top of page

ენერგეტიკული, ვამპირული და მტრული კავშირის გაწყვეტა

არსებობს უძველესი მეთოდი, რაც დაგეხმარებათ ისეთ ადამიანთან კავშირის გაწყვეტაში, რომელიც ზის თქვენს ენერგეტიკულ არხზე და გართმევთ ენერგიებს, აგრეთვე საბოლოვოდ გეხმარებათ ისეთი ხალხისგან ჩახსნას, ვისთანაც ცუდად გრძნობთ თავს.


მეთოდი ძალიან მარტივია, გამიყენება წითელი ძაფი და 1 ც. ჩვეულებრივი სანთელი.


რა ზომისაც გაქვთ მაჯის გარშემოწერილობა, მას დავუმატოთ 10 სმ და სწორედ ამ ზომის წითელი ფერის ძაფი მოვჭრად გორგოლადან, ავანთოთ სანთელი და ამ ცეცხლზე გადავატაროთ ძაფი სამჯერ, შემდეგ დავიწყოთ მასზე 7 კვანძის გაკეთება ხოლო 8 და 9 კვანძით უკვე მაჯაზე ვიკრავთ.


ყოველი კვანძის გაკეთების დროს ვიძახით შელოცვას, ანუ 7 კვანძი და 7 შელოცვა, ხოლო 8 და 9 კვანძზე კი ვიძახით დასტურს.


შელოცვა : 1-7 კვანძზე

"ჩემო კვანძო შეიკარი,

მონა /მხევალი/(სახელი) შეიპყარი,

სატანას აქვს სახელი,

სახელშია 6 ასო, მეშვიდე კი ბეჭედი,

ვინც მას სახელს შეუცვლის,

კვანძებში ხელს შემიშლის"


დასტური: 8-9 კვანძზე

"ასე მსურს"

"დაე იყოს ასე"


კვანძებს კი სურათზე მოცემული თანმიმდევრობით ვაკეთებთ.



8 და 9 კვანძით მაჯაზე შეკვრის შემდეგ ამ ძაფს ვატარებთ 7 დღეს, მერვე დღეს ვჭრით მაკრატლით ამ ძაფს მაჯიდან და ვიძახით 3 ჯერ შელოცვას:

"ძაფი გავჭერი,

(სახელთან) კავშირი გავჭერი, ჩავხსენი"


შემდეგ დავწვათ ეს ძაფი ცეცხლში შემდეგი სიტყვებით:

"ცეცხლში დაიწვი, მომშორდი, მომცილდი"


ნამწვავს წყალს ვატანთ.

Comments


bottom of page