top of page
Sphere on Spiral Stairs

ჩვენი კარმული დანიშნულება



„თუ საკუთარ გზაზე მიდიხარ, მთელი სამყარო შენს დასახმარებლად მოდის.“ — პაულო კოელიო


ყოველი ადამიანი ამ სამყაროში მოდის კონკრეტული კარმული დანიშნულებით — გარკვეული ამოცანით, რომლის შესრულებაც მისი ცხოვრების მთავარი მიმართულებაა.


რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საკუთარი დანიშნულების ცოდნა და შესრულება? იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხი, არამედ ზოგჯერ მისი ხანგრძლივობაც. როდესაც ადამიანი ვერ ასრულებს საკუთარ კარმულ ამოცანას, თითქოს თავად ბედი იწყებს მის „შესწორებას“ — სხვადასხვა გამოცდების, დაბრკოლებებისა და რთული სიტუაციების სახით.


თუ ადამიანი საბოლოოდ მაინც ვერ უბრუნდება საკუთარ გზას, მისი ცხოვრება შეიძლება უფრო რადიკალურადაც კი შეიცვალოს. და თითქოს „ზემოთ“ — იმ უხილავ წესრიგში — მკაცრად ითხოვენ პასუხს შესრულებულ თუ შეუსრულებელ კარმულ ამოცანაზე. ხოლო ვინც ვერ ასრულებს მას, შეიძლება ისევ დაბრუნდეს ამ სამყაროში, უკვე უფრო რთული გზით და დამატებითი ამოცანებით.


სწორედ ამიტომ, ასტროლოგიურ კონსულტაციებში ხშირად მთავარი ყურადღება სწორედ კარმულ დანიშნულებაზე მახვილდება — რადგან ეს არის არსი, საფუძველი, მთავარი მიმართულება.


ნატალურ რუკაში შესაძლებელია ადამიანის კარმული ამოცანებისა და მათი შესრულების გზების დანახვაც. თუმცა ეს გზები ყველასთვის განსხვავებულია.


შეიძლება ითქვას, რომ ორი მატარებელი მიდის ერთი მიმართულებით — მაგრამ ერთი გაივლის ერთ მარშრუტს, მეორე სრულიად განსხვავებულს. ორივე საბოლოოდ ერთ ადგილზე უნდა მივიდეს, თუმცა მათი სადგურები და გზები განსხვავებულია. სწორედ ეს არის მთავარი.


ასევე, სხვადასხვა პერიოდის პროგნოზებში (მაგალითად, სოლარში) შესაძლებელია დავინახოთ, რა თემები ხდება აქტუალური კონკრეტულ ეტაპზე და რა „სადგურებზე“ უნდა გავჩერდეთ, რათა ჩვენი კარმული ამოცანა სწორად შესრულდეს.


საინტერესოა ისიც, რომ ჩვენს ცხოვრებაში ადამიანებთან შეხვედრები ხშირად კარმულ ხასიათს ატარებს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ოჯახს — ბავშვებს, მეუღლეს ან ახლობლებს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი: შემთხვევითი ნაცნობი, თანამშრომელი, ან თუნდაც ის სანტექნიკოსი, რომელიც ერთხელ მოვიდა თქვენს სახლში.


არცერთი ასეთი შეხვედრა ყოველთვის შემთხვევითი არ არის — ხშირად მათ უკან უფრო ღრმა კავშირი იმალება.


თუ ადამიანი გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნას აპირებს, მნიშვნელოვანია გააცნობიეროს, რა კავშირი აქვს ამ ადამიანთან და რატომ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს კონკრეტულ ეტაპზე.


ხშირად ამბობენ, რომ ადამიანები ერთმანეთთან „ვალებით“ მოდიან წინა გამოცდილებებიდან, თითქოს ერთმა მეორეს რაღაც უნდა დაუბრუნოს ან დააბალანსოს.


თუ ერთმა ადამიანმა თავისი „გაკვეთილი“ ვერ გაიარა, შესაძლოა იგივე ურთიერთობა ისევ განმეორდეს — თითქოს ცხოვრებისეული სცენარი თავიდან ჩაირთო, სანამ ორივე მხარე არ გააცნობიერებს თავის როლს.


ძველად ითვლებოდა, რომ ადამიანებს დაბადებიდანვე ახსოვდათ თავიანთი წარსული ცხოვრება და იცოდნენ, რატომ მოვიდნენ ამ სამყაროში. შემდეგ კი, თითქოს, ეს მეხსიერება იშლება.


თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგი ადამიანი მაინც ინარჩუნებს ამ ღრმა ცოდნას — განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც ხშირად ბუნებრივად საუბრობენ „წინა ცხოვრებაზე“, სანამ ეს უნარი არ დაიკარგება.


ამიტომ საკუთარი დანიშნულების პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგს ინტუიცია ეხმარება, ზოგს — ცხოვრებისეული ნიშნები, ზოგს კი თავად ბედი „აბრუნებს“ სწორ გზაზე, როცა ადამიანი არასწორ მიმართულებას ირჩევს.


განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ადამიანის კარმული ამოცანა ემთხვევა მისი გვარის (წინაპრების) ამოცანას. ასეთ შემთხვევაში გზა უფრო ჰარმონიული ხდება.


წინაპრების იდეა დაკავშირებულია წინაპრების ხაზთან და იმ გამოცდილებასთან, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს შეუძლია თავისი წინაპრების მისია იგრძნოს ინტუიციით, ოჯახური ისტორიებით ან შინაგანი შეგრძნებით.


ზოგი ადამიანი ამას ბუნებასთან დაბრუნებითაც გამოხატავს — ქალაქიდან სოფელში გადასვლით, თითქოს სისხლში არსებული ძველი კავშირი იღვიძებს.


ბევრი ადამიანი სვამს კითხვას: რა უფრო მნიშვნელოვანია — პირადი კარმული დანიშნულება თუ წინაპართა გამოცდილების ამოცანა?


ეს მარტივი კითხვა არ არის. ზოგიერთი მოსაზრებით, ადამიანი შეიძლება სხვადასხვა ინკარნაციაში სხვადასხვა ენერგიულ და „რასობრივ“ გამოცდილებას ატარებდეს, ამიტომ მისი დანიშნულება ყოველთვის ერთ ხაზზე არ დგას.


ვინც საკუთარ წარსულ გამოცდილებებსა და ინკარნაციებს იხსენებს, ხშირად ამბობს, რომ ერთ კონკრეტულ სისტემაში ჩაკეტილი არ არის და მისი გზა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ერთი ცხოვრება ან ერთი წინაპარი.


ამიტომ, დიდი ალბათობით, პირველ რიგში უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი კარმული დანიშნულება, შემდეგ კი — უკვე წინაპართა მისიის ამოცანა. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი მოსაზრებაა — არა მხოლოდ როგორც ოკულტისტის, არამედ როგორც მცოდნის და დამკვირვებლის - ასე ვხედავ, ასე ვიცი, ასე აღვიქვამ.


ხშირად ადამიანებს ეროვნებების მიხედვით გვყოფენ, რათა უფრო ადვილი იყოს მართვა. „გათიშე, დააპირისპირე და მართე“ — ეს არის ერთ-ერთი ძველი მართვის პრინციპი, რომელსაც ადამიანთა მასების სამართავად იყენებენ.


ჩემთვის კი დაყოფა არსებობს მხოლოდ ორ კატეგორიად: ადამიანები და ქართველები, ნათელი და ბნელი. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ სიმბოლური დაყოფა.


არსებობს სრულიად განსხვავებული ტიპის ჰომო საპიენსი — სხვა ბიოლოგიური და ენერგეტიკული სტრუქტურით, განსხვავებული DNA მოდელით. ამაზე თავად მეცნიერები საუბრობენ. ამიტომ, ჩემი აზრით, კარმული დანიშნულება უფრო პრიორიტეტულია, თუმცა წინაპრების ამოცანა ამას არ აუქმებს.


მნიშვნელოვანია როგორც კარმული მისიის, ისე წინაპართა ამოცანის შესრულება. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერი ევოლუციაც.


ჩვენ ყველანი აქ გამოგზავნილი ვართ — იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი სულიერი პოტენციალი, გავაღრმავოთ ცნობიერება და ავამაღლოთ ჩვენი ენერგო-ვიბრაციული დონე, ჩვენი „მე“.


აქედან მოდის სიტყვა „ამპარტავანი“ — თითქოს ადამიანი მაღალი „მეს“ მქონეა, ანუ უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე მდგომი, ღმერთებთან და წინაპრებთან ახლოს მყოფი.


როდესაც ადამიანი კვდება, „ზეციურ კანცელარიაში“ თითქოს მისი ცხოვრება იზომება — მისი ქმედებები, არჩევანი, დანიშნულების შესრულება, წინაპრების და პირადი განვითარების ხარისხი. შემდეგ კი იგი იგზავნება შესაბამის განზომილებაში — იმ დონეზე, რომელიც მის მიერ გამომუშავებულ ენერგეტიკულ და სულიერ დონეს შეესაბამება.


ტაროში არსებობს არკანი „სამყარო“ (XXI არკანი). ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში შევამჩნიე საინტერესო რამ — ეს არკანი ხშირად ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა სიბერით ან მძიმე დაავადებით. აქედან თითქოს სიტყვაც „სიკვდილი“ და „სამყარო“ ერთმანეთთან ახლოს დგას…


იმედია, ვინც ამ სტატიას კითხულობს, უკვე აღარ იღებს ბრმად ეკლესიურ წარმოდგენებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ. არ არსებობს პირდაპირი გაგებით არც ერთი და არც მეორე — არსებობს განზომილებები, სხვადასხვა დონეები, სხვადასხვა სიბრტყეები.


ადამიანი კი სიკვდილის შემდეგ ხვდება იმ განზომილებაში, რომელიც შეესაბამება მის მიერ ამ ცხოვრებაში დაგროვებულ ენერგეტიკულ პოტენციალს.


ამიტომაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორად ცხოვრება, არამედ კარმული მისიის შესრულება, წინაპართა ამოცანის რეალიზება და სულიერი დონის ამაღლება — რათა ადამიანი გადავიდეს უფრო მაღალ, ნატიფ და განვითარებულ განზომილებაში.


როგორ ვითარდება ადამიანის სულიერი პოტენციალი და პიროვნება, ამას ასტროლოგიური ნატალური რუკაც აჩვენებს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იზრდება, თავისი უნიკალური გზით.


სწორედ ამიტომ პირველი სახლი (ასცენდენტი) ნატალურ რუკაში პასუხისმგებელია პიროვნების განვითარებაზე — იმაზე, როგორ ვყალიბდებით როგორც ინდივიდები.


ხანდახან ცხოვრება სპეციალურად გვიგზავნის სირთულეებს — დაავადებებს, დანაკარგებს, კრიზისებს — რათა შევჩერდეთ, გადავაფასოთ ყველაფერი და გადავიდეთ უფრო მაღალ ცნობიერებაზე.


ზოგი ამ გაჩერებას იყენებს განვითარებისთვის, ზოგი კი კიდევ უფრო ღრმა პრობლემებში ეშვება.


ყოველი ადამიანი თავისი ევოლუციის პროცესში ცვლის საკუთარ „განზომილებას“, ენერგეტიკულ დონეს და არსებობის სიბრტყეს.


მე თავად ოკულტისტი ვარ და მაქვს კავშირი არა მხოლოდ ენერგო-ინფორმაციულ ველთან, არამედ წინაპრებთანაც.


ერთხელ ჩემი გარდაცვლილი ბებია დამესიზმრა და მითხრა: „მე გადავდივარ სხვა განზომილებაში, სხვა ფენაში“. მაშინ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ეს — რა ფენ? რა განზომილება?… მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.


აქ ჩვენ თითქოს დროებით ვართ — სტუმრები, მისიაში მყოფნი. ხოლო იქ არის ჩვენი ნამდვილი სახლი, ჩვენი წინაპრების სივრცე…


ჩემთვის პირადად სულ ერთია არაა, რომელ განზომილებაში აღმოვჩნდები და იქნებიან თუ არა იქ ჩემი საყვარელი ადამიანები.


და სწორედ აქ ჩანს მთავარი: წინაპრების და კარმული დანიშნულების გარდა არსებობს საერთო ამოცანაც — მთლიანი კაცობრიობის ევოლუცია.


განვითარდი თავად, იყავი მაგალითი შენი გვარისთვის და დაეხმარე მათ, ვისაც განვითარება სურს…


შესაძლოა, ეს ტექსტი ვიღაცისთვის მაშინვე გასაგები არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ გადადეთ იგი. მაგრამ შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდით მას თავიდან…



MAGAMON DAGON



მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ



#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world



@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page