top of page
Sphere on Spiral Stairs

ცვილის თოჯინების დამზადების ტექნიკა და გამოყენების მაგიური მეთოდები


ცვილის თოჯინა (Poppetum ex Cera) არის მაგიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხეულის, სულის ან ენერგეტიკული ველის სიმბოლოდ. მისი ფორმა წარმოადგენს ადამიანის ფიგურას, მაგრამ მისი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულ პირს ან თქვენს მიზანს.

ცვილის თოჯინა ქმნის სწორედ იმ ადამიანის ენერგეტიკულ ანარეკლს, ვისზეც გსურთ ზემოქმედების მოხდენა დისტანციურად.

სპეციალური რიტუალით გაცოცხლებული თოჯინა ხდება ენერგეტიკული ინფორმაციის გადამტანი, რომელშიც ჩაწერილია ზეთის, შელოცვების, სიმბოლოების ან სხეულის ნაწილების (თმის ღერი, სისხლი და სხვა) მეშვეობით, თქვენი სურვილი, ბრძანება ან მიზანი.

ცვილის თოჯინა შეიძლება დაიტვირთოს შემდეგი პროგრამებით:

• სიყვარულისთვის (გული და მხრები)

• დაცვისთვის (შუბლი და კიდურები, ნიშანი ზურგზე)

• დამორჩილებისთვის (კისერი და ხელები შეკრულ მდგომარეობაში)

• მკურნალობისთვის (მუცელი, ზურგი, შუბლი – ენერგეტიკული ცენტრები)

• წყევლისთვის (წერტილოვანი ჩხვლეტა ან ამოწვა კონკრეტულ ზონაში)

თოჯინა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც ენერგეტიკული ხელშეკრულების მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მასში ჩაყოლებულია სისხლი, დაწერილია სახელი და მაგიური სიტყვა, ან დატანებულია მასზე რუნები, ენოქიანური ან სხვა მაგიური ანბანის სიმბოლოები. გაცოცხლების შემდეგ ცვილის თოჯინა მოქმედებს არსებული რეალობის შეცვლის ინსტრუმენტად.

მასალები და მომზადება:

• ნატურალური ცვილი (თეთრი, შავი, წითელი, მწვანე – მიზნის მიხედვით)

• რბილი ლითონის ხვიარა მავთული (ჩონჩხისთვის)

• ნემსი ან წვრილი ჩხირი (ამოსატვიფრად)

• მაგიური ზეთი

• ადამიანის ბიოლოგიური მასალა (თმის ღერი, სისხლის წვეთი, თითის ანაბეჭდი, ხელნაწერი)

• ბალახი ან ფხვნილი მიზნის შესაბამისად

ფორმის გამოძერწვა:

1. გაათბე ცვილი ხელის გულების სითბოთი ან ცეცხლთან

2. მოახვიე მავთული ფორმის მიხედვით: თავი, ტორსი, კიდურები

3. შემოახვიე ცვილი შრეებად და ჩასვი შიგნით საჭირო მასალები

4. ფორმა უნდა იყოს ადამიანის სხეულის იდენტური კარგად გამოკვეთილი სასქესო ორგანოებით.

სამოქმედო წერტილები:

• შუბლი – ცნობიერება

• მკერდი – სიყვარული ან ზიზღი

• ფეხები – მოძრაობა, კონტროლი

თილისმების და სიმბოლოების ამოტვიფრა:

• ამოტვიფრე სახელი ან ინიციალები ცვილის ზედაპირზე

• ამოშანთეთ ან ამოტვიფრეთ მაგიური სიმბოლო (მაგ. რუნა, სიგილი ან ღვთაების ნიშანი)

• წაუსვით მაგიური ზეთი შემდეგი შელოცვით: “In cera effigies, in nomine potentiae, surge.”

მაგიურად თოჯინის მიზნობრივი პროგრამირების შელოცვები:

სიყვარულისთვის: “Vinculum cordis figitur. Amor accendatur in imagine hac.”

დაცვისთვის: “Corpus fictum, scutum vivum. Esto defensor.”

დამორჩილებისთვის: “Ex voluntate mea, te rego. Poppetum dominatur.”

დაზიანებისთვის: “Dolor fiat in puncto. Intentio ardet.”

მკურნალობისთვის: “In imagine, sanitas revertatur. Flamma restaurat.”

გამოყენებული თოჯინა მიზნის მიღწევის შემდეგ დაწვით ცეცხლში, თუ თქვენი მიზანი ადამიანის დამორჩილებას, ან მისი გონების არევას უკავშირდება უნდა დაიმარხოს იმ ადგილას, რაც უკავშირდება მიზანს ან პიროვნებას (მტრის ან საყვარელი ადამიანის სახლი, ეზო, სახლის სახურავი, სარდაფი და ა.შ.), თუ კურნებისთის იყენებთ თოჯინას, გაატარეთ პიროვნების სხეულზე და შემდეგ დაწვით მდინარის პირას.

ცვილის თოჯინა წარმოადგენს შენი ნების მატერიალიზებულ სახეს. როცა იგი შელოცვითა და სიმბოლოებით იკვებება, ის ხდება მაგიური აგენტი (არტეფაქტი) სამყაროსთან ურთიერთობისთვის და კონკრეტული ადამიანის მართვისთვის.

დააკომენტარეთ და გადაუზიარეთ სხვებსაც.

MAGAMON DAGON

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page