შთამომავლობითი კარმა: როგორ გავწყვიტოთ ნეგატიური სცენარი?
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 1 час назад
- 2 мин. чтения

არსებობს ოჯახები, რომლებშიც სცენარი თაობიდან თაობამდე უცვლელი მეორდება: ბებია ადრე დაქვრივდა, დედა ქმარმა მიატოვა, ქალიშვილი სამჯერ გათხოვდა...
რატომ ხდება ეს?
ეზოთერიკოსები ამას „ოჯახურ, შთამომავლობით ან წინაპრების კარმის“ უზარმაზარ წიგნს უწოდებენ, რომელშიც კონკრეტული ოჯახის ყველა დადებითი და უარყოფითი ენერგია პირველივე დღიდან არის ჩაწერილი. წარმატებით ჩაბარებული „გამოცდები“ და, რაც მთავარია, დაუმუშავებელი გაკვეთილები (გადაუჭრელი პრობლემები, შეუსრულებელი მისიები და დანაპირები...).
სწორედ ეს გაკვეთილები უდევს საფუძვლად თაობიდან თაობაზე გადაცემულ ნეგატიურ პროგრამებს. მამების შეუსრულებელი გაკვეთილები“ ტვირთად ედებათ მათ შთამომავლობას მხრებზე.
ყოველივე ამის შემდეგ, კარმის მთავარი კანონი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კანონი ხდება: ყველაფერი (როგორც კარგი, ასევე ცუდი) ბუმერანგივით უკან ბრუნდება.
ნეგატიური კარმული დატვირთვა:
მძიმე სასიყვარულო ისტორიები, რთული ქორწინებები ან მარტოობა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში;
მსგავსი ხასიათის თვისებები: ქალებში - თავგანწირვა, ინტიმური ურთიერთობის შიში, დანაშაულის გრძნობა, სირცხვილი და დაბალი თვითშეფასება. მამაკაცებში - ემოციური აგრესია და ფიზიკური ძალადობისკენ მიდრეკილება და ლტოლვა, ასევე მძიმე მავნე ჩვევების მიმართ ზედმეტი დამოკიდებულებები;
შესაძლებელია თუ არა მისი გაწყვეტა თქვენი ოჯახური შტოს განკურნებით?
ნეგატიური სცენარის გაწყვეტა არ ნიშნავს „ცოდვებზე“ მუშაობას, რადგან ჩვენ არ ვიცით მათი უმეტესობის შესახებ. განკურნება ნიშნავს ჩვენი ოჯახის ისტორიის აქ და ახლა გადაწერას, სუფთა ფურცლიდან დაწყებას, რადგან თითოეულ ჩვენგანს აქვს ეს შესაძლებლობა. და ყველას შეუძლია ამის გაკეთება:
პირველი ნაბიჯი არის იმისი დანახვა: რომ სცენარები მეორდება;
მეორე ნაბიჯი არის იმის ამოცნობა, თუ როგორი სცენარების განვითარება გაქვთ მემკვიდრეობით მიღებული;
მესამე ნაბიჯი არის მიღება: „დიახ, ასე იყო ჩვენს ოჯახში. ეს არის ჩვენი ოჯახის მთავარი ტკივილი“, „დიახ, ჩემმა მშობლებმა თავიანთი ნეგატიური გამოცდილება მე გადმომცეს“.
მეოთხე ნაბიჯი არის პატიება: გათავისუფლდით დამოკიდებულებების, ტკივილის და ზედმეტი გსნცდების გავლენისგან;
მეხუთე ნაბიჯი არის სხვაგვარად მოქმედება. სადაც ადრე დუმილით პასუხობდით, გამოხატეთ თქვენი აზრი. სადაც სიყვარულზე უარს ამბობდით, გახსენით გული. სადაც გეშინოდათ რაიმე ახლის - გაბედეთ და მოსინჯეთ.
ოჯახის კარმული მემკვიდრეობა არ არის განაჩენი, სასჯელი ან წყევლა. სამყარო ყველას აძლევს არჩევანის უფლებას: იცხოვროს მემკვიდრეობით მიღებული სცენარის მიხედვით ან გადაწერეთ ხელახლა თავიდან.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world





Комментарии