top of page
Sphere on Spiral Stairs

ჯვრის ჩრდილით თქვენი სურვილების შესრულება

3 авг.
1 мин. чтения

გიზიარებთ ერთ ერთ უძველეს და ძალიან ძლიერ რიტუალს, რომლის დახმარებითაც ძალიან სწრაფად მიიღებთ თქვენს გულის წადილს.

საფლავის ჯვრის ჩრდილით განკურნების უამრავი მეთოდი არსებობს, სხვადასხვა შელოცვები და მკითხაობა, მათ შორის შავი რიტუალები და ბევრი სხვა. ასეთი რიტუალების გაკეთების დროს დღე მზიანი და ნათელი უნდა იყოს, რათა ბუჩქებიდან, ხეებიდან და სხვადასხვა საგნებიდან ჩრდილი დაინახოთ. მაგალითად, თუ თქვენი გეგმების შესრულება გჭირდებათ, წადით სასაფლაოზე და აირჩიეთ საფლავი რომელზეც დამაგრებულია დიდი ჯვარი. ჯვარი უნდა იდგეს სწორად (არა მოხრილი). დადექით მისკენ სახით და, როგორც კი დაინახავთ ჯვრის ჩრდილს დაადგით მარცხენა ფეხი, დარწმუნდით, რომ ახლომახლოს არავინ არის და ჩურჩულით წაიკითხეთ:

შენ, ჩრდილო, ჯვარშემოვლილო,

შენ არაფერი გინდა-არაფერს ითხოვ,

ჯვარს არ მოცდილდე, არ დაშრდე, ადგილიდან არ გაინძრე,

შენ მიდიხარ მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ.

მე შენზე შელოცვას ვიძახი, გაფიცებ გაფიცებ, საფლავის ჩრდილს გიწოდებ,

არც ერთი წამით, არც ერთი წუთით,

არც ერთი საათით, არც ერთი დღით.

ჩრდილო მიწაზე მოსიარულე, დადიხარ წრეს უვლი მკვდარს იცავ,

ჯვარს ძალას ართმევ და კვდარს ემსახურები,

 დღეის ამის შემდგომ მე მემსახურე, მე მომეხმარე, მე შემისრულე (თქვენი ჩანაფიქრი, მიზანი ან სურვილი)

შენ, ჯვარო, ქრისტეს ჯვრის უმცროსო ძმაო,

ქრისტეს ჯვრით აღვსილო,

მიიღე ჩემი სურვილი, ასრულებისთვის (თქვენი ჩანაფიქრი, მიზანი ან სურვილი)

დაე იყოს ასე!!!

ამინ.

შელოცვის წაკითხვის შემდეგ, სწრაფად უნდა წახვიდეთ სასაფლაოდან, სანამ ჯვრიდან ჩრდილი გვერდზე არ გადაიხრება. უმოკლეს დროში მიიღებთ იმას რასაც ჩაუთქვავთ.

გამოიწერეთ, გადააზიარეთ და დააკომენტარეთ გვერდი და თქვენთვის სასურველი თემები.

იყავით საქმის ყურში და დაელოდეთ სიახლეებს....


© Magamon Dagon


#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии

Оценка: 0 из 5 звезд.
Еще нет оценок

Добавить рейтинг
bottom of page