ცვილის ჩამოსხმა და ატრიბუტიკა

ცვილის ჩამოსხმის მიმართ გამძაფრებული ინტერესის გამო რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გაგიზიარებთ, რაც უფრო ეფექტურს და შედეგიანს გახდის თქვენს სამუშაოს.
ცვილის ჩამოსხმაზე წინა თემაში დეტალურად გესაუბრეთ მაგრამ ჩამოსხმის ტექნიკა რასაც გაეცანით არის სტანდარტული, მაგრამ არსებობს დამატებითი ატრიბუტიკა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციებზე გამოიყენება.
დამოუკიდებლად და მარტო მუშაობის შემთხვევაში გამოიყენეთ ის ტექნიკა რომელიც გაგიზიარეთ, ხოლო დამატებითი ატრიბუტიკის გამოყენების დროს აუცილებელია ერთი ან რამოდენიმე დამხმარე ადამიანის გვერდში ყოლა, რატომ? ვისაუბროთ ამ შემთხვევებზე დეტალურად.
როდესაც ატრიბუტიკის თანხლებით აკეთებთ პაციენტზე ჩამოსხმას, ამ დროს თქვენ არ გაქვთ 4 და მეტი ხელი, დამხმარე პერსონალი მეტად გაგიადვილებთ მუშაობის პროცესს.
დანა (შავტარიანი) – 1 დანა იდება წყლით სავსე ჯამში მაშინ როცა გსურთ ერთ კონკრეტულ სიტუაციაზე ბლოკის და წინააღმდეგობის მოხსნა. ამ დროს დამხმარეს უნდა ეჭიროს დანა და წყლით სავსე ჭურჭელი პაციენტის თავზე
დანა (შავტარიანი ) – 2 დანა იდება ჯვარედინად წყლით სავსე ჭურჭელში, რის გადაკვეთის წერტილშიც ასხავთ გამდნარ ცვილს, ეს მეთოდი გამოიყენება, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში განაკეთები ჯადოს, და წლების განმავლობაში თვალის ზემოქმედების მოხსნა და გამოტანა. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია დამხმარე 2 ადამიანს ქონდეს ატრიბუტიკა გადანაწილებული, ერთმა ორი დანა უნდა დაიჭიროს, მეორემ წყლით სავსე ჭურჭელი.
რამოდენიმე დანა (თეთრი ან სხვა ფერის დანები) - იდება ასევე წყლით სავსე ჭურჭელში ჯვარედინად, ამ დროს იხსნება მხოლოდ კონკურენტების მხრიდან წამოსული ზემოქმედების ან მაგიური დარტყმების მოცილება. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია დამხმარე 2 ადამიანს ქონდეს ატრიბუტიკა გადანაწილებული, ერთმა უნდა დაიჭიროს დანები, მეორემ წყლით სავსე ჭურჭელი.
ნამგალი - ნამგალს აჭერინებთ დამხმარე ადამიანს წყლით სავსე ჭურჭელზე, ისე რომ ნამგლის რკალის ქვედა მუცელი უნდა ეხებოდეს წყლის ზედაპირზე, ეს მეთოდი გამოიყენება საგვარეილო წყევლის ჯადოს და ავადმყოფობების მოსაცილებლად, რაც მაგიური ზემოქმედებით იყო გამოწვეული.
ნალი - ნალით ჩამოსხმა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენგან გაუცნობიერებლად გაქვთ სხვისთვის თქვენი იღბალი, წარმატება გაცემული სხვადასხვა გაჩუქებული ნივთებით ან ფულით, ასეთ ბლოკებს და რთულ სიტუაციებს ძალიან კარგად გაშორებთ. აქაც დამხმარე ადამიანებს უნდა ეჭიროთ ნალი და წყლით სავსე ჭურჭელი.
ამ თემაში შეძლებისდაგვარად დეტალურად გაგაცანით ყველაზე საჭირო ატრიბუტიკის გამოყენების მისტიური მნიშვნელობები, ამის გარდა კიდევ ბევრი რამეა რაც ჩამოსხმის დროს გამოიყენება და ამაზე სიღრმისეულად ჩემს სასწავლო კურსის დროს გაგესაუბრებით.
© Magamon Dagon
#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world






Комментарии