top of page
Sphere on Spiral Stairs

ცოტა რამ ტატუს შესახებ



მინდა მოკლედ გესაუბროთ ტატუს შესახებ. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო — ამ საკითხვით ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რადგან ცხოვრებაში არაერთხელ შემხვედრია არასწორედ არჩეული ან გაკეთებული ტატუს გავლენის ძალიან ცუდი შემთხვევები.


დავიწყოთ იმით, რომ თითოეული ტატუ არის გრაფიკული გამოსახულება, თვითგამოხატვის ერთ ერთი ფორმა და ერთგვარი საკუთარი „განაცხადი“ სამყაროს წინაშე. ასეთ გამოსახულებას თავისი მნიშვნელობა აქვს — არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სიმბოლური და ზოგჯერ ღრმა საკრალური.


ტატუს არაერთი სახეობა არსებობს საუკუნეების განმავლობაში რის გამოც დროთა განმავლობაში გამოიკვეთა გარკვეული კანონზომიერებები — სხეულზე ტატუს დახატვის შემდგომ როგორ იცვლება ადამიანის ცხოვრება.


ეს შეიძლება შევადაროთ ბანალურ ნიშნებსა და ცრურწმენებს, ამიტომ ტატუს არჩევამდე აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები


სანამ ტატუს გავიკეთებთ საჭიროა მისი მნიშვნელობის, შინაარსის და ენერგეტიკული დატვირთვის კარგად შესწავლა და გააზრება.


არ უნდა იხელმძღვანელოთ იმით, რომ თქვენმა „ნაცნობმა“ იგივე ტატუ გაიკეთა რისი გაკეთებაც თქვენ გსურთ. თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული ენერგეტიკა, მიზნები, ცხოვრების გზა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.


ჩემი დაკვირვებიდან და საკუთარი პრაქტტიკული გამოცდილებიდან ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ერთ ადამიანს ვეხმარებოდი, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი. კონსულტაციის დროს თავიდან გამოვლინდა მასში ჩასახლებული არსების არსებობა და სხვა ნეგატიური ფაქტორები მათ შორის სუიციდის არაერთი მცდელობა, იფიქრებთ ალბათ ამ ყველაფერთან ტატუ რა შუაშია, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, მოკლედ რომ ვთქვა დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით, თუმცა გარკვეული ტიპის ჩასახლება პერიოდულად ქრებოდა და შემდეგ ისევ ჩნდებოდა.


სიტუაციის დეტალების გარკვევისას მისმა დაამ აღნიშნა, რომ მას მხარზე ჰქონდა დიდი ტატუ — „ეშმაკი ქალთან ერთად“.


ტატუს სპეციფიკიდან და ადამიანის დიაგნოსტირებიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ადამიანი შესაძლოა ნასამართლევიც ყოფილიყო მძიმე დანაშაულზე, შემდგომში დადასტურდა, რომ საქმე მართლაც ძველ და მძიმე ისტორიას უკავშირდებოდა: მომხდარი იყო მკვლელობა, საქმეში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული და შემდგომ მათ ციხეში ერთნაირი ტატუ გაიკეთეს როგორც „ნიშანი“.


მუშაობის დროს გამოიკვეთა ამ ტატუს მოშორების ან გადაკეთების აუცილებლობა, რადგან წლების განმავლობაშ ამ ერთის მხრივ უწყინარმა გრაფიკულმა გამოსახულებამ ადამიანში ძალიან ბევრი ცუდი რამ გამოიწვია და უმძიმესი ენერგეტიკული ბეჭედის დაასვა.


განსაკუთრებული მნიშვნელობის ტატუს მქონე ადამიანებში ხშირად შეიმჩნევა:


• რთული პირადი ცხოვრება


• პრობლემები ურთიერთობებში


• განმეორებითი კრიზისები


• არეული ცხოვრება


• მძიმე სულიერი აშლილობა და ა.შ.


ჩემი დაკვირვებით, ასეთი ტატუს მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სერიოზული პრობლემები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.


განსაკუთრებით მოვლენები უფრო მძიმედ მიმდინარეობს თუ კი ადამიანს აქვს გამოსახული დემონური და შავ-ბნელი სიმბოლოები, რადგან ისინი უმძიმეს ენერგიებს ატარებენ.


თუ ადამიანი შინაგანად არ შეესაბამება იმ არქეტიპს, რასაც ტატუს სახით ატარებს, ან მისი ცხოვრება არ არის დაკავშირებული ასეთ ენერგეტიკასთან, ერთის მხრივ უწყინარმა ტატუმ შესაძლებელია ძალიან მძიმე პრობლემები მოუნატოს ადამიანს. რადგან ნებისმიერ ტატუს „მიბმული“ აქვს გარკვეული ენერგეტიკული არსებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე.


გაფრთხილებების ჩამონათვალში ასევე ხვდება ტატუს სახით წარწერები, ისინი შეიძლება იყოს ლათინურად, სანსკრიტულად ან სხვა ენაზე და ვიზუალურად ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ნებისმიერი ტექსტი ისედაც ატარებს თავის შინაარსს, მაგალითად: „მთელი ცხოვრება ბრძოლაა“ „ძალა ტანჯვით მოდის“ ან „ცხოვრება ტკივილია“


ასეთი ფრაზები ხშირად ხდება ცხოვრებისეული სცენარის უფრო მეტად დამამძიმებელი, რასაც მოყვება მუდმივი სირთულეები, დაბრკოლებები, ემოციური და ჯანმრთელობის პრობლემები.


დღესდღეობით რუნული ტატუები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ სარისკოც.


მაგალითად, „შიშის მუზარადი“ ძლიერი დამცავი სიმბოლოა, მაგრამ ის ისტორიულად გამოიყენებოდა მხოლოდ ბრძოლებში და კონკრეტულ სიტუაციებში.


ამიტომ არ არის რეკომენდებული ძლიერი დამცავი სტრუქტურების მუდმივად ტანზე დატანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანში იკვეთება შიში, სისუსტე ან აგრესია.


მუზარადის გარდა ნებისმიერი რუნული ფორმულის დატანებაც არ არის რეკომენდირებული —ეს იქნება სიმდიდრეზე, სიყვარულზე, დაცვაზე


— რადგან შეიძლება თავდაპირველად ეფექტიანი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალოს გარემოებები, ენერგეტიკა და შედეგიც გახდეს არაპროგნოზირებადი.


ტატუ არ უნდა გაკეთდეს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ან იმპულსურად, რადგან ეს არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.


ასევე მნიშვნელოვანია დაფიქრება იმაზე, როგორ იმუშავებს ეს გამოსახულება მომავალში — 10, 20 ან მეტი წლის შემდეგ.


ტატუს შეიძლება ჰქონდეს როგორც ესთეტიკური, ისე სიმბოლური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა.


მე არ ვამტკიცებ საბოლოო ჭეშმარიტებას — ეს არის დაკვირვებებისა და გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებული აზრი.


მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ: გადაწყვეტილება უნდა იყოს გააზრებული.


რადგან ნებისმიერი მოქმედება, განსაკუთრებით ასეთი მუდმივი ხასიათის, ყოველთვის ტოვებს შედეგს — ზოგჯერ ძალიან რთულად გამოსასწორებელსაც კი.



MAGAMON DAGON



მეგობრებო თამამად დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ



#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world



@გამომწერები @ყველა @followers

Комментарии


bottom of page