top of page
Sphere on Spiral Stairs

სიმდიდრესთან ნიშნობა!

3 авг.
1 мин. чтения

კეთდება მზარდი მთვარის დღეებში. ძალიან კარგია მისი გაკეთება მე-2, მე-3, მე-5, მე-7, მე-12 მთვარის დღეებში. კიდევ უკეთესია, თუ ერთ-ერთი მათგანი ხუთშაბათს ან კვირას დაემთხვევა.

შეიძინეთ ახალი საცერი და 2 ნაჭერი წითელი და შავი ქსოვილი და აიღეთ 10 ვერცხლისფერი მონეტა ან 20 ცალი 50 თეთრიანები. სახლში მისვლისას აიღეთ ფქვილი, შეურიეთ ამ მონეტებს და გაცერით შავ ქსოვილზე. საცრიდან ამოღებული მონეტები დადეთ წითელ ქსოვილზე.

გაცრილ ფქვილზე 3-ჯერ თქვით:

ჩემო ტიალო სიღარიბევ,

გიხსენიებ ხსოვნის სიტყვებით,

გამომშვიდობების სიტყვებით.

შედი, სიღარიბევ, ღვეზელში,

დატოვე ჩემი ზღურბლი.

ამინ.

ფქვილისგან გამოაცხვეთ ბლინები ან ღვეზელები რასაც დაარქმევთ "სიღარიბის მოსახსენიებელ ღვეზელებს ან ბლინებს".

დადეთ ბლინები შავ ქსოვილზე და აჭამეთ ძაღლებს. შავი ქსოვილი მაშინვე დაწვით.

სახლში დაბრუნებისას, მიდით წითელ ქსოვილთან, რომელსაც მონეტებით აავსებენ, 3-ჯერ თქვით მონეტებზე და ყოველჯერზე გადასახეთ პირჯვარი:

ჩემო იღბლიანო სიმდიდრევ,

ლამაზ სიტყვას გეტყვით,

ქორწილის სიტყვას გეტყვით,

საქორწინო ბეჭედს გავიკეთებ.

სიმდიდრესთან შევუღლდები,

ფულს დაუმეგობრდები.

ამინ.

შეახვიეთ ქსოვილი მონეტებით და დამალეთ უცხო თვალებისგან მოშორებით.

ამ ფულის დახარჯვა არ შეიძლება.

და სანამ არავინ იპოვის, ან მას თუ არავინ შეეხება, ფული მდინარესავით შემოვა თქვენს სახლში და თქვენ მდიდარი იქნებით.

არავის მოუყვეთ ამ რიტუალის შესახებ!!

გამოიწერეთ და გადააზიარეთ გვერდი.....

კონსულტაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში....

© Magamon Dagon

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page