top of page

ათიანები



ათიანები

ჯოხების ათიანი (Десятка Жезлов)

კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

ცვლილებები, ცვლილებები.... თქვენ მხრებიდან დიდი ტვირთი მოიხსენით. სამსახურში ახალი პერსპექტივები ჩანს. თქვენ მზად ხართ აქტიური ცხოხვრებისათვის - შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი არც ისე ცუდადაა - ყოველშემთხვევაში არსებობს სტაბილურობა. თუკი თქვენს ცხოვრებაში მკვეთრად იცველება იცოდეთ რომ ეს უკუეთესია. არაფერი ცუდი ახლა არ მოხდება.

• მშვენიერი ფინანსური მდგომარეობა

• ახალი წინადადებები და გეგმები

• კარგი ჯანმრთელობა

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ მელანქოლიაში ხართ. თქვენ თავს ისე გრძნობთ, როგორც თაგვი, რომელიც შეცდომით შეძვრა ბოთლში და იქიდან ვეღარ გამოდის: გარშემო ყველაფერი ჩანს, მაგრამ შუშა გზას გიღობავთ. თქვენ გაქვთ პრობლემები ფულთან. ამას გარდა თქვენ ვერაფერით ვერ ახდენთ გავლენას იმ სიტუაციაზე, რომელიც ასე გაწუხებთ და ელით, რომ მას, ვიღაც თქვენს მაგივრად მოაგვარებს. თქვენ საერთოდ არ გწამთ საკუთარი ძალების. თქვენ ნერვიულობთ, მაგრამ თავი ხელში აიყვანეთ! თუ თქვენ ეს კარტი ამოგივიდათ ესეიგი ეს გაფრთხილებაა: თუ ისტერიკებს მორჩებით და უბრალოდ მოთმინებით დაელოდებით, ეს პერიოდი ძალიან მალე შეიცვლება უკეთესით

• პრობლემები ფულთან

• პესიმიზმი, აპათია

• ბევრი დაბრკოლება

თასების ათიანი (Десятка Кубков)

ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ ემოციური და მგრძნობიარე ხართ. ახლა სწორედ ის დროა, რომ უთხრათ ახლობლებს თუ, როგორ გიყვართ. ისნიც დაიჯერებენ და იმავეთი გიპასუხებენ. თქვენ ჰარმონიული ხართ და აფრქვევთ ბედნიერებას. ამ პერიოდში კარგია პატარა მოგზაურობის მოწყობა - კარგი იქნება რაიმე რომანტიკული გასეირნება. შესაძლებელია ახალი ფლირტი, რომელიც შეიძლება რაღაც ძალიან სერიოზულში გადაიზარდოს. სახლი, ოჯახი - აი რა განაღვლებთ ახლა. აქ თქვენ მშვიდად და კარგად გრძნობთ თავს. წარმატება თქვენკენ მოემართება

• სურვილები მალე ახდება

• ბედნიერება, ჰარმონია

• შესანიშნავი ჯანმრთელობა

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

საშინელება საქმეებსა და სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. თქვენ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში. ტაროს რჩევა: მოიკრიბეთ ძალები. მალე პერიოდი ახლით შეიცვლება და წარმატება თქვენკენ მოტრიალდება.

• მელანქოლია

• წარუმატებლობა

• პრობლემები პარტნიორებთან

ხმლების ათიანი (Десятка Мечей)

ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კარტი. ის მოასწავებს დარდსა და ცრემლებს, მოულოდნელად, ტრიუმფით დაწყებული საქმე ძალიან სამწუხაროდ დამთავრდება. თქვენ გელით ტკივილი - განშორება და დაშორება ახლობლებთან ან პარტნიორთან, გაუგებრობა და კატასროფაც კი. მეგობრები ან ვერ შეძლებენ ან არ ინებებენ მხარში ამოდგომას. ფრთხილად იყვაით ჯანმრთელობასთან. იყავით ყურადღებით და ჩაიძირეთ საქმეში მხოლოდ ასე არსებობს შანსი სეცვალოთ სიტუაცია და არ დაუშვათ დიდი რაოდენობის უსიამოვნებები.

• ჯანმრთელობის პრობლემები

• ტრაგედიები

• დაშორება, განშორება

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

მძიმე და გრძელი პერიოდი. უსიამოვნებები გელით ყველაზე მოულოდნელ მომენტებში. ფრთხილად იყავით სამსახურში, შეამოწმეთ საკუთარი თავი რამოდენიმეჯერ. პრობლემების წარამტებით გადაჭრა მხოლო და მხოლოდ ილუზიაა. მაგრამ ფარხმალს ნუ დაყრით! სხვა ვარიანტი მაინც არ გაქვთ - იმუშავეთ, იშრომეთ და მაშინ ნაბიჯნაბიჯ ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდება

• მიედეთ ჯანმრთელობას

• ტყუილი, წარუმატებლობა

• ილუზიები, ფორტუნამ ზურგი შეგაქციათ

პენტაკლების ათიანი (Десятка Пентаклей)

სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

შესაფერისი დროა მსხვილი შენაძენებისათვის. ახალი დაწყებისათვის - სამსახურის პროექტები - სიტუაციაც შესაფერისი იქნება. მხოლოდ დროის განკარგვას ძალიანაც ნუ ეცდებით - შეიძლება მოგიწიოთ მოულოდნელი მოგზაურობა. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა. თქვენ წარამეტბული ხართ, განსაკუთრებით საქმეებში, რომლებიც ფინანსებთანაა კავშირში. წარმატება თქვენსკენ მოტრიალდა. შესანიშნავი პერიოდია.

• მშვენიერი ჯანმრთელობა

• საინტერესო ადამიანები

• შესძლო ფლირტი

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ პრობლემები გაქვთ ფულთან - თქვენ ტანჯულად ეძებთ, სად იპოვოთ ის. ვიღაც თქვენ ახლობელს ძალიან სჭირდება დიდი თანხა. შეიძლება გაცივდეთ და არ დაუშვათ ეს, თორემ დიდ ხანს გაგრძელედება და შესაბამისად უფრო ძვირიც დაგიჯდებათ! ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გადაიტანოთ. მალე ყველაფერი დალაგდება!

• პრობლემები სამსახურში

• დეპრესია

• ნუ ითამაშებთ აზარტულ თამაშებს

留言


bottom of page