top of page

სამიანები



სამიანები


ჯოხების სამიანი


ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ ახალი პერიოდის ზღვარზე ხართ თქვენს ცხოვრებაში. პერსპექტივები ფართოა - გინდათ დაკავდით ახალი ბიზნესით, გაიჩინიეთ ახალი რომანი ან შეითვისეთ ახალი ჰობბი. თუ გნებავთ ეს ყველეფერი ერთად გააკეთეთ, ენერგია ყველა შემთხვევაში საკმარისი გაქვთ. თუ თქვენ ნათლად მიიღებთ გადაწყვეტილებას მაშინ მის ფორმულირებას მშვენივრად შეძლებთ.

ჯოხების სამიანზე უფრო კონკრეტული არკანის პოვნა შეუძლებელია. აქტიურად იმუშავეთ. ახალი იდეები მოგიტანთ სიმშვიდესა და ბედნიერებას. თქვენ იქნებით წარმატებული. თქვენს ცხოვრებაში, მოსალოდნელია ახალი ადამიანის გამოჩენა, რომელიც თქვენთვის არამხოლოდ მოსაწონი და სასიამოვნო იქნება, არამედ გასწავლით ძალიან ბევრ ახალ და გამოსადეგ რაღაცეებს.


• ახალი დაწყებები

• წარმატება, გამართლება

• ახალი ნაცნობობა


კარტის მნისნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ არაფერს აკეთებთ. კი არ ზარმაცობთ, არამედ თქვენ იმდენად გაკლიათ თვითდაჯერებულობა, რომ ფიქრობთ, რომ ცდაც კი არ ღირს. ადამიანები განაწყენებულნი არიან თქვენზე, თქვენ არაფრის გაგონება და დანახვა არ გსურთ, უბრალოდ მიყევბით დინებას და გზად უამრავ მცდელობას ტოვებთ განვითარების გარეშე.


• წყენები, ჩხუბები

• გამცემლობა, გაყიდვა

• პრობლემები სამსახურში





თასების სამიანი (Тройка Кубков)


ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


შესანიშნავი პერიოდი, დროის მეგობრებთან ერთად გატარებისათვის. თქვენ ახლა ყველაფერი ახლისათვის გახსნილი ხართ: რატომ არ ცდით დაწეროთ წიგნი? ან სიმღერა? შეიძლება მისით მსოფლიოს ცნობილი პროდიუსერები არ დაინტერესდნენ, მაგრამ მეგობრებს შორის დიდ წარმატებას მოიპოვებთ. თქვენ შესანიშნავი განწყობა გაქვთ და მისი საიდუმლო იმაშია, რომ თქვენ იმით ხართ დაკავებული რაც გიყვართ. იშოვეთ ფული - ის თქვენ დაგჭირდებათ. თქვენს გარშემო ვიღაც საჩუქრის ღირსია. ფლირტი ახლა შეიძლება სერიოზულ რომანში გადაიზარდოს, საბოლოოდ კი ქორწინებამდე მივიდეს. იცხოვრეთ და მიიღეთ სიამოვნება!


• ფლირტი

• წარმატება, ფორტუნა

• შთაგონება


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ პრობლმები გაქვთ საყვარელ ადამიანთან. ის ნელ-ნელა გშორდებათ. მას სამსახურში ან მეგობრებთან ერთად ყოფნა უფრო უნდა და აინტერესებს ვიდრე თქვენთან, გაანალიზეთ სიტუაცია - იქნებ ღირს დაელაპარაკოთ მას და სიტუაცია გაარკვიოთ? ან გააკეთოთ რაღაც რაც კვლავ დააგხლოვებთ ერთმანეთთან? შეიძლება ის სამუდამოდ დაკარგოთ. ხოლო თუ დაშორების მიზეზი თქვენ თითონვე გახდებით მაშინ არ დაგავიწყდეთ აუხსნათ პარტნიორს, რომ თქვენ ის ძველებურად გიყვართ. თუ არადა მაშინ ნუ ჩაეჭიდები კატას კუდში. თუ მიდიხარ - წადი.


• წყენები, ჩხუბი

• სევდა

• განშორება, დაშორება




ხმლების სამიანი (Тройка Мечей)


ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ საკუთარ თავს უქმნით სიძნელეებს. პირად ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე კარგაადაა. შესაძლოა ცვლილებებიც. ქალი იბრძვის, მერყეობს რამოდენმინე კაცში, კაცი კი იტანჯება ქალის ღალატისგან. სევდა შესაძლოა ცრემლებში, ისტერიკებსა და ურთიერთობების გარკვევაში გადაიზარდოს. რცა არ უნდა სამწუხარო იყოს თქვენ წინ სიძნელეები გელით. თქვენ შესაძლოა მატყუარების მსხვერპლი გახდეთ. შესაძლებელია სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• გაცვლა, ტყუილი

• წყენები, სკანდალები (კამათი, ჩხუბები)


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ სირაქლემას პოზა აირჩიეთ - დამალეთ თავი მიწაში, რათა არ დაინახოთ საკუთარი პრობლემები და არ ეცადოთ მათ გამოსწორებას. თქვენ გელით წარუმატებლობა(ები) სიყვარულში: როგორც ჩანს თქვენ სერიოზული მეტოქე გყავთ, რომელიც იღბლიანია: სავარაუდოდ თქვენი პარტნიორი გატყუებთ. ნუ გექნებათ მეგობრების იმედი. უბრალოდ ეცადეთ მოითმინოთ ეს პერიოდი ან შეიარეთ ფსიქოლოგთან.


• ჯანმრთელობის პრობლემები: ნერვული მოშლილობა

• ტყუილი

• ურთიერთობის გაწყვეტა, დაშორება





პენტაკლების სამიანი (Тройка Пентаклей)


სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ მიაღწიეთ ურყევ ფინანსურ მდგომარეობას. ბრავო! ეს ხომ თქვენი ოცნება იყო, მაგრამ ბევრი დილერისაგან განსხვავებით, თქვენ არამხოლოდ ფული, არამედ თითონ პროცესი გაინტერესებთ რადგან თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ. მომავალშიც გამოიყენეთ მსგავსი პრაქტიკა და ის, თქვენ წარამეტბას მოგიტანთ. თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს ძალაში და ამიტომაც დაიჭირეთ იღბალი, წარმატება კუდით და ხელში მყარად გიჭირავთ. თქვენ ბერვი მეგობარი და ამხანაგი გყავთ. მაგრამ თემები ცოტათი შევიწროვებული: ფული და ჯანმრთელობა. არ ღირს, რომ ცოტა დაისვენოთ? ისაუბრეთ ფეხბურთზე ან გასულ მოდის ჩვენებაზე, სქესისა და ინტერესის მიხედვით.


• ფინანსური შემოსავალი

• წარმატება, იღბალი

• ბევრი მეგობარი


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ თავს უსარგებლოდ თვლით და ამის გამო უფროსობაცა და კოლეგებიც იმავეს ფიქრობენ თქვენზე. თქვენ ავადმყოფობთ მონატრებისგან და შემოქმედებისათვის სიმამაცე არ გყოფნით. რატომრაც თქვენ იმ დასკვნამდე მიხედვით, რომ თქვენი გადარჩენა მხოლოდ ფულს შეუძლია, ის კი თქვენ არ გაქვთ და არც გექნებათ, სანამ ისე არ დაკავდებით საქმით, როგორც საჭიროა. გეყოთ განცდა, დაიწყეთ მუშაობა! რამოდენიმე წარუმატებლობისა და დატვირთული მუშაობის შემდეგ თქვენ წარმატება გელით.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• უფულობა

• დადაბლებული თვითშეფასება

Comments


bottom of page