top of page

სწორი თუ მცდარი კონტაქტები უხილავ ძალებთან...

საუბრებში, უძველეს (პირველყოფილ და პირველქმნილ) ძალებთან პირად კონტაქტზე სულ უფრო ხშირად გამოხატავენ აღფრთოვანებას ახალბედა “სპეციალისტები“, ვისაც დაუფარავად უწოდებენ არქიდემონებს, არქანგელოზებს, უძველესი ცივილიზაციების დაამარსებლებს, ძველებს - ვინც შექმნა სამყარო და სხვადასხვა კოსმიურ წარმომადგენლებს, მათ შრის გალაქტიკურ ფედერაციებს და მათ თვალსაჩინო ლიდერებს ამ ე.წ კონტაქტების შემდეგ თუ ისევ აქ აგრძელებთ ყოფნას, ურთიერთობებს და იგივე სიტუაციაში იმყოფებით, ესეიგი მთლას ის ძალები და ენერგიები არ ყოფილა, ვისაც უძველეს და პირველყოფილ ძალებად მოიაზრებდით.


გილოცავთ ამ ფორმით თქვენს „ზებუნებრივ“ კონტაქტებში უკვე შეცდით, მაგრამ ცუდია რომ აყევით თქვენს წარმოსახვას და საკუთარ ფანტაზიებში აირიეთ, რაც იყო ნაკარნახევი დაბალი ვიბრაციების მქონე არსებების მიერ, სწორედ რომ ამით იკვებებიან თქვენი ენერგიებით, ქედმაღლობით, შეცდომებით, შეგრძნებებით და ემოციებით. ამ სახით კონტაქტებს ოკულტურ პრაქტიკებში შეჩენილობას უწოდებენ (ლიავრები, მაჯლაჯუნები, დაბალი რანგის ავსულები და ა.შ). მაგრამ გახსოვდეთ, ადამიანი როცა ხდება დაბალი ვიბრაციების მქონე არსებებისგან მართული, მაღალი ვიბრაციების მქონე არსებებისთვის ასეთი ადამიანი უკვე უინტერესო ხდება. გაფრთხილდით და სპეციალისტებთან საგულდაგულოდ გადაამოწმეთ რა არსებებთან შედიხართ კონტაქტში... ქვემოთ დასმული კითხვებით გადაამოწმეთ რამდენად ხართ დამოკიდებული დაბალ ვიბრაციებზე მყოფ არსებებზე ან ხართ თუ არა მზად რეალურური კონტაქტისთვის პირვეყოფილ ქმნილებებთან: 1. გაცნობიერებულად შეგიძლიათ საკუთარი ემოციების მართვა? 2. შეგიძლიათ შეაკავოთ და დააბალანსოთ თქვენში არსებული სიბრაზე და ამპარტავნება, ეს უკანასკნელი გარდაქმნათ შინაგან სიმშიდედ? 3. გონებაში შეგიძლიათ შეაჩეროთ აზრები და ფიქრები? 4. შეგიძლიათ მართოთ თქვენი დამოკიდებულება და მისწრაფებები? 5. შეგიძლიათ თქვენში განასხვავოთ ბნელი და ბილწი და არა ბნელი და ნათელი? 6. უპასუხეთ თქვენს თავს თუ რატომ გინდათ პირველყოფილ ქმნილებებთან კავშირი? საკუთარი ემოციების, ფიქრების,ბრაზის, ამპარტავნების, მიდრეკილებების, მართვა ვისაც არ შეუძლია ის კარგავს ინდივიდუალურობას, რის გამოც ადამიანი ხდება დაბალი ვიბრაციების მქონე არსებების მსხვერპლი. ამიტომ გადაამოწმეთ და დაფიქრდით რა ძალებთან შედიხართ კონტაქტში და დებთ გარიგებას (მათ შორის ე.წ სულის გაყიდვას)) .. ) დაიმახსოვრეთ ძალაუფლების და მიწიერი სარგებლის მიღების მიზნით შეთანხმებები, სულის გაყიდვები, გამოხმობები და კონტაქტები- ყველაზე დიდი შეცდომაა ახალბედა პრაქტიკოსისთვის, რამეთუ ყველა პირველყოფილი არსება იმდენად წმინდაა თავისი ბუნებით რომ მიუხედავად თავისი თავდაპირველი ამბოხისა, დაცემულებიც კი ღვთაებრივ საწყისს ფლობენ, მათთვის მნიშნელოვანი უპირობო სიყვარული და ერთგულებაა და არა თქვენი სისხლით მორწყული და ანტურაჟით გაფორმებული სარიტუალო ადგილები, ამით ხდება თქვენი სულის, გულის, გონების, სიყვარულის და სისუფთავის გამოცდა, ფიზიკურ სხეულს და მიწიერ ძღვენს სურვილისამებრ ისინი ისედაც მიიღებენ თქვენი ნებართვის გარეშე... ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით-უთქვამთ ძველად ბრძენებს, შეეცადეთ მცდარ ნაბიჯამდე ჯერ საგულდაგულოდ შეისწავლეთ და გაარკვიეთ რა ძალებს უკავშირებთ თქვენს ცხოვრებას, სულს და სხეულს, შემდგომ გადადგით ნაბიჯი, მაგრამ გახსოვდეთ, უკან დასახევი გზა გექნებათ კი?...

 
 
 

Комментарии


bottom of page