top of page

დემონთა რიცხვი

დემონები უამრავი რაოდენობისა არსებობენ ამაში არც ერთ მორწმუნეს ეჭვი არ ეპარება, მაგრამ პირველი საუკუნეებიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც ქრისტიანობა ჩამოყალიბდა რელიგიად, ღვთისმეტყველები და დემონოლოგები ცდილობდნენ მათემატიკის გამოყენებით გამოეთვალათ ავ სულთა რიცხვობრივი რაოდენობა.


მაქსიმე ტიბერიელი მე–2 საუკუნეში ასახელებს ძალიან მოკრძალებულ ციფრს, "30 000–ს" აქვე აღსანიშნავია რომ მომდევნო საუკუნეში ეშმაკის მხედრობის რიცხვოვნობა საგრძნობლად გაიზარდა დემონოლოგთა და ღვთისმეტყველთა ნაშრომებში.


ალფონს დე სპინოზა 1459 წელს ირწმუნებოდა, რომ ღმერთი მიატოვა და სატანის მხედრობას შეუერთდა ანგელოზთა დასის ერთმა მესამედმა და დაასახელა მათი რიცხვიც. 133 306 608.


მე–16 საუკუნეში დემონოლოგები ვარაუდობდნენ იოანეს გამოცხადებაში მოყვანილი "მხეცის" რიცხვზე დაყრდნობით, რომ არსებობს წყვდიადის 66 მთავარი, რომელიც ხელმძღვანელობს დემონთა მხედრობის 6 660 000 ლეგიონს და თითო ლეგიონში შედის 10 000 სული.


იოჰან ვეირი კი გამოჩენილი მოწაპე აგრიპასი ირწმუნებოდა რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობს 7 405 926 დემონი. რომელსაც მართავს წყვდიადის 72 მთავარი, მისი მოსაზრებით დემონები ქმნიან 1111 ლეგიონს და თითოეულ მათგანში არის 6666 სული.


გარდა ამისა ყველა მიმდინარეობა ლუთერანული ეკლესიისა ასახელებს ფანტასტიურ ციფრს, ისინი მიიჩნევენ რომ დემონთა რიცხვი არის  2 665 866 746 664 რასაც თავად მარტინ ლუთერ კინგიც ამბობდა ოღონდ რაზე დაყრდნობით ვერ გეტყვით.


ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ჩანს, რომ დემონთა ზუსტი რიცხვი არავინ არ იცის და მხოლოდ ვარაუდის დონეზე ფლობენ ამ ინფორმაციას.


 
 
 

Комментарии


bottom of page