top of page
Sphere on Spiral Stairs

ტყვიის ჩამოსხმა.

3 авг.
3 мин. чтения

ტყვიის ჩამოსხმა, ისევე როგორც ცვილის ჩამოსხმა, არის ჯადოსნური პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ნეგატიური პროგრამების მოცილებას. ეს ორი მეთოდი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. და ყველაფერი, რაც ცვილის ჩამოსხმის მეთოდს ეხება, ასევე მისაღებია ტყვიის ჩამოსხმისთვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ზოგიერთი მახასიათებელი. ცვილისგან განსხვავებით, ტყვიას უფრო დიდი ენერგეტიკული ტევადობა აქვს და, შესაბამისად, მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ნეგატივის მოსაშორებლად.

ტყვიის ჩამოსხმა უარყოფითი პროგრამებისგან გაწმენდის უფრო რადიკალური და მოსახერხებელი გზაა და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული გამოყენებისას და წინასწარ სავალდებულო დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს, მაგალითად, ტაროს კარტით, რუნებით ან სხვა ნებისმიერი მეთოდით რაც მანტიკაში გამოიყენება. ტყვია კარგია მძიმე, ძველი, დამანგრეველი პროგრამების და წყევლის მოსაშორებლად, ასევე ყველა სახის ბეჭდის, კონტრაქტის, დესტრუქციული პროგრამების მოსაშორებლად.

ადრე ტყვიის ჩამოსხმა ფართოდ იყო გავრცელებული მუსულმანური მაგიის ტრადიციაში, მაგრამ მისი ეფექტურობისა და სიმარტივის გამო, ის უფრო ფართოდ გამოიყენეს და დღეს ამ მასალის გამოყენებით მრავალი ორიგინალური რიტუალი არსებობს.

1. რიტუალისთვის მომზადება

რიტუალის წარმატებით შესასრულებლად, საფუძვლიანად უნდა მოემზადოთ. ამისათვის უნდა განსაზღვროთ ამოცანები და რაც მთავარია - ნათლად იცოდეთ, როგორი ნეგატივის ჩამოსხმას აპირებთ. გაარკვიეთ თქვენი შესაძლებლობები და კლიენტის მზადყოფნა, რადგან რიტუალი საკმაოდ ბევრ ენერგიას გახარჯვინებთ როგორც ოსტატს, ასევე დახმარების მოთხოვნის მქონე პირს. განსაზღვრეთ რიტუალის ადგილი და დრო. მოამზადეთ საკურთხეველი, საჭირო ნივთები და ხელსაწყოები, ასევე ტყვია, ტყვიის დნობის ჭურჭელი, ტყვიის ჩასასხმელი ჭურჭელი, ცეცხლის წყარო, აირჩიეთ შესაფერისი შელოცვები.

2. ტყვიის მომზადება

ერთჯერადი ჩამოსხმისთვის გამოიყენება დაახლოებით 60-70 გრ ტყვია, ზოგიერთი პრაქტიკოსი იღებს უფრო მცირე რაოდენობის მასალას 15-20 გრ მცირე ჩამოსხმისთვის. ტყვიის შეძენა შეგიძლიათ სათევზაო ან რკინეულობის მაღაზიაში - რიტუალის დაწყებამდე კლიენტს ხელში უნდა დააჭერინოთ ტყვიის ნაჭრები, ხოლო სნეულების გამოტანის შემთხვევაშ იგი მტკივნეულ ადგილზე უნდა დაიდოს 3-5 წუთის განმავლობაში.

3. ტყვიის დნობა

ტყვია რბილი, დნობადი ლითონია და მისი სახლში დნობა მარტივია. ამისათვის საჭიროა მოსახერხებელი ლითონის ჭურჭელი, რომელშიც მასალას მოათავსებთ. ტყვია უნდა გაცხელდეს მაღალ ცეცხლზე, თუ რიტუალი შენობაში ტარდება, უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია, თუმცა სასურველია ჩამოსხმა გარეთ ჩატარდეს.

4. შელოცვები ჩამოსხმისთვის

შელოცვა ან შელოცვები რიტუალის სერიოზული კომპონენტია და წარმოადგენს მაგიურ ვერბალურ ინსტრუმენტს, რითიც პრაქტიკოსის განზრახვა გამოიხატება და მტკიცდება. შელოცვა წინასწარ უნდა შეირჩეს და ისწავლოთ ზეპირად ან ხშრ შემთხვევაშ წაიკითხოთ ფურცლიდან. შელოცვა წარმოითქმის ლითონის დნობისა და ჩამოსხმის დროს. ბევრი პრაქტიკოსი ასევე იყენებს სპეციალურ შელოცვებს სამუშაოს დაწყებამდე და დასრულებამდე, ჩამოსხმის დროს, რიტუალში გამოყენებული წყლისთვის და ა.შ.

5. ტყვიის ჩამოსხმა

ცხელი გამდნარ ტყვიას ფრთხილად ასხამენ წყლით სავსე სპეციალურ ჭურჭელში, სადაც ლითონი ცივდება და მყარდება. ზოგჯერ ტყვიას ქვიშაში ან მარილში ასხამენ. ჩამოსხმის პროცესის ტექნიკა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოსტატის ხელწერასა და მანერაზე. შემდეგ ვიღებთ გამყარებულ ლითონს, ვამოწმებთ მას, ვსწავლობთ მასზე გამოსახულ ან მიღებულ ფიგურებს. სასურველია ჩამოსხმული ტყვია არ აიღოთ შიშველი ხელებით, არამედ ვიმუშაოთ ხელთათმანებით ან ხელსაწყოთი. ჩამოსხმის საერთო რაოდენობა და დღიური ინტენსივობა დამოკიდებულია ოსტატის სიძლიერეზე, დახმარების მოთხოვნის მქონე პირის მდგომარეობაზე და წინა ჩამოსხმის ეფექტურობაზე.

6. ჩამოსხმის გაშიფვრა

ტყვიის ჩამოსხმის გასაშიფრად, თქვენ უნდა გქონდეთ გარკვეული უნარი. მაგიური ნეგატივის ტიპების და მისი გამოვლინებათა მეთოდების ცოდნა, თქვენ შეძლებთ წაიკითხოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ჩამოსხმული ფიგურებიდან, ნიშნებიდან და სიმბოლოებიდან.

7. რიტუალის დასრულება, ჩამოსხმული ტყვიის განადგურება-უტილიზაცია

რიტუალის დასრულება მოიცავს შემდეგ ქმედებებს - ტყვიის ჩამოსხმის უტილიზაციას, რიტუალში გამოყენებული ნივთების გაწმენდას, საჭიროების შემთხვევაში, იმ სივრცის გაწმენდას და ჰარმონიზაციას, სადაც ტყვიის ჩამოსხმა განხორციელდა. თქვენი (ან იმ პირის, ვინც თქვენ მოგმართათ) ფიზიკური, ემოციური და ენერგეტიკული მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში - მიიღეთ შესაბამისი ზომები აღდგენისთვის.

ჩამოსხმის განადგურების მრავალი გზა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია მათი გამდინარე წყალში გადაყრა, ჩამოსხმული ტყვიის გამხმარი ხის ქვეშ დამარხვა, ნაგავში გადაყრა. რიტუალის ადგილის წინასწარ გაწმენდისა და მომზადების შემდეგ, რიტუალის ეფექტს მრავალჯერ გაზრდით.

გამოიწერეთ გვერდი, გადაუზიარეთ სხვებსაც და მოიწონეთ პოსტები

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page