top of page

ბანქოს კარტები, "მასტები" და მათი მნიშნელობა მარჩიელობაში

ტაროსგან განსხვავებით, ბანქოს კატრებით არანაკლები ინფორმაციის გამოტანა შეუძლია მათ, ვინც ფლობს კავშრს ფაქიზ სამყაროებთან.

გაგაცნობთ ბანქოს 52 კარტს ჯოკრებთან და ცარელა კარტებთან ერთად, მათ მნიშვნელობებს, რითიც ხელმძრვანელობენ მარჩიელები.


გადმოცემის მიხედვით ბანქოს კარტების ისტორია უკავშირდება ბოშებს და მათ ემიგრირებას ევროპის ქვეყნებში. შუა საუკუნეებიდან დღემდე ბანქოს კარტებს ხალხი ხშრად გართობისთვის იყენებს რაც მეტად სამწუხარო ფაქტია.

ბანქოს 4 „მასტის“ მისტიურმა ფორმებმა და ოკულტურმა მნიშვნელობებმა, თავისი კვალი მაინც დატოვა ოკულტურ მეცნიერებებში და ერთ ერთი მოწინავე ადგილი უკავია სამარჩიელო ტექნიკებში.

სანამ უშუალოდ კარტების მნიშვნელობებზე გადავიდოდეთ განვიხილოთ ე.წ. მასტების და კარის კარტების მნიშნელობა, რომელსაც მაღალ ფიგურალურ კარტებად მოიაზრებენ.

ბანკოს მასტები 4 სხვადასხვა ფიგურისგან შესდგება - ჯვარი, გული, აგური და ყვავი, რომელშიც გამოხატულია ასაკი, სეზონი, დედამიწის მხარეები, სტიქიები, ტემპერამენტი და ა.შ. სახით.

კარის კარტებში კი პერსონაჟები მოიაზრება სტატუსით, ცხოვრების წესით, მოქმედებით და ა.შ.

დავიწყოთ მასტების განხილვა:

გული: ბავშობა-სიყმაწვილე, 1-25 წლამდე, გაზაფხული, სამხრეთი, ქოლერიკი, ცეცხლი, დაბადება.


ჯვარი: მოზარდი, 26-40 წლამდე, ზაფხული, აღმოსავლეთი, სანგვინიკი, ჰაერი, ზრდა.


აგური: ზრდასრული,41-60 წლამდე, შემოდგომა, ჩრდილოეთი, ფლეგმატი, მიწა, ჭკნობა.


ყვავი: მოხუცებული, 61-იდან ზევით ასაკის, ზამთარი, დასავლეთი, მელანქოლიკი, წყალი, კვდომა.


გული:

გული განასახიერებს ბავშობას, სიყმაწვილის წლებს, ამ მასტის ხალხი მუდმივი ბავშები არიან. სტიქია - ცეცხლი, სეზონი - გაზაფხული.

გული განასახიერებს ყველაფერს რაც ემოციებს უკავშრდება, გრძნობა, სასიყვარულო ურთიერთობები, აგრეთვე ტკბობა და სიამოვნების მიღება, მუდამ ახალგაზრდულები, მათ სახეზე თითქო ასაკი გაჩერდა, იქცევიან როგორც ახალგაზრდები, არიან ზესექსუალურები, აქტიურები.


კარმული ვალია - სამყაროში სიყვარულის და მშიდობის შემოტანა.


ჯვარი:

ჯვარი განასახიერებს მოზარდობას, ახალგაზრდობას, მარადმწვანე სტუდენტები, სტიქია - ჰაერი, სეზონი - ზაფხული.

ჯვარი განასახიერებს ყველაფერს რაც ცოდნის მიღებასთან არის დაკავშრებული, აღზრდასთან, შემეცნებასთან, რითიც ვიზრდებით. ცნობისმოყვარენი, გაცნობიერების და სწორი აღქმის უნარის მქონენი, ცოდნის მიღების წყურვილით აღვსილნი, და ცოდნის გამზიარებლები.


კარმული ვალია - ცოდნის მიღება და გაზიარება.


აგური:

აგური განასახიერებს ზრდასრულობას, დაღვინებას, სტიქია - მიწა, სეზონი - შემოდგომა.

აგურები განასახიერებენ ზრდასრულ ადამიანებს, ამიტომ მათ არ უყვართ როცა რამეზე მიუთითებენ ან ურჩევენ, მათი ძრითადი როლი ძალიან გავს მშობლების როლს, მზრუნველი, აღმზრდელი, პასუხისმგებელი.


მათი კარმული ვალია - შექმნან კონკრეტული რეზულტატი, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.


ყვავი:

ყვავი განასახიერებს სიბერეს, კვდომას, სიბრძნეს, სიდინჯერ, მდუმარებას, განდეგილობას. სტიქია - წყალი, სეზონი - ზამთარი.

ყვავები განასახიერებენ შრომისმოყვარეობას, ძლიერ ნებას, ღრმა სულიერებას, სნეული ან უღონოდ მყოფი ადამიანები.


მათი კარმული ვალია - სხვების სულიერებაზე ზრუნვა და სულიერებისკენ მოქცევა, ტრანსფორმაცია.



ვალეტები - ვალეტები გამოსახავს ყმაწვილობის ასაკს, 1 წლიდან 35 წლამდე.


დედოფლები - გამოსახავს ყველა ასაკის ქალმატონებს და ყველა სოციალურ სტატუსს.


მეფეები - გამოსახავს ასაკში შესულ ადამიანებს 35 წლიდან ზემოთ


ტუზები - ტუზები არის პირველი კარტები, რითიც იხსნება ბანქოს მარჩიელობა. ტუზები ისევე როგორც 4 მასტი წარმოადგენს დედამიწის მხარეებს, სტიქიებს და ა.შ.


ჯოკრები - წარმოადგენენ ყველაზე აღმატებულ კარტებს, რაც არის ბედისწერასთან დაკავშირებული, ბედისწერის გამოწვევა და მისი გამოვლინებები.


ნულოვანი კარტი - არსებობს დასტები, რომელშც არის უნახატო კარტი, რასაც კაბიუშონს უწოდებენ ისევე როგორც ტაროს კარტებში, მისი მნიშნელობა კი ყველაფერს დაფარულს, გასაიდუმლოებულს ნიშნავს, ხშირად ეს კარტები ხურავს სამარჩიელო კარტებს, რისი ამოსვლის შემდგომაც ჩერდება კარტის გაშლა.


უფრო დეტალურად შემდეგ თემაში განვიხილავთ თითოეული კარტის მნიშნელობას, რითიც შეძლებთ მარჩიელობას.

Comentários


bottom of page