ახალიწლის ღამეს სურვილები სრულდება
- ნიკოლოზ მუმლაძე

- 7 дек. 2020 г.
- 1 мин. чтения
ეს რიტუალი ვისაც აქვს გაკეთებული ყველა ერთხმად აღიარებს რომ ყველაზე წარმოუდგენელი სურვილებიც კი შესრულებულა, სწორედ ამიტო მგონი ჯობია თქვენც სცადოთ.

რიტუალს აკეთებენ წლის ბოლო დღეს, როცა თქვენ მტკიცედ გადაწყვეტთ არსებული რთული მდგომარეობისგან განთავისუფლებას, რაც ცხოვრების საშუალებას არ გაძლევდათ, აიღეთ A4 ფორმატის თეთრი ფურცელი, გაყავით შუაზე, ერთ მხარეზე დაწერეთ ის, თუ რისგანაც გინდათ განთავისუფლება, დაწერეთ ყოველივე ცუდი, ხოლო მეორე მხარეს კი ყველაფერი კარგი და ყოველივე ის, თუ რაც გსურთ რომ მიიღოთ მთელი წლ;ის განმავლობაში, შეეცადეთ რომ სურვილები გააზრებულად დაწეროთ.
როგორც კი მორჩებით დაწერას, აანთეთ სანთელი და ეს ფურცელი გადაატარეთ სამჯერ ცეცხლის ალს, ისე რომ არ დაწვათ ფურცელი, შემდეგ კი წარმოთქვით ყოველივე ის რისგანაც გსურთ განთავისუფლება, როგორც კი დაამთავრებთ კითხვას, მოახიეთ ფურცელს ის ნაწილი რომელ მხარეზეც იყო ჩამოწერილი ყოველივე ცუდი მოვლენები თქვენს ცხოვრებაში და დაწვით ამ სანთლის ალზე,
როგორც კი ჩაიწვება ქაღალდი, ფანჯრიდან ან აივნიდან გადაყარეთ ფერფლი, ხოლო ფერფლის გატანების შემდეგ ისევ გააგრძელეთ ახლა იმ ჩამონათვალის კითხვა, რასაც ელით მომავალი წლის განმავლობაში,
გაფრთხილებთ რომ რასაც წაიკითხავთ, ემოციით უნდა გააჟღეროთ, შემდეგ ამ ფურცელს სანთლის ნაღვენთით დაბეჭდავთ ფურცლის ოთხივე მხარეს და შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც ვერავინ ნახავს თქვენს გარდა, მომავალ წლამდე ინახავთ ამ ფურცელს და შემდეგ მომავალი წლის ბოლოს ჩვეულებრივ წვავთ მადლიერებით.




Комментарии