top of page

დედოფლები


დედოფლები


ჯოხების დედოფალი (Дама Жезлов)

კარიერული ზრდა. ჯოხები ასოცირდება ენერგიასთან. მოგზაურობა, ასევე ჩანს ამბიციები და კარიერული ზრდა. სტიქია - ცეცხლი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით, ბჭყვინავთ საზოგადოებაში, თქვენ ყველა აღტაცებული გიყურებთ. თქვენი ამბიციებიც დაუცხრომელია, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოშურნეები თქვენს გზაზე არ არიან. საქმე იმაში გახლავთ, რომ თქვენი კარგი განწყობიდან გამომდინარე, გარშემომყოფების მიმართაც ყურადღებიანი ხართ. თქვენ ზუსტად ასრულებთ თქვენს სამუშაოს. ცხოვრებაც დაუჯილდოვებლად არ დაგტოვებთ - თქვენი სურვილები ახდება, მითუმეტეს, რომ საქმეები ზუსტად ისე მიდის, როგორც გსურდათ. ჯოხების დედოფალი გირჩევთ არ დაივიწყოთ ოჯახის შესახებ

• შესანიშნავი ჯანმრთელობა

• წარმატება საქმეებსა და პირად ცხოვრებაში

• მსუბუქი ფლირტი

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენი ქცევა ვერც ერთი კარი გაღებას ვერ დაგეხმარებათ. თქვენ ატერორებთ გარშემომყოფებს, კაპრიზობთ და ცდილობთ ისინი თქვენს ჭკუაზე ატაროთ. თქვენ მოუთმენელი და დაუნდობელი ხართ. შედეგად თქვენ ბევრი მტერი გყავთ ამიტომაც საქმეები არც ისე კარგად მიდის. აიყვანეთ თავი ხელში, ნუ ხართ აგრესიული და გაბრაზებული, მაშინ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. სურვილების ასასრულებლად მოცდა მოგიწევთ და ამასთან მოგიწევთ გარჯაც რათა ყველაფერი ისე იყოს, როგორც გსურთ.

• ჯანმრთელობის პრობლემები

• ჩხუბი, წყენა

• პრობლემები სამსახურში



თასების დედოფალი (Дама Кубков)

ეს კარტი სიმბოლიზირდება ემოციების მთელ დასტასთან, რომელის დაკავშირებულია ბედნიერებასა და სიხარულთან, სულიერებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებთან, სიყვარულსა და სხვა პირად ურთიერთობებთან, როგორებიცაა მეგობრობა, მოწონება და ა.შ. სტიქია - წყალი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

სიტუაცია კოსმიური სისწრაფით ვითარდება. ერთი შეედვით ეს უნდა გაშინებდეთ რადგან ისეთი გრძნობა გაქვთ თითქოს დროს ვერ ეწევით, მაგრამ ნუ ნერვიულობთ - ყველგან მოასწრებთ, მთავარია მიიღეთ სიამოვნება ასეთი გიჟური რიტმისაგან. თქვენ გახასიატებთ ხასიათის სწრაფი და ხშირი ცვლა ამიტომ ნუ აწყენინებთ ახლობლებს. შერიგება შემდეგ ძნელი იქნება - რადგან ზედმეტად იმპულსური ხართ. თუ თქვენ გიგანტურ ამოცანებს დაისახავთ მაშინ გახსოვდეთ, რომ მის მისარწევად დიდი შრომა მოგიწევთ, მაგრამ თუ შეძლებთ შედეგით თითონვე გაკვირვებული დარჩებით. ამას გარდა, უფრო მარტივი საქმეები ბევრი წვალების გარეშეც კი შეგიძლიათ მოაგვაროთ, ესეც არანაკლებ წარმატებას მოგიტანთ.

• ინტუიცია

• ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება

• წარამტება სასიყვარულო ურთიერთობებში

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ილუზიებში ცხოვრობთ. შესაძლოა, გატყუებენ ან ეს თქვენ ატყუებთ ვინმეს. სიტუაცია ერთ ადგილას გაიჭედა და ბუქსავდება - როგორც ჩანს სურვილების ასასრულებლად მოცდა მოგიწევთ. შესაძლოა პრობლემები უფროსობასთან. მიხედეთ ჯანმრთელობას და განსაკუთრებით იმუნიტეტს. თქვენი ინტუიცია ნულზეა დასული, ამიტომაც სერიოზულ დავალებებს ნუ მოეკიდებით.

• სურვილები არ ახდება

• პრობლემები სამსახურში

• წარუმატებლობა სიყვარულში



ხმლების დედოფალი (Дама Мечей)

ხმლები ყველაზე ძლიერი დაბალი არკანები არიან. კავშირი აქვს ინტელექტუალურ განვითარებასთან და სულიერ გზასთან. ეს კარტი ჰყვება დაბრკოლებებზე , რომლებიც უნდა გადალახოთ. სტიქია ჰაერი.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

არც ისე წარმატებული პერიოდი. შესაძლოა გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ ვიღაც გამუდმებით გირჭობთ ჯოებს ბორბლებში. თქვენ თანდაგყვებათ წარუმატებლობა. ამიტომაც თქვენს ემოციებს ვეღარ აკონტროლებთ და მათ ნებისმიერზე ანთხევთ, ვინც ოდნავ მაინც დამნაშავე მოგეჩვენებათ. მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა თქვენთან ახალი რომანი იწყება და აი სწორედ ის იქნება სავსე წარმატებით. მხოლოდ იყავით ფრთხილად - თუ მიზნისაკენ სიარულს დაიწყებთ მიუხედავად დაბრკოლებებისა და გარსემომყოფებისა თქვენი საყვარელი ადამიანი შეიძლება დაფრთხეს და თქვენგან გაიქცეს.

• პრობლემები სამსახურში

• რომანი

• დაძაბული ურთიერთობები ახლობლებთან

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ბევრი გაუმართლებელი შიში გაქვთ. თქვენ გეშინიათ დაკარგოთ სამუშოა, თქვენ გეშინიათ დაკარგოთ საყვარელი ადამიანი. უფრო მეტიც თქვენ გირჩევნიათ ყველაფერი საკუთარ თავში შეინახოთ, იმიტომ რომ ავადმყოფურად ამბიციური ხართ. დამშვიდდით და შეიგნეთ, რომ თქვენც ისეთივე ადამიანი ხართ, როგორც სხვები. ახლობლები გრძნობენ ამას და ამიტომაც არიან ფრთხილნი მიუხედავად თქვენი მეგობრულობისა. იყავით ცოტათი მეტად გახსნილი და ადამინები დაგეხმარებიან თქვენ, რომ ყველა პრობლემა გადალახოთ.

• წყენა, ჩხუბი

• ამაღლებული თვითშეფასება

• სიტუაციების სასარგებლო დინება



პენტაკლების დედოფალი (Дама Пентаклей)

სიმბოლიზირდება ფინანსურ-მატერიალურ მდგომარეობასთან. ეს არის პრაქტიკულობისა და საქმიანობის , მიწიერების კარტი. სტიქია - მიწა.

კარტის მნიშვნელობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში

თქვენ, ყველაფერში სრულყოფილებისაკენ მიისწრაფით. ეს ცუდი არ არის, მითუმეტეს, რომ წარმატებას თქვენ აუცილებლად მიაღწევთ, თუმცა თქვენი ოჯახის წევრები ცოტათი ნაწყენები არიან - თქვენ მათ საკმარის ყურადღებას არ უთმობთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სურვულები ახდება მალე თქვენ გაგიჩნდებათ რაღაც ახალი სურვილი, რომლის ასასრულებლად ბრძოლასაც დაიწყებთ. იაყვაით ფრთხილად და გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა ნაწილი მნიშვნელოვანია. ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს რამაც შეიძლება თქვენივე საქმე დააზიანოს. უახლოეს მომავალში შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო სიურპრიზი. ძალიან დიდი ყურადღებას უთმობთ თქვენი ცხოვრების ინტიმურ მხარეს. გახსოვდეთ რომ პენტაკლების დედოფალი პირდაპირი მნიშვნელობით ორსულობას ნიშნავს.

• სურვილები ახდება

• მყარი ფინანსური მდგომარეობა

• იყავით ყურადღებით გარშემომყოფებთან

კარტის მნიშვნელობა ამოტრიალებულ მდგომარეობაში

თქვენ ზარმაცი და მფლანგველი ხართ. არ გავა დღე ისე, რომ სრულიად უსარგებლო ნივთი არ შეიძინოთ. მეგობრებს არ უნდიხართ - თქვენ არასანდო ხართ, არც საკუთარ თავში ხართ დარწმუნებული და გულის სიღრმეში ძალაიანც გშურთ და ბრაზობთ. თქვენ გაქვთ პრობლემები ფულთან, მათი გადაჭრა კი მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი - დაიწყოთ მუშაობა. თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი პარტნიორით, დაუკმაყოფილებელი ხართ თქვენი სამსახურით, თითქოს ამინდიც კი თქვენს ნერვებზე მოქმედებს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელსაც თქვენ ენდობით მან კი მთლიანად თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციათ.

• წყენა, ჩხუბი

• პრობლემები სამსახურში

• გულფიცხობა

Comments


bottom of page