ადგილის ფორმირება, რადგან სწორედ წმინდა ადგილი განაპირობებს თქვენი ასტრალური ტაძრის სიძლიერეს.



წარმოიდგინეთ ადგილი, რომელიც თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და უსაფრთხოა ან მაგალითად შეგიძლიათ თქვენი წარმოსახვით გააძლიეროთ თქვენი სამუშაო ალტარი რადგან ის შეიძლება იყოს ნებისმიერი სივრცეში და ადგილზე მაგ: მიწაზე, წყალქვეშ, მთებში ან თუნდაც ჰაერში ღრუბლების ზემოთ.



ამ შემთხვევაში წმინდა ადგილის ფორმირებისთვის თქვენს წარმოსახვაში უდიდეს როლს განცდა ასრულებს, რადგან რწორედ ეს განცდა სძენს ამ ადგილს განსაკუთრებულობას. თქვენს წარმოსახვაში შენებისა და განცდების გარდა აუცილებელია გარკვეული დეტალებით შევსება, ანუ ამას ოკულტურ პრაქტიკებში წმინდა ადგილის აშენება ქვია, რა თქმა უნდა ამას ფიზიკურ პლანზე მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს ნიშნავს თქვენი პირადი სივრცის მუდმივ შევსებას დეტალებით, სანამ იგი არ გახდება ცოცხალი და რეალური თქვენს გონებაში.



სამომავლოდ შიდა რიტუალური სივრცის სტრუქტურირებისთის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმართულებები — ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. არ იჩქაროთ. ნელ-ნელა დაამატეთ დეტალები, შეცვალეთ და გააუმჯობესეთ თქვენი სივრცე ისე, რომ იგი გახდეს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული.



შეიძლება შეამჩნიოთ გარკვეული არსებები, ადამიანებსი ან ცხოველების ან სულაც ნებისმიერი რელიგიური თუ წარმართული ღვთაებების სახით მოსული ენერგიები, რომლებიც თითქოსდა დასახმარებლად მოდიან, ან სურთ თქვენთან გარკვეული კომუნიკაცია, ამ დროს უნდა დაუსვათ კითხვა: „სიყვარულით მოხვედით?“



თუ პასუხი დადებითია — მიიღეთ მათი დახმარება და მიიღეთ გარკვეული ცოდნა, თუ გაქრნენ, ამ შემთხვევაში მტრულად განწობილები ამ კოდურმა სიტყვებმა გაფანტა.



როდესაც იგრძნობთ, რომ საკმარისი გააკეთეთ თქვენი ტაძრის ფორმირებისთვის, დაემშვიდობეთ მას და დაბრუნდით ყოველდღიურ რეალობაში. ჩაწერეთ გამოცდილება თქვენს წიგნში ან დღიურში, მაგრამ ეს თქვენი გამოცდილება არ გაუზიაროთ სხვებს — არც მეგობრებს.


რეალობაში დაბრუნების შემდეგ აუცილებელია „დამიწება“: მსუბუქად დაირტყით სხეულზე ხელები, შეეხეთ იატაკს, დალიეთ ან მიირთვით წყალი, წვენი, ჩაი ან ბალახეული ნაყენი, რადგან ეს აუცილებელია. დამიწება უნდა გახდეს თქვენი ჩვეული პრაქტიკა — ყველა მსგავსი ვარჯიშის შემდეგ.



MAGAMON DAGON



მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ



#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world



@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page