top of page

დამოუკიდებლად მსუბუქი ენერგეტიკული წმენდა


ამ თემაში წარმოგიდგენთ ენერგეტიკული წმენდის ერთ ერთ საინტერესო მეთოდს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება;

ენერგეტიკული წმენდა ენერგეტიკული ნაკადებისგან - ავი თვალიზს ზემოქმედებისგან, ბოროტი გულისთქმისაგან და უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ჯადოს ზემოქმედებისაგან განწმენდისთვის საჭიროა: 1 ) მარილ; 2 ) წყალი; 3 ) ღვინის ძმარი და ერთი კვერცხი. მინის გამჭვირვალე ჭიქაში მარილს, ძმარს, წყალს და კვერცხს ვათავსებთ და ვდგავთ საწოლის გვერდით, ამას დაწოლის წინ ვაკეთებთ და მთელი ღამის განმავლობაში ვტოვებთ, მეორე დილით როგორც კი გავიღვიძებთ ამ კვერცხს ვხარშავთ იმავე სითხეში და ვამატებთ ცოტა წყალს, მოხარშვის შემდგომ ვჭამთ, ამას 3 კვირის განმავლობაშჳ ვაკეთებთ ერთსა და იმავე კვირის დღეს, ანუ კვირაში ერთხელ, მოკლედ ჩემს რამოდენიმე კლიენტზე ვცადე, და საკუთარ თავზეც გამოვცადე, მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი საშუალება გამოდგა, სურვილის შემთხვევაში სცადეთ.

მარილი იცავს და თან ძალიან კარგად იცავს, მაგრამ კვერცხის ორი ბუნება ძალიან კარგია ჩაკრების გასაძლიერებლად, აურის ფერების მოსაწესრიგებლად, ხერხემლის მიდამოში წრიული მოძრაობები ძალიან კარგად წმენდს ადამიანის ბიოველს, აწესრიგებს გულსისხლთა სისტემას და მოკლედ ნერვულ გაღიზიანებას ამშვიდებს, ბოლობოლო კვერცხით როგორც არის შესაძლებელი ჯადოს მოხსნა ისევე სასიკვდილო და დამანგრეველი ჯადოს გაკეთება, რაც შეეხება ძმარს, ძმარს იმაზე მეტი ძალა აქვს ვიდრე შარდს, თვალის ჩამორეცხვისათვის, პირადად სათითაოდ ამ კომპონენტებს ვიყენებ, მოკლედ შხაპის მიღების შემდგომ ძმარს თუ გადაივლებ ყოველ დილით ავი თვალის ძემოქმედება საგრძნობლად სუსტდება, თუკი ამას სისტემატიურ სახეს მისცემ, ამ შემთხვევაში ავი თვალის ნუ შეგეშინდება, ესეც პირადად მაქვს ნაცადი. მარილი ხომ საერთოდ, მარილსაც ორი ბუნება აქვს ანუ, შელოცილი მარილით შესაძლებელი ხდება ადამიანის დაავადმყოფება, ბიზნესის და სტატუსის განადგურება, დასუსტება, და ასევე ნალოცი მარილით კი შესაძლებელი ხდება ენერგეტიკის ძირფესვიანი მოწესრიგება და გასუფთავება.

Comentarios


bottom of page