top of page
Sphere on Spiral Stairs

ჰოლოტროპული სუნთქვითი პრაქტიკების ნეგატიურ და სახიფათო მხარეები


ჰოლოტროპული სუნთქვა (Holotropic Breathwork) — ეს არის ინტენსიური სუნთქვის პრაქტიკა, რომელიც შექმნეს Stanislav Grof-მა და Christina Grof-მა. მეთოდი მიზნად ისახავს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის გამოწვევას სწრაფი და ღრმა სუნთქვით, მუსიკითა და ემოციური გათავისუფლებით.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს პრაქტიკა „განმანთავისუფლებლად“ ან „სულიერ გამოცდილებად“ მიაჩნია, მას აქვს საკმაოდ სერიოზული ნეგატიური და პოტენციურად საფრთხის შემცველი მხარეებიც — განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სუსტია.

 ჰოლოტროპული სუნთქვის მთავარი საფრთხეებია:

1. ჰიპერვენტილაცია და ტვინის ე.წ ქიმიის დარღვევა ადამინში იწვევს და ააქტიურებს სიმსივნეს, ინულტს და სხვა მძიმე დაავადებებს, ჰოლოტროპული სუნთქვის საფუძველი კი სწორედ ჰიპერვენტილაციაა — ზედმეტად სწრაფი სუნთქვა.

როდესაც ადამიანი ძალიან სწრაფად სუნთქავს: სისხლში CO₂ (ნახშირორჟანგი) მკვეთრად მცირდება

იცვლება სისხლის pH, ტვინის სისხლძარღვები ვიწროვდება, მცირდება ტვინის ჟანგბადით მომარაგება

ამ მდგომარეობმა შეიძლება გამოიწვიოს:

თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, გულისრევა, გონების დაბინდვა, კიდურების დაბუჟება, კუნთების სპაზმი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, გონების დაკარგვა.

ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებს ეწყებათ: პანიკური შეტევა, ე.წ „სხეულიდან გასვლის“ შეგრძნება, რეალობისგან მოწყვეტა (derealization)

საკუთარი თავის მიმართ გაუცხოვების შეგრძნება (depersonalization)

 2. ფსიქოზის და მძიმე ფსიქიკური მდგომარეობები წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ რისკს.

ინტენსიური შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობამ შეიძლება გააქტიუროს latent (ფარული) ფსიქოზი, გამოიწვიოს დევნის მანია, შიზოფრენია ან დისოციაციური კრიზისი

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენიის გენეტიკური ისტორია, წარსულის მძიმე ტრავმები/PTSD, დეპერსონალიზაციის ეპიზოდები, პანიკური შეტევები და აშლილობები.

ზოგი ადამიანი ჰოლოტროპული სუნთქვითი პრაქტიკის შემდეგ აღწერს ხანგრძლივ შფოთვას, რეალობის დაკარგვის შეგრძნებას, აკვიატებულ მისტიკურ და პარანორმალურ იდეებს, პარანოიას, მძიმე ემოციურ დესტაბილიზაციას

 3. ტრავმის უკონტროლო გახსნა

ჰოლოტროპული სუნთქვის დროს ხშირად გამონთავისუფლდება ღრმა ბავშვობის ტრავმები, ჩახშობილი ემოციები, ძალადობრივ ქმედებებზე მწვავე მოგონებები, ფობიები, სირცხვილი, სიკვდილის შიში და სხვადასხვა ტიპის შფოთვები.

პრობლემა ისაა, რომ:

 ბევრი ფასილიტატორი (ოპერატორი) არ არის კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი.

ამიტომ შეიძლება ადამიანი დარჩეს ფსიქოლოგიურად ტრავმულ მდგომარეობაში, ვერ შეძლოს გამოცდილების გათავისება, მიიღოს მძიმე ემოციური გადატვირთვა.

ტრავმის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია უსაფრთხო, როცა სეანსის დროს იმყოფებიან ფსიგოლოგების პროფესიონალური გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ ფსიქოლოგიურად სტაბილური გარემოს შექმნა და პროცესების მართვა.

 4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკები

ინტენსიურმა სუნთქვამ შეიძლება გაზარდოს გულისცემა, აწიოს არტერიული წნევა, მოუმატოს ადრენალინის დონე

რის გამოც საფრთხე იზრდება ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ჰიპერტენზია, არითმია, გულის სხვადასხვა პათოლოგიები, ანევრიზმის რისკი და ინსულტის ნიშნები

პრაქტიკის შემდგომ ზოგიერთ პაციენტს აჭენიშნება გულმკერდის მწვავე ტკივილი, არითმიული მომენტები და გონების გათიშვა.

 5. რესპირატორული პრობლემები

ასთმის ან სუნთქვის სხვა დაავადებების დროს ჰიპერვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის უკმარისობა, პანიკური ჰაერის უკმარისობის შეგრძნება

 6. ეპილეფსიის და ნევროლოგიური რისკებისადმი მიდრეკილ ადამიანებში ჰიპერვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ეპილეფსიური აქტივობის გაძლიერება, ამიტომ ეპილეფსიის მქონე ადამიანებისთვის ეს პრაქტიკა განსაკუთრებით სარისკოა.

 7. „სულიერი კრიზისის“ და რეალობის დაკარგვის რისკი

ზოგიერთ ადამიანს პრაქტიკის შემდეგ უვითარდება:

მეგალომანიური (ეიფორია და ბოდვა) „გამოღვიძების“ იდეები, რეალობისგან მოწყვეტა, მუდმივი დისოციაცია, სულიერი პარანოია რაც წარმოადგენს ფსიქოზურ რწმენა-აკვიატებებს მაგ: „მე განსაკუთრებული მისია მაქვს“

 8. ცრუ ინტერპრეტაციების საფრთხე

ჰოლოტროპული მდგომარეობის დროს ადამიანები ხშირად ხედავენ სიმბოლოებს, არქეტიპებს, „წინა ცხოვრებებს“, კოსმიურ სცენებს, მისტიკურ გამოცდილებებს

პრობლემა ისაა, რომ ტვინი ჰიპოკაპნიის (სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობის დონის შემცირება) და შეცვლილი ცნობიერების პირობები ქმნის ძლიერ სუბიექტურ გამოცდილებებს, რაც ძალიან განსხვავდება ობიექტური გამოცდილებისაგან.

ეს არ ნიშნავს იმას რომ გამოცდილება რეალურია და ადამიანი „უმაღლეს ჭეშმარიტებას“ შეეხო

ამ მდომარეობაში ზოგჯერ ადამიანები იწყებენ რეალობის არასწორ ინტერპრეტაციას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის მისტიფიკაციას, რეალურად სამედიცინო პრობლემების „სულიერ მოვლენებად“ აღქმას.

 ვის არ უნდა გაუკეთდეს ჰოლოტროპული სუნთქვა:

მათ ვისაც აღენიშნება შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, ეპილეფსია, მძიმე PTSD, გულის დაავადებები, მაღალი წნევა, ორსულობა, გლაუკომა, ბოლო დროის გადატანილი ოპერაცია, ანევრიზმა, ძლიერი პანიკური აშლილობა.

 სამეცნიერო კრიტიკა

ჰოლოტროპული სუნთქვა არ წარმოადგენს სამედიცინო თერაპიის ნაწილს.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრაქტიკის მსვლელობის დროს ბევრი ეფექტი მოდის ჰიპერვენტილაციიდან და ეს არ შეესაბამება ნამდვილ გამოცდილებას, რასაც შეუძლია ფსიქოლოგიური ზიანი მოტანა.

ამავე დროს, ზოგიერთი ადამიანი მას ასახელებს როგორც თერაპიად — მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკა უსაფრთხოა.

 თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს მსგავსი ტიპის პრაქტიკას რისკის შესამცირებლად გაითვალისწინოთ შემდეგი:

სესია ჩატარდეს გამოცდილ და პასუხისმგებლიან ფასილიტატორთან (ოპერატორთან ან სპეციალისტთან), რაც საქართველოშ ფაქტიურად არ არსებობს, ვიცი ჩვენი ქართველი ჰოლოტროპისტების გამოცდილება და ამას ამიტო ვაფიქსირებ!!!

წინასწარ უნდა მოხდეს თქვენი სამედიცინო დასკვნის გულდასმით შესწავლა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მგდომარეობის გათვალისწინება.

 რა შემთხვევაშ უნდა მოხდეს პრაქტიკის შეწყვეტა:

ჰოლოტროპული სუნთქვა არ არის უბრალოდ „ღრმა სუნთქვა“, ეს არის ძლიერი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჩარევა, რომელიც ცვლის:

ტვინის ე.წ. ქიმიას, აძლიერებს ნერვული სისტემის აქტივობას, ამძაფრებს ემოციურ მდგომარეობას და სხვა.

ზოგი ადამიანისთვის მსგავსი გამოცდილება შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ უმეტესისთვის — დესტაბილიზაციის, ტრავმის, პანიკის ან ფსიქოზური ეპიზოდის ტრიგერი.

ამიტომ მისი რომანტიზება უადგილოა.

MAGAMON DAGON

დააკომენტარეთ და სხვებსაც გადაუზიარეთ

#მაგია #შავიმაგია #თეთრიმაგია #რიტუალები #მკითხაობა #სპირიტიზმი #თილისმები #დამცავირიტუალები #ამულეტები #დემონები #ანგელოზები #სულები #არხონტები #კაბალა #შამანიზმი #ვუდუ #ჯადოები #წყევლა #ავითვალი #მთვარისდღეები #მთვარისკალენდრი #ლოცვები #ჯადოსმოხსნა #წყევლისმოხსნა #ვიდეოგაკვეთილები #ონლაინრიტუალები #პარანორმალურიმოვლენები #რუნები #დამწერლობები #ყველაფერი #magamon #magamondagon #magamonmassimodagon #all #global #world

Комментарии


bottom of page