შესახლებები (შეჩენილობა)
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 час назад
- 4 мин. чтения

ლარვები, გარდაცვლილი ადამიანების სულები, დემონები.
შეჩენილობა ადამიანზე ნეგატიური ზემოქმედების სახეობაა, როდესაც მის ენერგეტიკულ ველში დამანგრეველ სამუშაოს არა გამანადგურებელ პროგრამას (ბოროტი თვალი, დაზიანება, სიყვარულის შელოცვა, ლაპლი-გონების დაბინდვა და ა.შ.), არამედ ასტრალური სიბრტყეებიდან დამოუკიდებელი ენერგეტიკული არსება - პარაზიტი ახორციელებს.
ასტრალური სამყარო არსებობს. თუმცა ის ადამიანების უმეტესობისთვის უხილავია. სულები, სხვადასხვა ეგრეგორების ენერგიები, არსებები, ფანტომები, გარდაცვლილი ადამიანების სულებ, რომლებიც არ გადასულან შემდეგ სამყაროში, „ლარვები“ (ასტრალური პარაზიტი-ვამპირი) - ასტრალური სიბრტყის პოპულაციის მცირე ნაწილი. ყველა მათგანი პირდაპირი მნიშვნელობით „დაფრინავს“ ჩვენს თავზე, ჩვენს გარშემო. მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს... დაე იფრინონ. მიკრობების, ვირუსების, სოკოების და ა.შ. მთელი გროვა „დაფრინავს“ ჩვენს გარშემო. და ჩვენ მათ ასე თუ ისე საკმაოდ კარგად ვუგებთ და ვუმკლავდებით.
როგორ? ძალიან მარტივია. ჩვენ გვაქვს იმუნიტეტი, რომელიც თავისი ფუნქციით თრგუნავს ორგანიზმისთვის უცხო ნებისმიერ მიკროორგანიზმს, რომელსაც სურს ჩვენს ხარჯზე ცხოვრება. იმ შემთხვევაში როცა ჩვენი იმუნიტეტის დონე მაღალია, ჩვენ „ძალიან ძლიერები ვართ მათთვის“. მაგრამ თუ იმუნური სისტემის დამცავი ფუნქციების დარღვევაა დაწყებული, მაშინ აქ ვირუსების, ინფექციების, პარაზიტების შეღწევა ადვილად ხდება.
ჩვენ ასევე გვაქვს ენერგეტიკული იმუნიტეტი, ენერგეტიკული ბარიერი, რომელიც უსაფრთხოდ გვიცავს ასტრალური პარაზიტებისა და უცხო გავლენისგან. სპეციალური ვარჯიშით, კოსმოენერგეტიკის სიხშირეებთან მუშაობის გამო ენერგეტიკული ველის გაძლიერებით - ვერც ბოროტი თვალი და ვერც ნეგატიური პროგრამები ვერ გაარღვევს ამ ბარიერს. და ისევე, როგორც ფიზიკური სხეულის იმუნიტეტში ასევე ენერგეტიკული სხეულის იმუნიტეტშიც არის „ჩავარდნები-დარღვევები“ და ამ ხვრელების მეშვეობით ენერგეტიკულ პარაზიტებს შეუძლიათ ადამიანის ენერგეტიკულ სხეულში მოხვედრა.
ეს შეღწევა შეიძლება იყოს სპონტანური (თავისთავად) და განზრახ (სხვა ადამიანის დახმარებით). სპონტანურად - ეს ხდება:
ძლიერი ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის მომენტებში;
ცნობიერების „გამორთვის“ მომენტებში (გონების დაკარგვა, შოკი, ანესთეზია, დოზის გადაჭარბებით „გამოთიშვამდე“);
პოტენციურად საშიშ გეოპათოგენურ ადგილებში ყოფნის დროს (სასაფლაოები, ადამიანების მასობრივი სიკვდილის ადგილები, დამანგრეველი ენერგიების მქონე ძალების ადგილები, ანომალიური ზონები);
როდესაც თვითნებურად „თავს იქცევენ“ მცოდნე ადამიანების გარეშე ასტრალური მოგზაურობებით, სულების გამოძახებით, ოკულტური პრაქტიკებისადმი არასწორი მიდგომებით;
ხალხის მავნე ჩვევა, ხსოვნის დღეებში სასაფლაოებზე წვეულებები მოაწყონ - არყით, ისტერიული ტირულით, ხმაურით და ჩხუბით. სწორედ ასეთ დღეებში და ასეთ ვითარებაში შეგიძლიათ სასაფლაოდან უამრავი პარაზიტი და მავნე ენერგიები გამოიყოლოთ, მაგრამ ამ დროს მიუტევებელი და შეუწყალებელი სულები შეგიჩნდნენ, რადგან ყველაზე საშიში ტიპის - გარდაცვლილების მიუტევებელი და შეუწყალებელი სულებია.
დასუსტების შემდეგ, ჩვენი დამცავი ბარიერი ვერ შეძლებს იმ ასტრალური არსებების „ვირუსული შეტევის“ შეკავებას, რომლებსაც მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებთ - „ჭამა!“. თქვენ ხართ საკვები, ენერგიის წყარო, რომელსაც უნდა მიწვდნენ, შეაღწიოთ,შემოიჭღნენ თქვენს ასტრალურ სხეულებში - ენერგეტიკულ ცენტრებში. ყველაზე ხშირად, ასტრალური ვამპირული არსებები - „ლარვები“ აღწევენ „დამცავ ბარიერს“, რომლებიც, კოღოების მსგავსად, ენერგიას სისხლივით ამოწოვენ და თავად ჩამოვარდებიან. როდესაც თქვენი ენერგია აღდგება, ის უბრალოდ „გამოდევნის“ მათ თქვენი ენერგეტიკული ველიდან. რა თქმა უნდა, თუ ის თავდაპირველად ძლიერი იყო. არსებობენ უფრო ძლიერი არსებები, რომლებსაც საკმარისი ძალა აქვთ უფრო ღრმად შეღწევისთვის - ენერგეტიკულ ცენტრებში და იქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ. ნაწლავის პარაზიტების მსგავსად, ისინი თქვენში ცხოვრობენ და შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრონ, თქვენი ძალის ნაწილის ამოწოვით. და საგულდაგულოდ შერჩეული და სერიოზული წმენდის გარეშე, ეს პარაზიტები ასე ადვილად არ გაქრებიან. ისინი გააგრძელებენ თქვენთვის ზიანის მოყენებას („ვერ იგებთ სად მიდის ენერგია“), ასეთი ენერგეტიკული პარაზიტები არ არიან ისეთი დამაზიანებლები, როგორც უფრო ძლიერი არსებები - დემონური სულები და მკვდარი არსებები როგორც უკვე ავღნიშნე ზემოთ მიუტევებელი და შეუწყალებელი სულები. ამ პარაზიტებს შეუძლიათ ენერგეტიკულ სხეულში შეღწევა გამოფიტვის მდგომარეობაში. ასევე - „გათიშული“ ცნობიერების მომენტებში. შიშებით გამოწვეული გულის წასვლის, ხმოვანი ჰალუცინაციების და მოჩვენებების დროს, მათ შორის „ასტრალური მოგზაურობებიდან გამოწვეყლი“ ენერგეტიკული ინტოქსიკაციის დროს, ნუ დაგვავიწყდება ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების ხილვები და მოჩვენებები, რაც ერთგვარ კონტაქტს წარმოადგენს ასტრალურ არსებებთან.
როდესაც ისინი გეოპათოგენური ხასიათის ადგილებში არიან. ამ ადგილებში ენერგიის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ადგილებში და, ხშირად, ეს ენერგიები არახელსაყრელია ადამიანებისთვის. ეს ასევე შეიძლება იყოს ადამიანების მასობრივი სიკვდილის ადგილები, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ადგილები და ა.შ.
როგორც წესი, იქ სულები, დემონური ბუნების არსებები, ასტრალური სხეულები და მიცვალებულები ცხოვრობენ. და თუ ენერგეტიკულად სუსტი ხართ, მაშინ ასეთი ადგილებიდან შეიძლება წამოხვიდეთ არა მხოლოდ ზე-შთაბეჭდილებებით, არამედ ენერგეტიკული პარაზიტებით.
არასწორი ოკულტური თამაშების გამო ბევრმა უკვე გადაიხადა ძალიან დიდი ზაზღაური, იმის გამო რომ არ იცოდა ნამდვილი თამაშის წესები და არ გააჩნდა სათანადო ცოდნა, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაეცვათ თავი. აქ მთავარი პრობლემაა „შეცდომა ან არასწორი ცოდნა“. ენერგიის შეგროვების არასწორი მეთოდები (სადაც შეგიძლია განურჩევლად „შეიწოვოთ“ როგორც კარგი, ასევე ცუდი ენერგია, როგორც მტვერსასრუტი). მედიტაციისა და ცნობიერების გაფართოების არასწორი მეთოდები, „არხირების“ გაწმენდა-გასუფთავების პრაქტიკები, „უმაღლეს სამყაროებთან და მათ წარმომადგენლებთან“ კონტაქტები, როდესაც შენი ცნობიერება შეიძლება „დააზიანო“ ამ ფორმით და ვინ იცის სად და ვის გაუხსნი შენს ცნობიერებას - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. სულების სამყაროსთან არასწორი მუშაობა (მკითხაობა, ტარო, სულების გამოძახება, მიცვალებულთა სამყაროსთან კომუნიკაცია, წიგნებიდან ამოღებული გაურკვეველი პრაქტიკები „შამანიზმი-მაგია“) - შენ ნებაყოფლობით შედიხარ მათ სამყაროში, მათ ტერიტორიაზე და თუ წაბორძიკდები ან შეცდები, შეიძლება ზედმეტად დამოკიდებული გახდე და ამ არსებებზე. ასეთი არასწორად შერჩეული პრაქტიკები ყოველთვის საზიანოა თქვენი ყველა სხეულისთვის.
არსებობს ნეგატივის ისეთი სახეობა, რომელსაც „მიცვალებულზე მიჯაჭვულობა“ ეწოდება, ნეკროტიკული მიჯაჭვულობა ან უბრალოდ - ნეკროტიკა, ეს ასევე ეხება ქვედა სამყაროს, მიღმიერს და სასულეთს, განვიხილოთ ეს ფორმები:
სპონტანური ნეკროტიკა - ხშირად როცა საყვარელ ადამიანებს კარგავთ, გლოვის დროს თქვენდაუნებურად აჟღერებთ ისეთ ფრაზებს, რაც შეიძლება თქვენთის ზიანის მომტანი იყოს, მაგ:- „რისთვის მიმატოვე, როგორ ვიცხოვრებ შენს გარეშე, წამიყვანე შენთან, მეც კუბოში დავწვები!“ დიახ, ეს საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სტრესის შემთხვევაა. და ნორმალურია მისი განცდა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის რეალური ცხოვრება მთავრდება და გარდაცვლილის ხსოვნას უძღვნის თავს და კერპად და კუმირად იხდის, ასე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ გარდაცვლილმა ამოწურა მიწიერი ცხოვრება და უნდა გადავიდეს (განთავისუფლდეს) აქაური მიჯაჭვულობებისგან. როცა ადამიანი ვერ და არ უშვებს სულს, ასეთი სულები დროთაგანმავლობაში ენერგეტიკულ და ასტრალურ პარაზიტებად გარდაიქმნებიან, რადგან მათ ვერ მოახერხეს ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა და ასეთმა სულებმა შეიძლება დროთაგანმავლობაში ცოცხალი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
და პირიქითაც ხდება. როდესაც არც ცოცხლები და არ მკვდრები ერთ,ანეთს არ ეჯაჭვებიან გლოვით, მაგრამმ ადამიანები სიცოცხლეშივე ბოროტები და მავნებლური ბუნების მატარებლები იყვნენ, სიკვდილის შემდეგაც ბოროტები რჩებიან. ჯადოქრები, ვამპირები და ა.შ. აქ ამ სამყაროში ტოვებენ რისხვის ნგრევის, ბოროტების ენერგიის ისეთ ნალექს, რომელიც სიკვდილის შემდეგაც კი არ ორთქლდება. ის სიცოცხლეში ვამპირი იყო, ცოცხლებს ეკვროდა („საკვებისთვის“) და სიკვდილის შემდეგ, თუ მის უკან „კარებს მჭიდროდ არ დახურავ“ - და სათანადოდ არ მიიღებ პრევენციულ ზომებს, ისინი სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებენ მავნებლობას, მაგალითად პოლტერგეისტის, მოჩვენებების, ფანტომების სახით.
როგორც ჯადოქრები ამბობენ - „დემონის ან დემონური არსების ჩასახლებისთვის“. „შავი“ შელოცვების მრავალი სახეობის გამოყენების დროს ადამიანები დახმარებისთვის სატანას და გარკვეულ სულებს - დემონებს, ეშმაკებს, უწმინდურ ძალებს - მიმართავენ. ჯადოქრული პრინციპის თანახმად „შენ მაძლევ მე - მე გაძლევ შენ“. მიეცი რაღაც, შესწირე დემონებს და ისინი შეასრულებენ სამუშაოს - „მოატრიალე, დააზიანე, გაანადგურე, აჩხუბე“ და ა.შ. და ეს სულები-დემონები ბრძანებით იგზავნებიან შეკვეთილ მსხვერპლთან და „ხელშეკრულების ან შეთანხმება-გარიგების“ თანახმად, აღწევენ ადამიანის ასტრალურ სხეულში, „ცხოვრობენ“ მასში, ანადგურებენ მას. განწმენდის დროს ასეთ ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანისგან განსხვავებული ხმით ისაუბროს და დაინახოს მისი ან მასში „მჯდომარე“ ადამიანის გამოსახულებები, ლანდები ან შესახლებული სული.
დაუკვირდით, კარგად შეისწავლეთ და გააანალიზე საკუთარი თავი და ენერგეტიკული მდგომარეობა - შეიძლება რამემ უკვე შემოაღწია თქვენში.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии