top of page
Sphere on Spiral Stairs

ქვების გაწმენდა


ქვების გასაწმენდად არსებობს სხვადასხვა მეთოდი: ცეცხლით (სანთლის ალი), წყლით, ზღვის მარილით, მიწით, კვარცის ან ამეთვისტოს დრუზებით, ბალახებითა და ყვავილებით, მთვარის შუქით და სხვა.

ეს მეთოდები განსხვავდება როგორც ძალის ხარისხით, ისე კონკრეტული ქვისთვის შესაფერისი მეთოდით.

ქვა უნდა გაიწმინდოს შეძენის შემდეგ, თუნდაც ქვა იყოს ნაჩუქარი ახლობლისგან, ის მანამდე გადის სხვადასხვა ადამიანის ხელში და ამიტომ აგროვებს უცხო ენერგეტიკულ კვალს.

გაწმენდის მიზანია სწორედ ამ „დამატებითი“ ენერგიის მოცილება.

ამ შემთხვევაში, თუ გაწმენდას ვაკეთებთ სწორად, დონორიდან მიღებული დადებითი ენერგია შეიძლება დარჩეს, ხოლო ზედმეტი — მოიხსნას.

ქვა, ისევე როგორც ადამიანი, საჭიროებს პერიოდულ ენერგეტიკულ წმენდასა და „განახლებას“ მითუმეტეს მაშინ, როცა მფობელს აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა ან დაავადება.

ზოგადად, ქვასთან მუშაობა გულისხმობს მისი ენერგიის შეგრძნებას, რათა დროულად მოხდეს სათანადო რეაგირება.

ცეცხლითა და წყლით გაწმენდა (ტრადიციული მეთოდი)

ქვა დაიჭირეთ სანთლის ალის ზემოთ, მნიშვნელოვანია ის რომ ქვა არ უნდა გათბეს — აქ მუშაობს ენერგია და არა ფიზიკური ცეცხლი, შემდეგ ქვა უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში.

მარილით გაწმენდა

ხშირად გამოიყენება ზღვის მარილი, თუმცა შესაძლებელია ჩვეულებრივი მარილის გამოყენებაც. საზოგადოდ ცნობილია მარილის გამოყენების სამი ვარიანტი: მშრალი, სველი და არაკონტაქტური .

სველი მეთოდი

სველი მეთოდის შემთხვევაში მოამზადეთ ხსნარი დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში, სასურველია მინის ან კერამიკის ჭურჭელი. ქვა ჩადეთ ხსნარში მთელი ღამით, შემდეგ კი გარეცხეთ წყლით.

გაფრთხილება-არსებობს ქვები, რომლებიც არ უნდა გაიწმინდოს მარილიანი წყლით, ეს ქვებია აკვამარინი, აპოფილიტი, ფირუზი, ჰემატიტი, ლაბრადორიტი, მალაქიტი, ოპალი, პირიტი, ფლუორიტი, ქარვა და სხვა .

მშრალი მეთოდი

მშრალი მეთოდის შემთხვევაში ქვა მთლიანად უნდა დაფაროთ მარილით და დატოვეთ ღამით. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაშ არსებობს დიდი საფრთხე, მარილის კრისტალები იმდენად უხეშია რომ ქვების ზედაპირები შეიძლება დააზიანოს ან დაკაწროს, ამიტო ფრთხილად მოათავსეთ ქვები მარილში.

არაკონტაქტური მეთოდი

ქვა მოათავსეთ მინის ჭურჭელში და ეს ჭურჭელი ჩადგით მარილში ისე, რომ ქვა პირდაპირ არ ეხებოდეს მას. ეს მეთოდი გაცილებით უფრო უსაფრთხოა და ხშირად 2–3 ღამით ტოვებენ.

წყლით გაწმენდა

ქვების წყლით წმენდა ხდება როგორც გამდინარე წყლით, ასევე მარილიანი წყლის მეთოდი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

ქვა დაიჭირეთ გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ გააშრეთ ჰაერზე ან მზის სხივების ქვეშ, ზოგჯერ რეკომენდებულია მისი სანთლის ახლოს გაშრობაც — სტიქიების ბალანსისთვის.

წყლით წმენდის დროსაც აუცილებელია შემდეგი ფაქტორის გათვალისწინება, ყველა ქვა არ იწმინდება წყყლით, ქვემოთ ჩამოთვლილი ქვებიდან თუ რომელიმე თქვენს კოლექციაში ინახება, შეესადეთ წყალთან კონტაქტს მოარიდოთ. ეს ქვებია სელენიტი, ცელესტიტი გიპსი-თაბაშრის შემცველობის ქანური წარმოშობის წარმონაქმნები, კრისტალური მარილი-შაბი, კიანიტი და სხვა წყალში ხსნადი ან ფოროვანი მინერალები, ამ შემთხვევებში გამოიყენება მშრალი მეთოდები.

ოთხი სანთლით გაწმენდა

ქვა დაიდეთ სწორ ზედაპირზე. ოთხივე მხრიდან დაანთეთ ერთნაირი სანთლები, ალის ენერგია ქმნის ერთგვარ ველურ „ფილტრს“, რომელიც ქვას წმენდს.სანთლების დაწვის დროს, როდესაც ალები ქვის დონეს ქვემოთ ჩამოვა — პროცესი დასრულებულია. შემდეგ შესაძლებელია მსუბუქი ჩამობანა წყლით — სტიქიების დაბალანსებისთვის.

ცივი გაწმენდა

ცივი წმენდის დროს ქვა მოთავსდება საყინულეში ღამით ან დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. ასეთი წმენდა არ შეიძლება ისეთი მინერალებისთის რომლებიც შეიცავენ წყალს ან წარმოადგენენ ორგანული წარმოშობის მინერალებს, მაგ: ოპალი, მალაქიტი, ქარვა, მარგალიტი, მარჯანი და სხვა

მიწით გაწმენდა

ამ მეთოდის დროს ქვა იფარება მიწით, ან მიწაშ ჩამარხულს ტოვებთ რამდენიმე ღამის განმავლობაში, შემდეგ ირეცხება წყლით. ეს მეთოდი ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით ახალ მთვარეზე დაწყებისას. ამ მეთოდის გამოყენება იდეალურია ბუნებაში, ხის ფესვებთან დამარხვა.ზოგ შემთხვევაში ქვა შეიძლება დარჩეს მიწაში მთვარის მთლიანი ციკლის განმავლობაში.

მთვარის შუქით გაწმენდა

ქვა უნდა იდოს მთვარის შუქზე 3 ღამის განმავლობაში, იწყება სავსემთვარეობის წინ. ეს მეთოდი არა მხოლოდ წმენდს, არამედ ენერგიითაც ტვირთავს ქვას თუ კი სავსემთვარეობიდან დაწყებული მეორე სავსემთვარეობამდე გრძელდება.

ბალახებითა და ყვავილებით გაწმენდა

ქვა თავსდება გამხმარი ბალახების ან ყვავილების ფურცლებში.ეს არის ყველაზე ფაქიზი მეთოდი და ხშირად გამოიყენება სხვა წმენდების შემდეგ ბალანსისთვის.

სასურველი ბალახებია ლავანდა, აბზინდა, ნაძვის წიწვები და სხვა

კვამლით გაწმენდა

კვამლით წმენდა ყველაზე სწრაფი მეთოდია.დაწვით სალბი, კედარი და ღვია, გაატარეთ ქვა კვამლში. ეს წმენდა ზედაპირული ენერგეტიკული დაბინძურების დროს გამოიყენება.

დასკვნითი ეტაპი — დატენვა

გაწმენდის შემდეგ ქვა შეიძლება „დაიტენოს“ კვარცის დრუზებით, კრისტალური გენერატორებით, პირამიდული სტრუქტურებით ან სასურველი ლოცვებით, ფსალმუნებით ან შესაფერისი შელოცვებით

MAGAMON DAGON

მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page