top of page

დემონთა იერარქიული კიბე

დემონთა იერარქიული კიბე კალიოსტროსეული ვერსიით ასე გამოიყურება, კლასიფიკაციის მიხედვით იერარქია დაყოფილია შემდეგ ჯგუფებად:

1. მოქმედების არეალის მიხედვით

2. საქმიანობის მიხედვით

3. სულიერი წოდების მიხედვით

მოქმედების არეალის მიხედვით არსებობენ:

ცეცხლოვანი დემონები, მოქმედებენ ცეცხლის სტიქიის ძალით.

ჰაერის მთავარნი მოქმედებენ სივრცეში მთვარის ქვეშ ( პირადში განვუმარტავ მსურველს ).

მიწის სტიქიის დემონები მოქმედებენ მიწის ზედაპირზე.

უფსკრულის დემონები მოქმედებენ ლუციფერის სავანეში.

ჰელიფობები სინათლის მატარებელი დემონები მოქმედებენ ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ სიღრმეებში.

საქმიანობის მიხედვით არსებობენ:

პერკები - მდედრობითი სქესის დემონები, რომლებიც ხდებიან მიზეზი მამაკაცის ძილსა შინგან დაცემისა.

პოლტარგეისტები - ღამის დემონები რომლებთაც, შესწევთ ძალა გადააადგილონ ნივთები გამოიწვიონ ხმაური რითაც აშინებენ რწმენაში სუსტთ ღამით, მოქმედებენ ძირითადად ღამის 3 დან 4 საათამდე.


ინკუბები და სუკუბები - მდედრობითი და მამრობითი სქესის დემონები რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის სექსუალური გარყვნა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის განვითარება.

ლეგიონერები - ჯგუფად მოსიარულე დემონები, რომელთა დანიშნულებაა სულიერად ძლიერ ადამიანთან ბრძოლა.

არაბელები - ანუ სიზმარული კოშმარის გამომწვევი დემონები.

მსახურები - ემსახურებიან მაგებს, ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, ე.წ ნათელმხილველებს, მკითხავებსა და მჩხიბავებს.

ესიები - დემონები რომელთაც შესწევთ უნარი ფიზიკურად დაესხან თავს დაუცველ ადამიანებს.

გრენედები - მემთვრალეობის ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის წამქეზებელი დემონები.

ვარები - მკვლელობის წამქეზებელი დემონები.

ნეკრომანტები - გარდაცვლილის სხეულში არსებული დემონები.

აფერები - შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ნივთის ფორმა და გამოცდადებისას აცდუნონ ადამიანი.

სუფთა დემონები - ებრძვიან მხოლოდ წმინდანებს.

სულიერი წოდების მიხედვით არსებობენ:

1. ფსევდოღმერთები ხილვაში გარდაისახებიან ღმერთად, წარმოგვიდგენენ თავს ღმერთებად მათი მთავარია ბელზებელი.

2. სიცრუის დემონები ატყუებენ ადამიანებს აცდენენ მათი მთავარია პითონი.

3. უსამართლობის დემონები ხარობენ უსამართლობით და აღვივებენ უსამართლობას ადამიანთა შორის მათი მთავარია ბელიარი.

4. მრუშობისა და რისხვის დემონები, მათი მთავარია ასმადეი.

5. ეჭვისა და ტყუილის დამთესავი დემონები, ადამიანთა გულებში და გონებაში, მათი მთავარია სატანა.

6. ჰაერის სივრცის დემონები სტიქიური უბედურების გამომწვევები მათი მთავარია მერეზინი

7. ფურები ომის ნგრევისა და შიმშილით სიკვდილის გამომწვევი დემონები მათი მთავარია აბადონი

7.ცილისმწამებლები მათი მთავარია ასტორატი.

8. რისხვისა და შფოთის დემონები მათი მთავარია მამონა.

მათი საცხოვრებელი ადგილები და სამოქმედო არეალი არის ზოდიაქოს 12 ეტლი, მაგალითად ებრაელთა მეფე სოლომონის გამოცხადებიდან ვიგებთ რომ როდესაც ის დემონ ასმოდეის ესაუბრება, დემონი ეუბნება მას რომ მისი სამფლობელო არის დიდი დათვის თანავარსკვლავედში შემავალი პლანეტები.


21. და იმ საათს მე ვბრძანე ჩემთან მეოყვანათ სხვა დემონი და

მეყსეულად გამოცხადდა შეკრული დემონი, მე ვკითხე მას: "ვინ ხარ"? მან შემომხედა მრისხანებითა და სიძულვილით აღსავსე თვალებით და მომიგო: "თავად ვინ ხარ"? საპასუხოდ მე მივმართე და ვუთხარი: "შენ მოგიყვანეს ჩემთან შეკრული, ამიტომ მიპასუხე შეკითხვაზე" მაშინ მან ხმა აიმაღლა და მრისხანედ მითხრა: "როგორ უნდა გიპასუხო შენ შეკითხვებზე ადამიანის ნაშიერო? მაშინ როდესაც მე გავჩნდი ანგელოზისა და ადამიანის ასულის კავშირის შედეგად? ასე რომ არ ღირს ყურადღება მიაქციოს ცის კაბადონზე მცხოვრებმა მიწაზე დაბადებული ადამიანის ძის სიტყვებს, რამეთუ ჩემი ვარსკვლავი ანათებს ცის კაბადონზე და ხალხები მას ეძახიან დიდ დათვს სხვა ხალხები კი დრაკონის შვილს, მე ვიმყოფები ამ ვარსკვლავებს შორის. ასე რომ ბევრი არაფერი მკითხო შენი მეფობა მალე დაიქცევა და შენი სიტყვის ძალაუფლება ერთ წელსაც კი ვერ გასტანს, არ გაგრძელდება შენი ტირანია ჩვენზე დიდხანს და მაშინ, როდესაც დაემხობი ჩვენ კვლავ თაყვანს გვცემს ხალხი, როგორც ღმერთებს, რამეთუ მათ არ იციან არც ჩვენი სახელები და არც ჩვენი დამმორჩილებელი ანგელოზების სახელები".


22. და მე სოლომონმა მოვისმინე რა მისი სიტყვა, კიდევ უფრო მტკიცედ შევკარი ეს დემონი და ვუბრძანე მსახურს მგლის ტყავისაგან გაკეთებული მათრახი გადაერტყა ბეჭებზე, ამის შემდეგ კვლავ შევეკითხე: "ვინ ხარ შენ"? მითხარი შენი სახელი. ამის შემდგომ მან გაამხილა თავისი სახელი და მომიყვა მისი საქმიანობის შესახებ. დემონმა თქვა: "მოკვდავები მე მეძახიან ასმოდეის და ჩემს საქმიანობაში შედის ის, რომ ვხლართავ ინტრიგებს ახალგაზრდების მიმართ, ისე რომ მათ აღარ ესმით ერთმანეთის და მე ვთრგუნავ მათ მეტისმეტად ბევრი უბედურებით, აგრეთვე მე ვაჭკნობ ქალწულების სილამაზეს და ვასუფთავებ სიყვარულისგან მათ გულებს".


დემონები ასევე ინაწილებენ სამოქმედო არეალს შემდეგ პლანეტებზე, : სატურნი, იუპიტერი, მარსი, მზე, ვენერა, მერკური და მთვარე, ამ პლანეტებზე არსებულ ასტრალურ განზომილებაში აქვთ გადანაწილებული მათ ძალაუფლება, რაც შეეხება მათი მთავარი სამოქმედო ადგილი არის დედამიწა.

 
 
 

Comentários


bottom of page