top of page

ცხრიანები



ცხრიანები


ჯოხების ცხრიანი (Девятка Жезлов)

კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ ახლა დამცველი ხართ, თქვენი ინტერესების სადარაჯოზე მდგომი. უფრო მეტიც თქვენ ბრძენი დამცველი ხართ და რაც შეეხება გარშემომყოფებთან ურთიერთობას თქვენ აქაც ისე მოქმედებათ, როგორც ნამდვილი პოლიტიკოსი. თქვენ სიტუაციებს ძალიან სწორედ აანალიზებთ და ირჩევთ საუკეთესო გადაწყვეტილებებეს. ზუსტად ეს დაგეხმარებათ ძალიან მალე წარმატების მიღწევაში. თქვენ მზად ხართ გამარჯვებისათვის. მხოლოდ ხელის გაწვდაღა დაგრჩათ, რომ პრიზი მიიღოთ.

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

სამწუხაროდ თქვენი ყველა გეგმა ერთ საათში დაისმხვრევა. ჩაფიქრებული არ ახდება. ბუნებრივია ეს აგანერვიულებთ და შეგაშინებთ. თქვენ ვერ შეძლებთ გონების მოკრებას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. იყავით ყურადღებით - გარშემომყოფებმა შეიძლება მოგატყუონ. და კიდევ დატანეთ თავს ძალა და ნუ გეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. გასოვდეთ რომ წარუმატებლობის პერიოდი წავა, ხოლო ახლა შეძნელი დაბალი თვითშეფასებით ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგიწევთ.

• წყენა, ჩხუბი

• პრობლემები სოციალურ სტრუქტურებთან

• საერთო ჯამში წარუმატებელი, უიღბლო პერიოდი

თასების ცხრიანი (Девятка Кубков)

ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

ეს კარტი პირდაპირ გეუბნებათ თქვენ - ჩაიფიქრე სურვილი - მე ყველაფერს აგისურლებ! თქვენ შესანიშნავი პერიოდი გაქვთ. თქვენ ბრძენი ხართ, გაწონასწორებული, ავლენთ მზრუნველობასა და სინაზეს ახლობლებთან და ისნიც იგივეთ გპასუხობენ. სიყვარულშიც ყველაფერი შესანიშნავადაა. თქვენ ჰარმონიული წყვილი ხართ. თუ ჯერ არავინ გყავთ, მაშინ მოეზმადეთ სულ მალე პარტნიორი გეყოლებათ. თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში და იზიდავთ იღბალს.

• სიყვარული

• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• წარმატება

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

მორჩით ნერვიულობას და წვრლმანებსა და უაზრობებზე პარტნიორის შეწუხება (მოქაჩვა). ჯერ-ჯერობით ის ჩუმადაა, მაგრამ თუ არ გაჩერდებით გელით დიდი ჩხუბი და შესაძლოა დაშორებაც კი. თქვენი არეული სექსულაური კონტაქტები თქვენს ჯანმრთელობაზე ახდენენ ზეგავლენას. თქვენ გამოუცდელი და უჭკუო ადამიანივით იქცევით. რაც შეეხება თქვენს სურვილებს, ისნი ჯერ არ ჩამოყალიბებულან ამიტომ ცოტა მოცდა მოგიწევთ.

• კაპრიზები, სისულელეები

• წყენა, ჩუბი

• სურვილები არ ახდება

ხმლების ცხრიანი (Девятка Мечей)

ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ კრიზის პერიოდში ხართ - გიწევთ ფაქტების წარმოდგენა, კონსტანტაცია. თქვენ ძალიან სასოწარკვეთილი ხართ, მაგრამ ნუ შეშინდებით კრიზისი ხომ განახლების საწინდარია. თქვენ უფრო ბრძენი გახდებით მას მერე რაც ყველა თქვენს პრობლემას გადალახავთ. შესაძლოა განშორებები და დაშორებები ახლობლებთან, პარტნიორთან. ჩხუბი სამსახურში, გაუგებრობები კოლეგებთან. შეიძლება ავად გახდეთ, ამიტომ თვალყური ადევნეთ თქვენს იმუნიტეტს. ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად თქვენ უნდა აიყვანოთ თავი ხელში და ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. დააძალეთ საკუთარ თავს!

• ჯანმრთელობის პრობლემები

• წყენა, ჩხუბი

• სიტუაციის გადალახვის აუცილებლობა

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

ეს კარტი ამოტრიალებულ მდგომარეობაში, მიგანიშნებთ ძალიან რთული პერიოდის დაწყებაზე. თქვენ ბევრი რამ უნდა შეცვალოთ, რომ დასრულდეს. ამის გაკეთებას კი ის უფრო ართულებს, რომ თქვენ არასამართლიანი ხართ საკუთარ თავთან - არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში, თვითშეფასება დაქვეითებული ამის გაკეთება კი არაფრით არ შეიძლება ახლა. ამოხსენით რთული ამოცანები, რომლებიც თქვენს წინაშე დგას მიუხედავად იმისა გამოგივათ თუ არა. თქვენ ამ სიტუაციიდან გაციელბით გამოცდილი, განახლებული გამოხვალთ. თქვენი ინტუიცია შესანიშნავად მოქმედებს. ბევრი სიახლეა, მაგრამ ყველა მათგანი სულაც არ არის ბედნიერი. არაფერი! იმუშავეთ სიტუაციის შეცვლაზე

• უსიამოვნო ცნობები

• ჯანმრთელობის პრობლემები

• ცვლილებების აუცილებლობა

პენტაკლების ცხრიანი (Девятка Пентаклей)

სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ სამქეს შემოქმედებითად უდგებით რაც დამატებით დივიდენდებს მოგიტანთ. თქვენ ახლა ყველაფერი შესანიშნავად გაქვთ: არავინ არ გიყრით ჯოხებს ბორბლებში, კოლეგებს უყვარხართ და პატივს გცემენ, ჯანმრთელობა შესანიშნავია და არაფერს არ შეუძლია თქვენთვის ხასიათის გაფუჭებას. ამას გარდა თქვენ ბრძნულად იყენებთ იმ მეთოდებს რომლებიც უკვე გაგაჩნიათ. აშესაძლოა მიიღოთ მემკვიდრეობა.

• მყარი ფინანსრუი მდგომარეობა

• პატივისცემა და დიდება

• სასიამოვნო სიურპრიზი

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ შეიძლება დაკარგოთ ფული, ფრთხილად იყავით პარტნიორთან. სამწუხაროდ თქვენი სურვილები არ ახდება. ფულთან არსებული პრობლემები თქვენში დაუცველობის შეგრძნებას იწვევს. თქვენ ნერვიულობთ და ამის გამო ჩვეულებრივზე უფრო მფლანგველი ხართ. შეჩერდით. დროა ისწავლოთ ფულთან მოკიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავთ. შესაძლებელია ტყუილები.

• წყენა, ჩხუბი

• შესაძლებელია მსხვილი დანაკრაგები, მათ შორის ფინანსური

• აუციელბელია დამშვიდება

Comentarios


bottom of page