top of page
Sphere on Spiral Stairs

სასიყვარულო ჯადოს (ე.წ პრივოროტის) დროს დაშვებული შეცდომები და შედეგები



სასიყვარულო ჯადოს ირგვლივ ძალიან ბევრი ბურუსით მოცული ისტორიებია და ამ ყველაფრის დიდი ნაწილი რეალობას არ შეესაბამება.


ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა — და ამას ვამტკიცებ პრაქტიკაზე დაყრდნობით — რომ არსებობს ერთი მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წესი:


თუ არ იცი რას აკეთებ — ნუ დაიწყებ.


როცა ადამიანი „არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში“, „ეშინია“, „ეჭვი ეპარება“, არ უნდა მოკიდოს ხელი, ან არ უნდა მივიდეს სპეციალისტთან, რადგან პირველი რაც მოეთხოვება ადამიანს - იგი უნდა იყოს სრულიად დარწმუნებული.


თავის არსით სასიყვარულო მაგია არის მექანიკური პროცესი. მას აქვს გარკვეული „ჩარჩო“ — მოქმედებების სტრუქტურა, რომელსაც კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებით იყენებენ.


სიტუაციები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ არსი ერთია:


სწორი გეგმა + სწორი მოქმედება = სასურველი შედეგი.


თუ ყველაფერი სწორად არის გათვლილი, შედეგი მოდის სტაბილურად და მინიმუმამდეა დაყვანილი არასასურველი ეფექტების რისკი — როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერიოდში.


საინტერესოა, საიდან ჩნდება მაშინ ნეგატიური შედეგები პრაქტიკაში?


ჩემი გამოცდილებით მთავარი მიზეზი ყოველთვის ერთია — სიტუაციის არასწორი შეფასება და არასწორი გათვლა.


მარტივად რომ ვთქვათ, არის რეალობა“ რისი შეცვლაც სურთ და არის „სურვილი“ რომელიც ყოველთვის არ არის რეალობის შეცვლისთვის საკმარისი.


შემდეგი ნაბიჯია სწორი გეგმა რომ მივიდეთ სასურველ შედეგამდე. ლოგიკა მარტივია და სრულიად გასაგები, მაგრამ სწორედ აქ ჩნდება პრობლემა.


ადამიანებს აქვთ საკუთარი ცხოვრების სუბიექტური აღქმა. და ეს ბუნებრივია.


პრაქტიკაში ჩანს, რომ დაახლოებით 5% სწორად აფასებს საკუთარ სიტუაციას, დანარჩენი 95% კი ცდილობს დაარწმუნოს სპეციალისტი, რომ მხოლოდ მათი ხედვაა სწორი.


მაგ: „მე ასე მინდა და ესე უნდა იყოს“ — ხშირად ეს ხდება ძირითადი არგუმენტი.


1)...ქალი ამტკიცებს, რომ მისი შეყვარებული მხოლოდ იმიტომ არ ტოვებს ცოლს, რომ მათ საერთო შვილი ჰყავთ. მისი აზრით, თუ ცოლი და შვილი არ იქნებოდა, მამაკაცი მაშინვე მასთან დაბრუნდება.


მაგრამ რეალურად ასეთი შეფასება ხშირად არასწორია და შედეგის გათვლაც შესაბამისად მცდარია.


2)...„თუ ის ინვალიდი გახდება, აღარავინ დასჭირდება და მხოლოდ ჩემი იქნება.“


ესეც ემოციური და არა რეალისტური ხედვაა.


3)...„თუ კაცის ცხოვრებაში სხვა ქალი არ გამოჩნდებოდა, ის ოჯახს არ დატოვებს.“


სინამდვილეში, პრობლემის ფესვი ხშირად ურთიერთობაშია და არა მესამე პირებში.


4)...„ის ჩემმა გადამეტებულმა სიყვარულმა გააქცია“ ან „ვიღაცამ მაგიური ზემოქმედებით წაიყვანა“.


ასეთი ახსნა ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება ურთიერთობის დანგრევაში.


ადამიანს ურჩევნია გარე ძალებს გადააბრალოს ყველაფერი, ვიდრე საკუთარ ქცევას და დამოკიდებულებას გადახედოს.


ამ დროს ადამიანი იწყებს სხვადასხვა „გამწმენდ“ მაგიურ პრაქტიკებს, ეძებს სხვადასხვა „პრაქტიკოსებს“, „მკურნალებს“, აკეთებენ სხვადასხვა რიტუალებს — მაგრამ რეალური პრობლემა მაინც არ ქრება.


და ბოლოს, მრავალი წლების შემდეგ ან დიდი ხნის მოლოდინის გამო იწყებენ იმის მტკიცებას რომ „ყველა მაგი თაღლითია“.


ასეთი მოკლე ჭკუის ადამენი იმასაც ვერ ხვდება რო არსებული სიტუაცია სწორად ვერ შეაფასა და სპეციალისტთან ისეთი აბსურდული სურვილით მივიდა, რაც სასურველ შედეგს არ მისცემდა.


მკითხავთ ალბათ თუ რატომ არ აუხსნა სპეციალისტმა მოსალოდნელი შედეგები? გეტყვით, რადგან არც ერთ სპეციალისტს არ აქვს იმისი უფლება კლიენტი გადაარწმუნოს, სპეციალისტის დანაშაული ის არის რომ ასეთი კლიენტი მას არ უნდა მიეღო. დანარჩენზე თვითონ დამკვეთი აგებს პასუხს, მოსალოდნელი შედეგების შესახებ როგორც არ უნდა ესაუბრა სპეციალისტს, კლიენტი მას უბრალოდ არ მოუსმენდა.


5)...ზემოთ გესაუბრეთ სიტუაციის არასწორ შეფასებაზე, ამ პუნქტშიც გავაგრძელებ კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბარს, დამკვეთი მიდის სპეციალისტთან სასიყვარულო ჯადოს შესაკვეთად, მაგრამ დამკვეთი სასურველ ადამიანს ახლოსაც არ იცნობს, მაგრამ საკუთარ ფანტაზიებშია გამოკეტილი, დეტლურად აქვს წარმოდგენილი ურთიერთობის ყოველდღიური სცენები.


მაგრამ სინამდვილეში ის ადამიანი, რომელზეც ეს ფანტაზიებია აგებული, შეიძლება საერთოდ ახლოსაც არ იცნობდეს ან შეიძლება იყოს უხეში, აგრესიული, კრიმინალური წარსულის მქონე, ნარკოდამოკიდებული, ან უბრალოდ უპასუხისმგებლო ავანტიურისტი. მას არც ურთიერთობები აინტერესებს და არც ეს ადამიანი.


ასეთ დროს დამკვეთი იღებს იმ შედეგს რასაც ვეღარ გამოასწორებს, საბოლოვოდ კი ხდება ამ ფანტაზიების თავზე ჩამომხობა.


რა თქმა უნდა, თითოეული სიტუაცია ინდივიდუალურია, მაგრამ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. სტატისტიკას შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ადამიანების მიმართ წარმოდგენები საბოლოვოდ არ მინდა დაგეკარგოთ.


1)...პირველ შემთხვევაში იდეა ასეთია: „მოვაშოროთ ცოლ- შვილი, რომ მამაკაცი უფრო ადვილად მივიდეს ქალთან“.


ეს აბსოლუტურად მიუღებელი სცენარია. ცოლისთვის და ბავშვებისთვის ზიანის მიყენებას მე პირადად არასოდეს განვიხილავ — თუნდაც ვიღაცის წარმოდგენით „კარმულად გამართლებული“ იყოს. ეს არის ჩემი პირადი ეთიკური საზღვარი.


2)...„გავხადოთ ადამიანი ინვალიდი, რომ ვეღარ წავიდეს სხვაგან და მხოლოდ მისი იყოს.“


სერიოზულად თუ შევხედავთ, ეს არის სრულიად არაჯანსაღი და არაეთიკური მიზანი.


3)...„მოვაშოროთ საყვარელი და დავკეტოთ სხვა ქალებისაგან.“


მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ მის მიმართ არ დაგაკრავს ინტერესს? პრობლემა ხომ შეიძლება საერთოდ სხვა რამეში იყოს.


4)...მეოთხე მაგალითის შემთხვევაში ეს არის კიდევ ერთი ტიპური შეცდომა — როდესაც ადამიანი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს და პრობლემის მიზეზს მთლიანად გარეთ ეძებს.


5)...არსებობს სიტუაციები, სადაც მიზნის ფორმულირება თავიდანვე არასწორია.


მაგალითად, შესაძლებელია სასიყვარულო ჯადოს გაკეთება ტექნიკურად, მაგრამ შედეგი მაინც არ დააკმაყოფილებს დამკვეთს. რატომ?


იმიტომ რომ ადამიანს რეალურად არ სურს კონკრეტული პიროვნება — მას სურს საკუთარი ფანტაზიის რეალიზაცია: იდეალური, გამოგონილი სურათი.


პრაქტიკაში კი ის ადამიანი საერთოდ არ შეესაბამება ამ წარმოდგენას და რეალურ ცხოვრებაში მათ შორის ჰარმონია უბრალოდ ვერ შედგება.


და სწორედ აქ იშლება „ვარდისფერი ილუზია“ — როცა უკვე ყველაფერი დაგეგმილია, წარმოსახვაში მომავალ შვილებამდე, გადახდილია თანხა და შემდეგ რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდება. ამ დროს დამკვეთ ამბობს რომ „ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სწორად არ გააკეთეთ…“


ამიტო გრძელდება საათობით ჩემთან კონსულტაცია, რომ რეალურად ავუხსნა ადამიანს: ის რაც სურს, სინამდვილეშიმას საერთოდ რომ არ სჭირდება.


ხოლო მე ასეთ სიტუაციებს „არამუშა მოდელს“ ვუწოდებ — როცა მიზანი თავიდანვე განწირულია და არ შეესაბამება რეალობას.


დავუშვათ, რომ სიტუაცია სწორად შეფასდა და მიზნებიც რეალისტურად განისაზღვრა.


ამ შემთხვევაში კარგად ჩანს:


• რა არის არსებული მდგომარეობა


• რა არის სასურველი შედეგი


• ვინ მონაწილეობს პროცესში


• რა არის ძლიერი და სუსტი მხარეები


ამის შემდეგ ყალიბდება მოქმედების სტრატეგია.


სუსტ მხარეებს შეიძლება დაეხმაროს მიზანმიმართული ზემოქმედება ან რეკომენდაციები ქცევის შეცვლაზე. ძლიერი მხარეები კი ძლიერდება და გამოიყენება როგორც საყრდენი.


ასე იქმნება გეგმა, სადაც ერთი მოქმედება მიჰყვება მეორეს.


მოდით განვიხილოთ ძალიან ჩვეულებრივი შემთხვევა, როგორიც არის ყოფილი ქმრის დაბრუნება და მისთვის შესაფერისი სტრატეგია:


• არსებული ნეგატიური გავლენების მოხსნა


• კონკურენტული ურთიერთობის დაშლა (არა ფიზიკური, არამედ ენერგეტიკული/სოციალური დონით)


• ურთიერთობის გაუმჯობესება ყოფილ ცოლსა და მამაკაცს შორის


• ახალი, სტაბილური ურთიერთობის ეტაპობრივი აშენება


გარედან ეს პროცესი თითქოს ბუნებრივად მიმდინარეობს — პრობლემები იშლება, ახალი პირობები ყალიბდება და ურთიერთობა ნელ-ნელა იცვლება.



თუმცა დროდადრო გვხვდება სხვა ტიპის მიდგომაც — როდესაც ყველაფერი ძალდატანებაზეა აგებული:


„საკუთარი სურვილით არ უნდა დაბრუნება მაგრამ უნდა დავაბრუნებთ ძალით.“


ასეთ შემთხვევაში ადამიანი ფაქტობრივად იძულებით „მოჰყავთ“ ურთიერთობაში.


მაგრამ პრობლემა სწორედ აქ იწყება — ის იქ არ მოდის საკუთარი სურვილით.


და რაც იძულებით არის მიღწეული, იშვიათად ინარჩუნებს სტაბილურობას.


იმიტომ რომ იქ არ არსებობს შინაგანი არჩევანი — მხოლოდ გარე ძალა მოქმედებს.


რადგან ასეთი ტიპის ურთიერთობები „დაზომბირებულ“ მდგომარეობაში გრძელდება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენზეც არის გათვლილი მაგიური ზემოქმედება. როგორც კი ეს გავლენა სუსტდება ან სრულად ქრება, მამაკაცი თითქოს იბრუნებს საკუთარ ნებას და ხშირად — შიშითა და დისკომფორტით ან და კონფლიქტებით და სხეულის ძლიერი დაზიანებებით — „გარბის“ ამ სიტუაციიდან.


გარდა ამისა, ასეთი ძალდატანებითი მაგიური ჩარევა ყოველთვის ტოვებს კვალს!!!


ამისათის საჭიროა რეალურად დავფიქრდეთ: როგორ ცხოვრობს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში?


ის ცხოვრობს ისე, როგორც თავად არ უნდა ცხოვრება. ხედავს იმას, რაც არ სურს დაინახოს, ისმენს იმას, რაც არ უნდა ესმოდეს და აკეთებს იმას, რასაც ნორმალურ პირობებში არასდროს გააკეთებდა.


შედეგად შეიძლება განვითარდეს:


• დეპრესიული მდგომარეობები


• რეალობიდან გაქცევა


• ალკოჰოლზე დამოკიდებულება


• ნარკოტიკები


• აზარტული თამაშები


• სექსუალური დეზორიენტაცია და ქაოტური ქცევები


ეს მხოლოდ ნაწილია იმ შესაძლო უარყოფითი შედეგებისა, რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს!!!


ასეთ დროს მნიშვნელოვანია ორი ძირითადი საკითხის გათვალისწინება: დამცავი და უსაფრთხო მუშაობა და არსებული სიტუაციის დაბალანსება სასიყვარულო ჯადოსთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები, ჩვეულებრივ კეთდება დამატებითი დაცვის სისტემები:


• ე.წ კარმული გადამისამართება


• „უკუგებისგან“ (დაბრუნების ეფექტისგან) დაცვა


• ენერგეტიკული უკუ-ზემოქმედებისგან დაცვა ანუ გადმორტყმისგან თავის არისება.


ეს ტერმინები ხშირად რთულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში სპეციალისტისთვის ისინი საკმაოდ მკაფიო ტექნიკური პროცესებია.


თუ ადამიანი ამ ელემენტებს არ იყენებს ან ერთმანეთში ურევს, დიდი შანსია, რომ ის საერთოდ არ იყოს პროფესიონალი.


თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგჯერ გამოცდილ სპეციალისტებსაც კი შეიძლება გამორჩეთ ამ დაცვის დაყენება.


*)...მოვიდა კლიენტი შემდეგი სურვილით:


„მჭირდება შავი ქორწინება — შეძლებთ? რამდენი ღირს?“


მაგრამ სეანსის დროს სინამდვილეში ირკვევა, ის რომ ადამიანს უბრალოდ პარტნიორის დაბრუნება სურს. აქაც ვხედავთ არსებული სიტუაციის არასწორ შეფასებას რადგან დამკვეთი სპეციალისთან მისვლამდე თავად აკეთებს დასკვნებს, ინტერნეტის საშუალებით ეძებს მასალებს, სახავს არასწორ მიზანს, ამის შემდეგ ეძებს სპეციალისტს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „შავი ქორწინება“ თავის არსით არ არის ინსტრუმენტი დაკარგული ადამიანის დასაბრუნებლად — იგი სხვა ტიპის ზემოქმედებაა.


არასწორად შერჩეული მეთოდი ყოველთვის იძლევა არასწორ შედეგს.


თუ ადამიანი უკვე ენდო სპეციალისტს და პროცესი დაწყებულია, ამ დროს აუცილებელია:


„უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია ზუსტად და დროულად.“


თუ სპეციალისტი ამბობს:


„არ დარეკოთ, არ მოახდინოთ ზეწოლა, არ ჩაერიოთ“ — ეს ზუსტად ასე უნდა შესრულდეს.


მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ხდება პირიქით:


ადამიანი მაინც რეკავს, შემდეგ „მესამედ აღარ დავრეკავ“ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს და ამით უკვე არღვევს პროცესს.


შემდეგ კი, როცა შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის სპეციალისტზე.


„შენ ხომ მაგი ხარ, უნდა გცოდნოდა როგორი ადამიანი ვარ…“


რეალურად კი საქმე სხვაგვარადაა:


ეს პროცესი პირველ რიგში თავად დამკვეთის ცხოვრებას ეხება, და მისი ქცევა პირდაპირ გავლენას ახდენს შედეგზე.


სპეციალისტისთვის ეს უბრალოდ სამუშაოა, ხოლო დამკვეთისთვის — პირადი ცხოვრება, ემოციები და მომავალი.


დასასრულს უნდა ვისაუბროთ მოჩვენებითი შედეგებზეც


ეს არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში უარყოფითად ხდება, ავტომატურად მიაწერს მაგიურ ზემოქმედებას.


რეალურად კი ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული სასიყვარულო ჯადოებთან.


ეს არის პასუხისმგებლობის გადატანის ფსიქოლოგიური მექანიზმი.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე გაქვთ სხვადასხვა ტიპის მაგალითები და დარწმუნებული ვარ თქვენც ძალიან ბევრი მოვლენის შემსწრენიც გახდებოდით, სანამ ამ საკითხზე სპეციალსტს მიაკითხავთ ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, სწორად შეაფასეთ თქვენი პრობლემა, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და ყველანაირი პასუხისმგებლობის გადატანას სპეციალისტზე ნუ გააკეთებთ, რადგან თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დეტალები მხოლოდ თქვენ იცით, მაგიურ ჩარევამდე სასურველია ჯერ ფსიქოლოგს მიმართოთ და მასთან ერთად უკვეთ გაერკვეთ რა სახის პრობლემასთან გაქვთ საქმე, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ რომელიმე გამოცდილ მაგთან სიარული.


შედეგი თუ ვერ დგება არ ნიშნავს იმას რომ სპეციალისტი არ ვარგა, ამ პროცესში მარტო მაგი არ იღებს მონაწილეობას, აქ ერთ ერთი მთავარი მოქმედი პირი სწორედ თქვენ ხართ და თქვენზეა დამოკიდებული დაწყებული პროცესის საბოლოვო შედეგი!!!



MAGAMON DAGON



მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ



#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world



@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page