შავი მაგია და არეკვლები (ე.წ. აბრატკები)

შავი მაგია არ არის უბრალოდ ხელობა, ის ცხოვრების წესია, გზა, რომლის გავლაც მხოლოდ საკუთარ არჩევანში ძლიერად დარწმუნებულ ადამიანებს შეუძლიათ. სანამ იდუმალ ძალებს მიმართავთ, მათ შესახებ ძალიან ბევრი რამ უნდა იცოდეთ და თქვენი ძალების გადაჭარბებულმა შეფასებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოთ.
როგორი გაწაფულიც არ უნდა იყოს გრძნეული, მაგიურ პრაქტიკაში ჯადოქარს ყოველთვის ემუქრება სხვადასხვა ფორმის საფრთხეები, რადგან ჯადოქრის ასტრალური სხეული მონაწილეობს ჯადოსნურ მოქმედებებში, მაშინაც კი, თუ ის უშუალოდ არ არის ჩართული კონკრეტულ მაგიურ აქტში. ფაქტია, რომ ჯადოქარი, რომელიც ასრულებს შავი მაგიის რიტუალებს, ზიანს აყენებსადამიანს ან გარშემომყოფებს, აგზავნის სულებს, იყენებს განსაკუთრებული თვისებებისა და „სიხშირეების“ ენერგიებს, ამ შემთხვევაში, მისი ასტრალური სხეული გადადის ამ „სიხშირეებზე“ და ჯადოქარი, როცა ვინმეს ზიანს აყენებს, ასევე საკუთარ თავსაც აზიანებს ამ ქმედებით. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მან არ იცის, როგორ დაიცვას თავი, მაშინ, ყველაფერთან ერთად, ის ასევე იღებს უკუშედეგს. ასეთი დარტყმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ჯადოქრის უარყოფითი გავლენა აირეკლება იმ ობიექტიდან, რომლისკენაც ის არის მიმართული, მაშინ შავი მაგიის რიტუალში გამოყენებული ძალა არ გაქრება, არამედ დაბრუნდება და თავს დაესხმება ჯადოქარს. არეკვლის საფრთხე იზრდება, თუ თავდასხმის ობიექტი გარკვეულწილად იცნობს მაგიურ რიტუალებს. მას შეუძლია გამოგზავნილი ენერგია გაორმაგებულად უკან დაუბრუნოს ჯადოქარს.
ზემოაღნიშნულის გარდა, მაგიური აქტის უკუშედეგი და ენერგიების არეკვლა ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლის რიტუალების დროსაც, როცა ყველა დეტალი არ არის გათვალისწინებული და რიტუალს ახლავს გარკვეული შეცდომები. მაგალითად, ეს ეხება სასიყვარულო შელოცვებს, როდესაც რიტუალის შემსრულებელი პირი შეიძლება თვითონვე აღმოჩნდეს საკუთარი რიტუალის მსხვერპლი.
და კიდევ ერთი რამ: ასტრალური ხსეულების და არსებების გამოძახების დროს ის უფრო შესამჩნევი ხდება იმ არსებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ხშირი ასტრალური შეტევების განხორციელება: ენერგეტიკული ვამპირები, პარაზიტები, ლიარვები, სიზმრისეული არსებები, სუკუბები, ინკუბები და ა.შ. ამის შედეგია ფსიქოლოგიური პრობლემები და ნეგატიური ცვლილებები ჯადოქრის ცხოვრებაშ. სპეციალური ტრენინგი დაგეხმარებათ არა მხოლოდ დაიცვათ თავი ენერგეტიკული შეტევებისგან, არამედ თვალყური ადევნოთ და სწრაფადვე მართოთ და აღკვეთოთ დსაშვებული შეცდომები.
ზოგადი რეკომენდაციები:
1. არავინ უნდა იცოდეს შავი მაგიის რიტუალის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ზემოქმედების ობიექტთან კომუნიკაციის გარკვეული დროით გაწყვეტა, კვალის დაფარვა და დარჩენილი ენერგიის მოცილება.
2. შავი მაგიის რიტუალის დროს აუცილებელია წინასწარ იზრუნოთ საკუთარ ენერგეტიკულ დაცვაზე, აამაშ დაგეხმარებათ მაგიური წრეები, თილისმები და ამულეტები (პენტაკლები, ბეჭდები), სარკეები, წყლით დაცვა, ქვები - ენერგიის აკუმულატორები (მათ პერიოდულად გაწმენდა სჭირდებათ) და ა.შ.
3. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს უკან დახევის რიტუალის შესრულება, ანუ შესრულებული რიტუალის საპირისპირო მოქმედება, რაც ხელს უწყობს მისი ეფექტის განეიტრალებას. ეს ხორციელდება იმ შემთხვევებში, თუ კი მსხვერპლის დაცვა უკიდურესად ძლიერია;
ოპერაციის არასწორად შესრულების შემთხვევაში; თუ რომ რიტუალის შესრულების დროს აჩქარდით; თუ რიტუალი დაცვის გარეშე შეასრულა; თუ ოპერატორის კონტროლის მიღმა ძალების ან უფრო ძლიერი ჯადოქრის ჩარევა მოხდა.
4. თილისმების გარდა, აუცილებელია უკუშედეგისგან (არეკვლისგან) უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველყოფა. ითვლება, რომ უკუშედეგისგან თავის დაცვა გადაცემით შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს შელოცვა რომელიმე ცხოველზე, რათა მან უკუშედეგი მიიღოს, თუ რიტუალი ადამიანზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
ნეგატიური პროგრამის გადაცემის ასეთი რიტუალები დიდი ხანია გამოიყენება, როგორც პრობლემებისა და სხვადასხვა დაავადებებისგან თავის დაღწევის რიტუალები. ძველად, დაავადებები ცხოველებსა და ფრინველებზე გადაჰქონდათ ტყეში სპეციალურად მომზადებული საკვების დატოვებით. ჩვეულებრივ, ახალ ხორცს იყენებდნენ; მას ქსოვილში ახვევდნენ და გონებრივად ნეგატიურ პროგრამაზე კონცენტრირდებოდნენ, რაც შემდგომ ხორცზე გადაჰქონდათ. ამის შემდეგ, ხორცს დანით ჩხვლეტავდნენ და ცხოველს შელოცვის თანხლებით აჭმევდნენ.
5. ყველაზე ეფექტური მეთოდია ენერგეტიკული დაცვა, პასიური და აქტიური, ფარები და ა.შ.
არეკვლისგან დაცვის რიტუალი
ენერგეტიკული ფარის შექმნის მაგალითია პენტაგრამების ვიზუალიზაცია. გახსოვდეთ, რომ დაცვის ასეთი რიტუალების შესასრულებლად საჭიროა კონცენტრაციის, ვიზუალიზაციის და ენერგიის დიდი მარაგების გამოყენება. ასევე დაგჭირდებათ თვითნაკეთი ჯადოსნური დანა, რომლის მეშვეობითაც სწორად შეძლებთ თქვენი ენერგიის წარმართვას. აიღეთ დანა მარჯვენა ხელში, ვიზუალიზაცია მოახდინეთ და კონცენტრირდით თქვენი ენერგიის ნაკადებზე, მიმართეთ ისინი დანით და სხივით დახატეთ პენტაგრამა თქვენს წინ. ვიზუალიზაცია მოახდინეთ ყველა დეტალზე. წარმოიდგინეთ, რომ ის მატერიალურია და შეგიძლიათ შეეხოთ მას. შექმენით მსგავსი დამცავი პენტაგრამები ოთხივე მხარეს და ისინი დააკავშირეთ უწყვეტი ენერგეტიკული ხაზებით.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии