top of page

დემონები: ვინ არიან ისინი?

ამბობენ, რომ ყველანაირი ბოროტება სამყაროში ეშმაკისგან მომდინარეობს. იმისთვის, რომ ბავშვები კარგად მოიქცნენ, მათ ხანდახან აშინებენ: “აი, ბუა მოვა და წაგიყვანს!” ბავშვი იზრდება, “ბუა” ეშმაკად იქცევა, და შიში რჩება. ეშმაკები იმდენად რეალურნი არიან, რამდენადაც თქვენ გინდათ ეს. მაგრამ თუკი თქვენ უარს ამბობთ მათი ძალის აღიარებაზე, ისინი ვერაფერს დაგიშავებენ.


შეშლილ ადამიანს ჯოხი გველად ეჩვენება და ამის შესაბამისად მოქმედებს. ნორმალური ადამიანი ხედავს, რომ ეს ჯოხია და არ ეშინია. მსგავსად ამისა ჩვენ შევქმენით მრავალი საგანი, რომლებიც რეალურნი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ვაძლევთ ამის საშუალებას. ჩვენს ცხოვრებაში ის ჭარბობს, რაზედაც ვახდენთ ჩვენი ენერგიეს კონცენტრაციას. ჩვენ უმაღლეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მრავალ ისეთ სიტუაციას, რომლებსაც სინამდვილეში მნიშვნელობა არ გააჩნიათ. და პირიქით, ცნობიერებიდან ვდევნით ბევრ რამეს, რასაც მთავარი მნიშვნელობა აქვს. ეს გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლევამოსილია ჭკუა. თუკი საშუალებას მივცემთ, მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც ჩვენმა პირადმა დემონმა. თუკი ჩვენ ჭკუით რაიმეს ვაღიარებთ, შესაბამისი მოქმედება გვიხდება. მაგალითად, თუკი ვინმე მეუბნება: “სვამი, შენ ისეთი მახინჯი ხარ, რომ შენი შეხედვა აუტანელია”. – მე შემიძლია სხვადასხვანაირად მოვიქცე. შემიძლია სიმართლედ მივიღო ეს სიტყვები და ძალიან გავბრაზდე, სამაგიერო გადავუხადო შეურაცხმყოფელს. შემიძლია სარკეში ჩავიხედო იმის გასაგებად, მართლა მახინჯი ვარ თუ არა. შემიძლია პლასტიკურ ქირურგს მივმართო. ან – უბრალოდ არ მივცე საკუთარ თავს ნება, რომ მისი გამოწვევა მივიღო. თუკი არ მივიღებ ამას, არაფრის გაკეთება აღარ მომიწევს მის საწინააღმდეგოდ. არაფრის დამტკიცება არ მომიწევს, და არც ის მომიწევს, რომ როგორმე ჩემი საკუთარი ქცევა შევცვალო. როგორც კი ჭკუასთან ვაიგივებთ საკუთარ თავს და ვიღებთ იმას, რასაც ჭკუა გვთავაზობს, ჩვენ ვღებულობთ არა მხოლოდ აზრებს, არამედ შესაბამის გრძნობებს, ასოციაციებსა და ქცევებსაც. მოგვწონს თუ არა, მთელ ამ ნაკრებს ვიღებთ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის ჭკუასთან გაიგივება, შევწყვიტოთ მისი კარნახით მოქმედება, რათა ყოველივე, რაც ჩვენს თავს ხდება, სულიერი ზრდისთვის გამოვიყენოთ.


არსებობს ნეგატიური ზეგავლენის მრავალი გამოვლინება. ერთ-ერთი მათგანი – აზროფორმების მეშვეობით ზეგავლენაა. ყოველი აზრი, რომელიც ამ პლანეტების ბინადრების მიერაა წარმოქმნილი, გადადის ეთერში, ჰაერის ნატიფ ასპექტში. აზროფორმები თავიანთი სიცოცხლით ცხოვრობენ და გავლენას ახდენენ ინდივიდებზე და კოლექტივებზე. რაც უფრო ნეგატიურია აზროფორმები, მით უფრო დამღუპველია მათი ზემოქმედება. რაც უფრო პოზიტიურია აზროფორმები, მით უფრო სასიკეთოა მათი ზემოქმედება. მსგავსი იზიდავს მსგავსს. ინდივიდუალური ცნობიერება ჯგუფური ხდება და ჩვენი პლანეტის კოლექტიურ ცნობიერებად ვლინდება.


ჩვენი ჭკუა შესაძლოა ზიანისმომტანი არსებების თავშესაფარი გახდეს. სწორედ მათგან მოდიან ძლივსგასაგონი ხმები, რომლებიც თავს დაგვტრიალებენ, სწორედ ისინი გველოდებიან, როდის ამღერდება ვინმეს ცნობიერება მათ უნისონზე. სწორედ ისინი არიან – რისკის ის მოყვარულები, რომლებიც გვაიძულებენ, რომ საფრთხეში ჩავაგდოთ ჩვენი და სხვა ადამიანების ცხოვრება სასოწარკვეთილ ავანტიურებში. ეს არსებები ნატიფი სამყაროდან არიან. მათ ხმებზე რეაგირება შესაძლებელია სამი სახით: ვუარყოთ ისინი, როგორც არარსებულნი; მივიღოთ როგორც რეალობა და განვაგდოთ ჭკუიდან ის, რასაც გვეუბნებიან; და ბოლოს, მივიღოთ მათი რეალობა და ვიმოქმედოთ მათი კარნახის შესაბამისად. ასეთ სიტუაციებში ადამიანის ქცევა ნეგატიური აზროფორმებისადმი მისი მდგრადობით განისაზღვრება. ნაკლებად გამძლე ადამიანები, რომლებიც საშუალებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ ნეგატიური ენერგიისადმი განეწყონ, მათი ზემოქმედების მსხვერპლნი გახდებიან. ხმები მათთვის რეალური ხდება, და შედეგად მათ უგონო მოქმედებების ჩადენა შეუძლიათ. თუკი ჩვენ ვუარყოფთ ნეგატურ ინფორმაციას, ეს არსებები არა მხოლოდ ვერ შეძლებენ ჩვენზე ზემოქმდებას, მოახლოებასაც კი არ შეეცდებიან. ამიტომ ჩვენთვის ისინი რეალობას აღარ წარმოადგენენ.


უარყოფით ენერგიებთან კონტაქტში შესვლა შესაძლებელია ოკულტიზმის პრაქტიკით, მაგალითად სპირიტიზმით. სულების გამოძახება სახიფათოა, მაშინაც კი, როცა ეს ხუმრობის მიზნით ხდება, რადგანაც პრაქტიკის ამ ფორმას დემონური ენერგიების მოზიდვა შეუძლია. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ სპირიტუალ სეანსებში და მსგავს პრაქტიკებში, ხანდახან გრძნობენ საკუთარ თავზე ზიანის მომტანი არსებების ზეგავლენას და შეიძლება შეპყრობილნიც კი გახდნენ. სწრაფად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სატანიზმს მისდევენ. მრავალი მაღალი სამხედრო ჩინის წარმომადგენელი ან ოლიგარქი უერთდება სატანის ეკლესიას, და ასევე მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია ეთაყვანება ეშმაკს.


ჩვენს დროში უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავი ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ჰაერში ტრიალებს. ადრე კეთილი და ბოროტი ძალები არ იკავებდნენ ერთი და იმავე სამყაროს. სულიერი საწყისი კაცობრიობაში საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ სიკეთეს და ბოროტებას ცალ-ცალკე ეარსებათ. დროთა განმავლობაში ატმოსფერო ცოდვით გაიჟღინთა, და სიკეთემ და ბოროტებამ გვერდიგვერდ დაიწყეს არსებობა – არა მხოლოდ ერთ სამყაროში, არამედ მოგვიანებით ერთი და იმავე ადამიანში. თანამედროვე ადამიანი თავის თავში უმაღლეს და უმდაბლეს “მეს” მოიცავს, და ისინი განუწყვეტლივ ებრძვიან ერთმანეთს. ჭკუა, რომელიც ცნობილია, რომ გარემოცვით და გარემოებებით კონტროლირდება, გამუდმებით დახტის ერთი პოლუსიდან მეორესკენ. ზოგიერთ ადამიანში მდავალი “მე” იწყებს დომინირებას და ისინი ცოდვაში ვარდებიან. მაღალი “მე” ავხორცობით, მრისხანებითა და სიხარბით იფარება. ასეთი ადამიანები თანდათანობით კარგავენ უნარს, რომ თავიანთი სხეული მართონ და განაგონ. ისინი კარგავენ თავისუფლებას და საკუთარი ჭკუისა და გრძნობების სათამაშოები ხდებიან. საჭიროა უფრო დაწვრილებით გავერკვეთ ასეთი დამონების მიზეზებში, რადგანაც ჩვენი საქმიანობა სიცოცხლეში უშუალოდ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რა დაგვემართება სიკვდილის მომენტში და მის შემდეგ.

 
 
 

Comentários


bottom of page