top of page

შვიდიანები


შვიდიანები


ჯოხების შვიდიანი (Семерка Жезлов)


კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


საერთოდ ეს კარტი გაფრთხილებაა! დროა მთელი ძალები და ყურადღება მოიკრიბოთ. თქვენ ახლა შემეცნებისა და გამოძიებების გზას ადგახართ, ასე რომ ყურადღება ძალიან გამოგადგებათ. საერთო ჯამში კარტი კარგია: თქვენ გელით წარმატება, მობილიზებულობის წყალობით. იყავით დარწმუნებული და დარჩით თქვენს პოზიციაზე - მაშინ ყველაფერი გამოვა. ამ პერიოდში თქვენ თითონვე ირჩევთ მეგობრებსა და ნაცნობებს, მაგრამ იმოქმედეთ ნამდვილი ინტერესიდან გამომდინარე და არა სარგებლიდან. თუ თქვენი სამსახური ყიდვა-გაყიდვასტანაა კავშირში, ამაში თქვენი ტოლი არავინ იქნება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ - ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება!


• სურვილები ასრულდება

• ფინანსური შევსება

• აუციელბელია მობილიზება, ყურადღების მოკრება


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


პერიოდი არც ისე კარგია. გელით ცვლილებები და თქვენ საერთოდ არ ხართ მისთვის მზად. შეიძლება გქონდეთ პრობელმები ჯანმრთელობასთან, ტრამვები. ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლს. თქვენ საერთოდ არ ფიქრობთ იმ შედეგებზე რაც შეიძლება თქვენს ქმედებებს მოჰყვეს. თქვენი მომავალი მხოლდო თქვენზეა დამოკიდებული. თუ საკუტარი თავის ხელში აყვანას შეძლებთ ყველაფერი მოგვარდება!


• ჯანმრთელობის პრობლემები

• მზად იყავით არასასიამოვნო ცვლილებებისათვის

• შესაძლოა არასასიამოვნო ცნობები


თასების შვიდიანი (Семерка Кубков)


ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენ მეოცნებე ხართ, რომელიც ილუზიების სამყაროში ცხოვრობს. ეს, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ ცოტათი საშიში და აბსოლუტურად უაზრობაა: თქვენ აქაც კარგად ხართ. დაბრუნდით მიწაზე - აქ თქვენ წარმატებული ხართ საქმესა და სიყვარულში, მაგრამ თუ თქვენ ოცნებებით ცხოვრებას გააგრძელებთ, თქვენი პროექტები ჰაერის ციხესიმაგრეებად გადაიქცევიან, სიყვარული კი ხელიდან დაგისხლტებათ. ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან! ნუ დაივიწყებთ თქვენს ვალდებულებებს.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• წარმატება

• ამოციური ცვალებადობა


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


იღბალმა ზურგი შეგაქციათ. სიყვარულში წარმატება არ გაქვთ, შესაძლოა დაშორება. ემოციური გადატანები არასასიამოვნო იქნება. ისწავლეთ საკუთარი ემოციების კონტროლი: შეწყვიტეთ სიბრაზე და ეჭვიანობა, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თქვენი სურვილები არ ახდება.


• ტყუილი

• წარუმატებლობა, დარდი

• პრობლემები სამსახურში


ხმლების შვიდიანი (Семерка Мечей)


ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


როგორც ჩანს თქვენ არც ისე სწორედ აფასებთ სიტუაციას. მთელი თქვენი სიძნელეები დორებითია, თქვენ ადვილად გადალხავთ მათ. ძალიან ბევრი ილუზია გაქვთ და ყველანი ისნიი გიშლიან თქვენ ხელს მშვიდად იცხოვროთ და იმუშაოთ. თქვენ გგონიათ რომ გარშემომყოფებს არგულზე არ ეხტაებით მაგრამ ეს ასე არ არის. თქვენ რატომღაც გგონიათ, რომ ვიღაცას თქვენი მოტყუება უნდა, არადა ეს თავში აზრადაც არავის მოსდის. მაგრამ ხმლების შვიდიანი გირჩევთ იყოთ ფრთხილად საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თუ ეს შესაძლებელია გადადეთ მოგზაურობა. იყავით გონიერი, გამჭრიახი და გათვალეთ თქვენი ყველა ნაბიჯი. თუ თქვენ რაიმე საფრთხე გელით, ეს არა უცხო ადამიანებისაგან არამედ თვქნგან მოდის!


• მიხედეთ ჯანმრთელობას - შესაძლოა ტრამვები

• შეცდომით გაანალიზებული სიტუაცია

• ყველა პრობლემა გადაიჭრება, სურვილებიც ასრულდება


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


თქვენ საკუთარ თავს მიეცით უფლება დღის შუქზე გამოგეშვათ ყველაზე ცუდი გრძნობები. პერიოდიც, სიმართლე რომ გითხრათ არც ისე წარმატებულია, მაგრამ თქვენ ეჭვიანობთ კოლეგებისა და მეგობრების წარამტებაზე, გშურთ მათი და არც მალავთ ამას. თქვენ ჩიხში აღმოჩნდით: ყველა მცდელობა, ძნელი ამოცანების ამოსახსნელი უშედეგო, წარუმატებელია. ეს გართმევთ ძალას და თვითსეფასების უნარს გიქვეითებთ. პირად ცხოვრებაშიც პრობლემები ჩანს: ან თქვენ ან თქვენი პარტნიორი საშინლად არასტაბილურები ხართ. ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში არის ხოლმე შავი სარტყელი, პერიოდი, მაგრამ ის მალე გავა. მოგიწევთ მოითმინოთ.


• ჯანმრთელობის პრობლემები

• საშიში კონცენტრაცია ფიზიკურ სურვილებზე

• ნუ გამოიყენებთ ზედმეტ ალკოჰოლს


პენტაკლების შვიდიანი (Семерка Пентаклей)


სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.


კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში


თქვენი გზა - ეს არის გზა გამარჯვებულისა. ყველა თქვენი სურვილი მზადა ასახდენად და ეს ყველაფერი თქვენი შრომის დამსახურებაა. თქვენ ისე შესანიშნავად მიგყავდათ საქმეები ბოლო პერიოდში, რომ ახლა ისინი თითქოს თითონვე მიდიან. დიახ თქვენ კონცენტრირებული ხართ მიაღწიოთ მატერიალურ წარმატებას, მაგრა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი სფეროები თქვენი ინტერესის მიღმა რჩება. თქვენ ბრძენი და ყურადღებიანი ხართ. თქვენ გწამთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. სწორედ ამიტომაც გაქვთ დაცულობის შესანიშნავი გრძნობა.


• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• ახალი ნაცნობობა

• იღბალი, წარმატება


კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში


სურვილების ასრულება გადაიდო. მას განხორციელებაში ხელს, საკმარისი თანხის არარსებობა უშლის. ამის გამო წარმოიქმნება სასოწარკვეთისა და დეპრესიის საშიშროება. თქვენ ძალიან გეშინიათ სიღარიბის, ნერვიულობთ და აკეთებთ უამრავ უსარგებლო საქმეს. თქვენ გიპყროთ ცუდი ემოციები როგორებიცაა ეჭვიანობა ან შური. აიყვანეთ თავი ხელში. ეს პერიოდი მალე გავა და შემდეგ შეიძლება ძალიან შეგრცხვეთ. თქვენ სიზმრებიც კი საშინელი გესიზმრებათ. დამშვიდდით, დიდი სიღარიბე არ გელით, ასე რომ ნუ ნერვიულობთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება!

Comments


bottom of page